Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ გორის №12 საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · ქ. გორი, ნინოშვილის ქ. №54

Register ID#2352
Students926
Teachers60
Buildings1
School profile

General information

Principal
ნოდარ იარღანაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
18/09/2025
Authorization end
18/09/2034
First grade admission

Current capacity information

ქ. გორი, ნინოშვილის ქ. №54

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
0
SEN capacity
8
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია აღზარდოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების, ,,ციფრული მოქალაქეობის" და ფუნქციურ-კომპონენტური უნარების ჯანსაღი თაობა, რომელიც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას. ხედვა ჩვენი სკოლა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი,პატრიოტული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის იზრუნებს იმით, რომ უზრუნველყოფს: ხარისხიან განათლებას; მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას; სწავლება–სწავლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას; მშობლებისა და საზოგადოების ეფექტურ და კონსტრუქციულ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში; სსსმ მოსწავლეებისათვის ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ გაუმჯობესებას; ღირებულებები  გუნდური მუშაობა;  ინოვაციები;  თანასწორუფლებიანობა;  სამართლიანობა;  ადამიანის უფლებების დაცვა;  კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და ტოლერანტობის დამკვიდრება;  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;

StructureText information

მოკლე ინფორმაცია: სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან გამომდინარე მოქმედებს ხუთის სტრუქტურული ერთეული: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და დისციპლინური კომიტეტი.

Strategic planPlan and performance report

Plan

ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2024წ – 2031წ პრეამბულა სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა არსებობს 1954 წლიდან. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ზოგადი განათლების შესახებ " საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო . დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა: • ქმნის პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის; • ხელს უწყობს მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობას. მისია აღზარდოს განათლებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების ჯანსაღი თაობა, რომელსაც ჩამოყალიბებული ექნება პრაქტიკული უნარ-ჩვევები და შეძლებს საკუთარი მომავლის ფორმირებას ხედვა ჩვენი სკოლა განათლებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი, შემოქმედი, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის იზრუნებს იმით, რომ უზრუნველყოფს: ხარისხიან განათლებას; მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას; სწავლება–სწავლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას; მშობლებისა და საზოგადოების ეფექტურ და კონსტრუქციულ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში; სსსმ მოსწავლეებისათვის ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი გაუმჯობესებას; ღირებულებები  გუნდური მუშაობა;  ინოვაციები;  თანასწორუფლებიანობა;  სამართლიანობა;  ადამიანის უფლებების დაცვა;  კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და ტოლერანტობის დამკვიდრება;  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; სკოლის პრიორიტეტები  ორიენტაცია დაცულ, უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოზე;  ორიენტაცია ხარისხიან განათლებაზე;  ორიენტაცია თითოეულ მოსწავლეზე;  ორიენტაცია მასწავლებლის უწყვეტ პროფესიული განვითარებაზე;  ორიენტაცია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე;  ორიენტაცია შედეგებზე;  ორიენტაცია სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდაზე  ორიენტაცია სსსმ მოსწავლეთა ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ გაუმჯობესებაზე სკოლის სტრუქტურა  დირექცია;  სამეურვეო საბჭო;  პედაგოგიური საბჭო;  დისციპლინური კომიტეტი;  მოსწავლეთა თვითმმართველობა; SWOT ანალიზი ძლიერი მხარეები  სკოლის მაღალი რეიტინგი თემში საგანმანათლებლო კუთხით  მასწავლებლების წარმატებული მონაწილეობა ეროვნული და საერთაშორისო დონის სხვადასხვა პროექტსა და კონფერენციაში.  მოსწავლეთა სისტემატური მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში, კონფერენციაში, ოლიმპიადაში, კონკურსსა და სპორტულ აქტივობაში.  სკოლას ჰყავს სამი ტრენერი, 24 წამყვანი და ექვსი მენტორი მასწავლებელი.  სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით და კომპიუტერული ლაბორატორიით. სუსტი მხარეები  მშობელთა სუსტი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.  ორ ცვლაში მუშაობა.  სკოლას არა აქვს გარე სპორტული მოედანი. შესაძლებლობები  წარმარტებულ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან ან სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთობის დამყარება.  სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის მექანიზმების შემუშავება.  სტანდარტზევით მომსახურება.  ცნობადობის გაზრდა. საფრთხეები  კონკურენციის ზრდა.  თემში კონკურენტული სკოლების არსებობა.  ანტიპიარისტული კამპანია. სასწავლო პროცესი პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტაცია გულისხმობს მოსწავლისთვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას არამედ მის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას. დიდი ყურადღება ექცევა ინოვაციური მეთოდებით გაკვეთილების ჩატარებას და წახალისებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას. სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვას ხელს უწყობს მასწავლებელთა მუდმივი მზაობა სიახლეებისადმი. სასკოლო ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც მუშა მდგომარეობაშია 29 კომპიუტერი და უზრუნველყოფილია მუდმივი ინტერნეტ მომსახურება.

