ქ. გორი, კეცხოველის ქ. №74
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 75
- Available places
- 62
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
შიდა ქართლი · გორი · ქ. გორი, კეცხოველის ქ. №74
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია გარე და შიდა ფაქტორების სისტემური ანალიზითა, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების დანერგვით, სკოლის მისიაა, ხელი შეუწყოს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, პოზიტიური, ზრუნვასა და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირებას, რომელიც მათ რეალურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. სკოლის ხედვა სკოლა 2030 წლისთვის იქნება საქართველოს მასშტაბით მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს მდგრადი განათლების მიზნების გაცნობიერებასა და რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების შერჩევა-გამოყენებაში. ღირებულებები გუნდურობა, სამართლიანობა.
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას, გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად, სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების და პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
განხილულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სსიპ ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 წ.წ. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024 – 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება 2. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა
სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის პროგრამები და მხარდაჭრის სერვისები: პერსონალური მონაცემების დაცვის წესი და მაქანიზმები; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; სკოლის შენობაში და მის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების აკრძალვა- შეზღუდვასთან დაკავშირებული წესი; მოსწ.თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წესი; ინკლუზიური განათლების პროცესის შიდა მონიტორინგის განხორციელების წესი; ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმა.
ქცევის წესებს და აპელაციის მექანიზმებს სკოლაში, განსაზღვრავს სკოლის შინაგანაწესი, რომელიც ვრცელდება სკოლის პერსონალზე, მოსწავლეებზე, მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად!