გორი, სოფელი მეჯვრისხევი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 14
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი მეჯვრისხევი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: სსიპ სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა უზრუნველყოფს: მოსწავლისთვის უსაფრთხო, ურთერთპატივისცემასა და სწავლა- სწავლების მრავალფეროვან, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ პოზიტიური გარემოს შექმნას. ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლიან თაობის აღზრდას, რომელიც მზად იქნება, უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. სკოლის ხედვა: ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც ურთიერთთანამშომლობის საფუძველზე შეიქმნება ინკლუზიური გარემო, რომელიც მოერგება მოსწავლის ინტერესების სამყაროს , საჭიროებებს და ჩამოუყალიბებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილ მომავლის სწორ ხედვას, რათა მან შეძლოს სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის ინტერესები, პროფესიის სწორად არჩევა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა. სკოლის ღირებულებები: თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა მოქმედებს განათლების სფეროში აღიარებული ისეთი ღირებულებებით როგორიცაა: პროგრესულობა; სამართლიანობა; თანასწორობა; გამჭვირვალობა; ზრუნვა; გუნდურობა;
სკოლის სტრუქტურა მოიცავს: დირექცია, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმართველობა. პედაგოგიური საბჭოსა მოსწავლეთა თვითმართველობას სპეციალური მასწავლებელი მრჩეველთა საბჭო ადმინისტრაცია ტექ. პერსონალი
დოკუმენტი მოიცავს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით, პროფესიული სწავლების ინტეგრაციით კერძოდ: „კომპიუტერული ქსელები და სისტემები „ ვაძლიერებთ მოსწავლეთა მომავალზე ორიენტირებულ არჩევანს, ხელს ვუწყობთ მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების რეალიზაციას და ვქმნით მჭიდრო კავშირს განათლებასა და რეალურ ცხოვრებას შორის.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2025 – 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან, ხედვიდან, ღირებულებებიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. დოკუმენტის მიზანია, გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც სკოლა 2025-2026 წლებში იხელმძღვანელებს. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი იყო გამჭვირვალე და ობიექტური. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, შესრულების ინდიკატორები, შესაბამისი რესურსები.
სსპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში შემუშავებულია და ხორციელდება სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით სკოლა ხელს უწყობს: • მოსწავლეების ტრანზიციას ბაღიდან სკოლაში. შემუშავებული აქვს შესაბამისი მექანიზმი. სკოლას შემუშავებული აქვს ახალი მასწავლებლის, დამრიგებლის და სხვა სკოლიდან გადმოსული მოსწავლისთვის ტრანზიციის ხელშემწყობი მექანიზმი. სკოლა სასწავლო წლის დაწყების მომენტიდან ხელს უწყობს მოსწავლეთა ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან, სკოლა უზრუნველყოფილია ასაკის შესაბამის ინვენტარით, სსსმ მოსწავლეთათვის შექმნილია ადაპტირებული ფიზიკური სივრცე (რესურს ოთახი, პანდუსი და საჭიროებიდან გამომდინარე მუდმივად ხდება რესურს ოთახის ახალი რესურსებით შევსება). სკოლას ჰყავს სერთიფიცირებული სპეც მასწავლებელი , რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლის ადაპტირებას სასწავლო გარემოსთან. სკოლაში მოქმედებს დამრიგებლის მიერ მშობელთან და მოსწავლესთან ურთიერთობის პრაქტიკა მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის მიზნით. მშობელსა და მოსწავლეს ინდივიდუალურად მიეწოდება ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევების შესახებ, ეძლევა განმავითარებელი უკუკავშირი. მოსწავლის პირად შედეგებზე წვდომა აქვს მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ელექტრონული ჟურნალის საშუალებით. სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი მოთხოვნები: ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დაცვა, მოსწავლეთა უფლებების დაცვა, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები, უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, საზიარო სივრცის შექმნა პედაგოგებისათვის, სანიტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, რესურს ოთახის არსებობა, ინტერნეტი (WI-FI), კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია(ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ღია თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი, კეთილმოწყობილი კაბინეტები, მრავალფეროვანი რესურსები(როგორც ელექტრონული ასევე მატერიალური სახით). სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტით მომსახურება. სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად აღზრდის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს სასკოლო საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება , მრცეველთა საბჭო, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი (უპპ), დარაჯები, ვიდეო კამერები, სახანძრო უსაფრთხოებისა ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აუცილებელი ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის შესახებ და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები.
სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს სასკოლო საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი (უპპ),მორიგე მასწავლებელები, დარაჯი, ვიდეო კამერები, სახანძრო უსაფრთხოებისა ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად, აღზრდის სისტემა, უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. წინამდებარე სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის შენობა არის ახალაშენებული, თანამედროვე ტიპის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვილი. შენობა-ნაგებობა არის ორი სართულიანი და გათვალისწინებულია 150 მოსწავლეზე. სკოლაში არის თანამედროვე სტანდარტების და სათანადო ინვენტარით აღჭურვილი 12 საკლასო ოთახი, 3 კლასკაბინეტი, სამასწავლებლო, დირექტორის კაბინეტი, კანცელარიის, არქივის ოთახები, კომპიუტერული ლაბორატორია/ბიბლიოთეკა, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ექიმის ოთახი, დამლაგებლისთვის განკუთვნილი საკუჭნაო და ინვენტარის შესანახი ოთახები, რესურსოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზისთვის მოწყობილი სივრცე. კეთილმოწყობილი სველი წერტილები განთავსებულია სკოლის შენობის ორივე სართულზე ,რომელიც სრულად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. სკოლას აქვს ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე სპორტული მოედანი. სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და ინტერნეტის მიწოდების უწყვეტი სისტემა, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და ცენტრალური გათბობის სისტემით. სკოლაში დაცულია მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოება. უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების სახანძრო უსაფრთხოებით. არსებობს ევაკუაციის გეგემა, რომელიც განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას. სკოლის შენობას აღმოსავლეთ და დასავლეთ შემოსასვლელებში აქვს მოწყობილი პანდუსი, ასევე, სართულებზე გადაადგილებისათვის არის ლიფტი. სკოლაში ფუნქციონირებს აღჭურვილი რესურსოთახი, რომელიც მორგებულია სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. სკოლას ჰყავს სპეციალური პედაგოგი, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს თითოეულ სსსმ მოსწავლესთან და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისთვის და თანამშრომლებისთვის შექმნილია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 575440 ლარს შრომის ანაზრაურება 485150.00 კომუნალი ხარჯი 33034.00 სოციალური დახმარება და საპენსიო ფონდი 2250.00 სხვა ხარჯები 34902 არაფინანსური აქტივების ზრდა 2500.0 ნაშთი 17604.00 ლარი