Documents

სტრატეგიული განვ-ის გეგმა N 12 სკოლის 2024-31 წწ. ვორდის დოკ-ტი(დამუშავებული)ახალი მისიით და ხედვით..pdf03/09/2025 14:45:06 · 0.28 MB
Download documents on EMIS

Documents

სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.pdf31/03/2025 17:57:44 · 0.13 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

დანართი N 6 -ერთ წლიანი სამოქმ. გეგმა 2024-2025წ..pdf17/06/2025 13:32:55 · 0.29 MB
Download documents on EMIS

Documents

6.ერთ წლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში.18.06.2025წ..pdf07/07/2025 14:08:04 · 0.13 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სსიპ ქალაქ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა ახორციელებს: • დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას, • საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და • საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას.  დაწყებითი საფეხურის პროგრამაზე მოსწავლეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ მე-6 მუხლისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.  საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა ჩარიცხვა ხორციელდება დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ.  საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა ჩარიცხვა ხორციელდება საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ. საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევის შემდეგ გაიცემა საფეხურის დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი იუსტიციის სახლის მიერ. სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი მოთხოვნები: ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დაცვა, სასკოლო კურიკულუმების შემუშავება და დამტკიცება, მოსწავლეთა უფლებების დაცვა, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები, უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, საზიარო სივრცის შექმნა პედაგოგებისათვის, სანიტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, რესურს ოთახის არსებობა, ცენტრალური გათბობის არსებობა, ცენტრალური წყალმომარაგება, ცენტრალური წყალმომარაგება, ინტერნეტი (WI-FI), კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), სპორტ დარბაზი (როგორც გარე მოედანი, ისე შიდა სპორტული დარბაზი), კვების ბლოკი, კეთილმოწყობილი კაბინეტები, მრავალფეროვანი რესურსები(როგორც ელექტრონული ასევე მატერიალური სახით). სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტით მომსახურება, გახანგრძლივებული ჯგუფის შექმნა მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით, კლუბების, წრეების შექმნა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით სკოლა ხელს უწყობს: • როგორც ტიპურ, ისე სსსმ მოსწავლეების ტრანზიციას ბაღიდან სკოლაში. შემუშავებული აქვს შესაბამისი მექანიზმი. სკოლას შემუშავებული აქვს ახალი მასწავლებლის, დამრიგებლის და სხვა სკოლიდან გადმოსული მოსწავლისთვის ტრანზიციის ხელშემწყობი მექანიზმი. სკოლა სასწავლო წლის დაწყების მომენტიდან ხელს უწყობს მოსწავლეთა ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან, სკოლა უზრუნველყოფილია ასაკის შესაბამის ინვენტარით, სსსმ მოსწავლეთათვის შექმნილია ადაპტირებული ფიზიკური სივრცე (რესურს ოთახი, პანდუსი და საჭიროებიდან გამომდინარე მუდმივად ხდება რესურს ოთახის ახალი რესურსებით შევსება). სკოლას ჰყავს სამი სერთიფიცირებული სპეც მასწავლებელი და ორი ასისტენტი, რომლებიც უზრუნველყოფენ სსსმ მოსწავლის ადაპტირებას სასწავლო გარემოსთან. სკოლაში მოქმედებს დამრიგებლის მიერ მშობელთან და მოსწავლესთან ურთიერთობის პრაქტიკა მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის მიზნით. მშობელსა და მოსწავლეს ინდივიდუალურად მიეწოდება ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევების შესახებ, ეძლევა განმავითარებელი უკუკავშირი. მოსწავლის პირად შედეგებზე წვდომა აქვს მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ელექტრონული ჟურნალის საშუალებით. მოსწავლის შინ და დისტანციური სწავლებაზე გადაყვანის საჭიროების შემთხვევაში სკოლა მოქმედებს ეროვნული სასწავლო გეგმის „39-ე მუხლის“ შესაბამისად. რაც შეეხება ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. სკოლას მოსწავლეთა ფსიქოლოგიური დახმარებისთვის სკოლაში მუშაობს სოციალური მუშაკი. სკოლა ასევე სარგებლობს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგის მომსახურეობით.

Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია;

Documents

გორის N12 --გასაჩივრების წესი.pdf17/06/2025 14:08:40 · 0.06 MB
ბავშვთა მიმართ ძალადობის შიდა ინსტრუქცია------დანართი N1.pdf17/06/2025 14:08:40 · 2.16 MB
შინაგანაწესი.გორის N12 საჯ.სკოლა დამტკიცებული(09.2024წ.).pdf17/06/2025 15:07:38 · 0.32 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
FinancesText information

მოკლე ინფორმაცია: სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 1 647 593 ლ შრომის ანაზღაურება შეადგენს - 1 474 405 ლ კომუნალური ხარჯი შეადგენს - 58 500 ლ შენობის ინფრასტრუქტურის ხარჯი შეადგენს - 0 ლ სხვა ხარჯი - 114688 ლ