ქ. გორი, სტალინის ქ. №32
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 36
- SEN capacity
- 10
- Available SEN places
- 6
შიდა ქართლი · გორი · ქ. გორი, სტალინის ქ. №32
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: ჩვენი სკოლის მისიაა, უზრუნველყოს ხარისხიანი, ინკლუზიური განათლება, რომელიც აერთიანებს ზოგად და პროფესიულ სწავლებას ერთიან, მთლიან საგანმანათლებლო პროცესში. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, პიროვნული პოტენციალის გამოვლენას, იდენტობის ჩამოყალიბებას. ჩვენ გვსურს აღვზარდოთ პატრიოტული, ტოლერანტი, ზოგადსაკაცობრიო და მაღალჰუმანისტური იდეალების ღირსეული გამგრძელებლები, რომ თავადაც შექმნან მაღალი სულიერი ღირებულებები, რადგან პროფესიული სწავლების ინტეგრაცია ზრდის ახალგაზრდების თვითშემეცნების შესაძლებლობას, ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას რეალურ ცხოვრებაში და უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევას. ხედვა: ჩვენი სკოლა ისწრაფვის, გახდეს თანამედროვე და მოქნილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც წარმატებით აერთიანებს ზოგად განათლებასა და პროფესიულ სწავლებას. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, რომ მიიღონ როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული ცოდნა, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანები მომავალში განათლებისა და შრომის ბაზარზე. სკოლას ვხედავთ, როგორც განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებს განუვითარდებათ პროფესიული ინტერესები, მიეჩვევიან დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას, რაც დაეხმარებათ ცხოვრებისეული გზის არჩევაში და განუმტკიცებთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. ჩვენი გამორჩეული უნარი - მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა - 2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის. ღირებულებები: განცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული მოქალაქეები: პროფესიონალიზმი სიახლეების მიმღებლობა სამართლიანობა ტოლერანტობა გუნდური კულტურა
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. აქვე ატვირთულია დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია
1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2023 – 2024 წლების ერთწლიან განვითარების სამოქმედო გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. 2. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და ეყრდნობა სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითად პოსტულატებს. 3. დოკუმენტის მიზანია, გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც სკოლა 2023-2024 წლებში იხელმძღვანელებს. 4. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული სასკოლო საზოგადოების წევრები: სკოლის დირექტორი დირექტორის მოადგილე სამეურვეო საბჭო პედაგოგიური საბჭო საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელები ხარისხის განვითარებისა და მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი საინფორმაციო მენეჯერი მოსწავლეთა თვითმმართველობა 5. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი იყო გამჭვირვალე. პროცესი წარიმართა ზემო აღნიშნული მხარეების ჩართულობით და განხილვაში მონაწილეობით. 6. ვინაიდან სკოლის სამოქმედო განავითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით, გეგმის გადახედვა მოხდება პერიოდულად. 7. სკოლის დირექტორს აქვს უფლება და ვალდებულება, შეაჯეროს ეს დოკუმენტი სამეურეო საბჭოსთან, სასკოლო საზგადოებასთან და შეიტანოს გარკვეული ცვლილებები სკოლის საჭიროებებიდან და მოლოდინებიდან გამომდინარე. აქვე არის ატვირთული 2025-2026 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა პროფესიული სწავლებისათვის
სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი; ტრანზიციის გეგმა; ინდივიდუალური-სასწავლო-გეგმის-შემუშავების-მეთოდოლოგია; ინტერვენციის გეგმა; სსსმ-პირთათვის-საგანმანათლებლო-სერვისების მიწოდების რეგულაციები; პერსონალის ადაპტაციის წესი სასკოლო სასწავლო გეგმა სკოლის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი
სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი.
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ამერიკელი ხალხის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში MILLENNIUM სკოლას აქვს ინფრასტრუქტურის ოპერირების გეგმა
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 1 548 960 ლარს. შრომის ანაზღაურება - 1 359 100 ლარი კომუნალური გადასახადები - 55 000 ლარი შენობის ინფრასტრუქტურის განვითარება - 20 500 ლარი სხვა ხარჯები - 112 500 ლარი