Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

იმერეთი · ქუთაისი · ქ. ქუთაისი ავტომშენებლის 51

Register ID#2288
Students213
Teachers50
Buildings1
School profile

General information

Principal
მალხაზი გოლეთიანი
Grade levels
საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
23/07/2025
Authorization end
23/07/2034
First grade admission

Current capacity information

Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მ ი ს ი ა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება, დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოუყალიბოს კადეტებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულებათა პატივისცემა, კადეტის მიერ ოჯახის საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერება. ხელი შეუწყოს ინოვაციური, თანამშრომლობითი, სამართლიანი კონკურენციისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობების შექმნას. „ეროვნული სასწავლო გეგმის“, „ ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ლიცეუმის წესდების და შინაგანაწესის დაცვით უზრუნველყოს თანაბარი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა ლიცეუმის კადეტთა ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ადაპტირება, სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე სამშობლოს სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებელად საფუძველის შექმნა. ლიცეუმის მიზანია ა)კადეტთა მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენა, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, სამხედრო სამსახურისადმი სიყვარულის და ოფიცრის პროფესიის დაუფლების მისწრაფების გაღვივება, სამხედრო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისათვის მომზადება; ბ)ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; გ) კადეტთა გონებრივი უნარ-ჩვევებისა და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ოჯახის, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა, მათში ლიბერალურ- დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; დ) ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა, საზოგადოებაში ადაპტირება, სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე სამშობლოს სამსახურისათვის მათ მოსამზადებლად საფუძვლის შექმნა; ე) ლიცეუმის საზოგადოებაში (კადეტი, მშობელი, მასწავლებელი) ეროვნული სასწავლო მიზნებისა და ფასეულობების გავრცელება. ღია თანამშრომლობის პრინციპზე აგებული ურთიერთობის მიღწევა, კადეტთა პიროვნული და სოციალური განვითარების უზრუნველყოფა. ღირებულებები ლიცეუმი აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აღიარებულია და დაცულია ლიცეუმის თანამშრომლების მიერ და საფუძვლად უდევს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩამოყალიბებულია მართვის დემოკრატიული სისტემა. ლიცეუმის მმართველობის ყველა სუბიექტი (დირექცია, სასწავლო დაგაგემარებისა და მონიტორინგის განყოფილება, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, სასწავლო კურსის უფროსები, ადმინისტრაცია, კადეტთა თვითმმართველობა) მუშაობს მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად და ხელმძღვანელობს ქვემოთ მითითებული ღირებულებებით. სიახლეების მიმართ ღიაობა: ლიცეუმი იღებს სიახლეებს, ინოვაციებს, მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულადაა განხილული სიახლეები, წინადადებები, განსხვავებული პოზიციები, ორიენტირება მიდის პრობლემების გადაჭრის გზებზე; სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა-ლიცეუმში სხვისი აზრი და შრომა დაფასებულია; სამართლიანობა- ლიცეუმში ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. გუნდურობა- ლიცეუმში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად, ლიცეუმის საზოგადოების მონაწილეობით. ერთგულება-ლიცეუმის საზოგადოების თითოეული წევრი აცნობიერებს ჩვენი ლიცეუმის წარსულს, მნიშვნელობას და პრესტიჟს თემში და რჩება ლიცეუმის ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. გამჭვირვალობა- ლიცეუმში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალეა და ტოვებს სამართლიანობის განცდას. მონაწილეობითი მართვა -ლიცეუმში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭირვალე. გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების პროცესში ჩართულია ყველა მსურველი, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა ლიცეუმის ყველა სუბიექტი - კადეტი, მასწავლებელი, სამხედრო მოსამსახურე, ადმინისტრაციულ/ტექნიკური პერსონალი, მშობელი იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე. ეფექტურობა- ლიცეუმი ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ლიცეუმი იყენებს შეფასებისა და თვითშეფასების სისტემას და ორიენტირებულია შედეგზე. უსაფრთხოება-ლიცეუმი უზრუნველყოფს ჯანსაღ და უსაფრთხო სასწავლო გარემოს. ლიცეუმი პანსიონური ტიპის სასწავლებელია, ტერიტორია და შენობა-ნაგებობები აღჭურვილია ვიდეო კონტროლით საშუალებებით, საცხოვრებელ ყაზარმებს გააჩნიათ ხანძარსაწინააღმდეგო სათადარიგო გასასვლელები და ყველა შენობა ნაგებობა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა კონტროლდება საკონტროლო გამშვები პუნქტის მეშვეობით. ლიცეუმის ტერიტორიისა და პერიმეტრის კონტროლი მიმდინარეობს შიდა განწესის მეშვეობით. ლიცეუმში ყ

Structure1 additional item

Documents

ლიცეუმის სტრუქტურა.pdf29/04/2025 11:21:06 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული განვითრების გეგმა 2020-2026 წლები - Copy.docx25/04/2025 10:53:56 · 1.2 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

სამმოქმედო გეგმა ახალი 2024-2025.pdf25/04/2025 10:58:26 · 0.26 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

Documents

თავდაცვის მინისტრის 515.pdf25/04/2025 11:01:02 · 0.1 MB
kadetta qcevis kodeqsi.pdf25/04/2025 11:03:22 · 0.2 MB
shinaganatsesi 28-05-2024_compressed.pdf25/04/2025 11:03:22 · 1.04 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

„VR” ვირტუალური რეალობის აპლიკაცია ანდროიდისთვის (ოპერატიული მეხსიერება 4GB , სიხშირე 2,1GHz -დან ზემოთ, ანდროიდ ვერსია 7,0 ზემოთ) „OCULUS RIFT” აპლიკაცია კომპიუტერისთვის ვიდეო დაფა NVIDIA GTX 1060 / AMD Radeon RX 480 და მეტი პროცესორი Intel i5-4590 / AMD Ryzen 5 1500X or greater ოპერატიული მეხსიერება 8GB+ RAM და ზემოთ ოპერაციული სისტემა Windows 10

Finances1 additional item

Documents

finansuri_angarisi.pdf25/04/2025 10:58:58 · 0.36 MB
Download documents on EMIS