Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · ქ. გორი, დ. ამილახვრის ქ. №26

Register ID#2354
Students1,025
Teachers85
Buildings1
School profile

General information

Principal
ვახტანგ სუხიტაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ქ. გორი, დ. ამილახვარის 26

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
125
Available places
64
SEN capacity
13
Available SEN places
12
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია 1. აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. 2. ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. 3. მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, რათა მათ დამოუკიდებლად მოახერხონ საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; 4. მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; 5. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; 6. უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; 7. სასკოლო საზოგადოების გააქტიურება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის კურსდამთავრებულები სკოლაში მიღებული ზოგადი განათლებით უნდა ჩამოყალიბდნენ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ, თავისუფალ პიროვნებებად , ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისათვის. მათ უნდა გააცნობიერონ საკუთარი უფლება-მოვალეობები საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ასევე სწორად უნდა განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები,შეინარჩუნონ და დაიცვან ბუნებრივი გარემო; შეძლონ დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციის მოპოვება და მისი ეფექტიანად გამოყენება. ასევე უნდა შეძლონ პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღება. მათ უნდა განვითარებული ჰქონდეთ ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება. ასევე უნდა შეეძლოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მზად უნდა იყვნენ გააკეთონ სწორი არჩევანი გააკეთონ მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure
Strategic planPlan and performance report

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის ნიმუში საჯარო (2).docx26/02/2024 13:35:01 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 ნიმუში (1).docx26/02/2024 13:46:41 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

Documents

შინაგანაწესი 2023-2024.pdf02/04/2024 11:05:13 · 13.47 MB
Download documents on EMIS
FinancesText information

სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 2218000ლარს შრომის ანაზღაურება 2014000 ლარი კომუნალურის გადასახადი 62045ლარი სხვა ხარჯი 141955