Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · წალკა · წალკა, სოფელი იმერა

Register ID#2270
Students12
Teachers14
Buildings1
School profile

General information

Principal
ჯუმბერ ხოზრევანიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
25/12/2023
Authorization end
25/12/2032
First grade admission

Current capacity information

წალკა, სოფ. იმერა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
35
Available places
35
SEN capacity
4
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის მისიაა: • აღზარდოს ინტელექტუალური, მაღალი ზნეობის მქონე, გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის , სრულყოფილი პიროვნება. ● შექმნას შესაბამისი გარემო მოსწავლეთათვის თავისუფალი, შემოქმედი, ინტერკულტურული, სამოქალაქო ცნობიერებისა და ტოლერანტობის ჩამოყალიბებისთვის. • აღზარდოს ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება-დაცვისადმი მზრუნველი ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმღები და მისი დამკვიდრებისადმი მებრძოლი,სამეწარმეო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პიროვნება. • მოამზადოს მოსწავლეები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის სკოლის ხედვაა თანამშრომლობაზე და ურთიერთ პატივისცემაზე დამყარებული უსაფრთხო სკოლა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეთა მაღალ მიღწევებსა და კონკურენტუნარიანი, დამოუკიდებელი, რეალიზებული წარმატებული მოქალაქეების აღზრდაზე. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და მოსწავლეთა საერთშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure1 additional item

სტრუქტურის მიმოხილვა სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, მანდატურის სამსახურს, დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას,არასაშტატო ერთეულებს, ექიმსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს; საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიბუმ ფაილში.

Documents

სტრუქტურული-ერთეულების-ფუნქციები-და-კვალიფიკაცია დებულება - იმერის საჯარო სკოლა.pdf06/11/2023 20:02:13 · 0.28 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

წინამდებარე დოკუმენტი (იხილეთ მიბმული ფაილი) მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის ნიმუში საჯარო (2).docx06/11/2023 18:15:47 · 0.53 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სამოქმედო გეგმა არის ერთწლიანი, ის ეფუძნება სკოლის სტრატეგიულ გეგმას და სკოლის ყოველწლოიურ თვითშეფასებას. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები,რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია.

Documents

იმერის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა.docx12/12/2023 19:57:55 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

მხარდამჭერი სერვისების პროგრამებიდან პრიორიტეტულია მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგაბული სასკოლო გარემო, ასევე, მოიაზრებს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისების მექანიზმს.

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

აპელაციის მექანიზმად სკოლა მოიაზრებს სკოლის ბაზაზე გასაჩივრების განხილვის დებულებასა და სკოლის შინაგანაწესს

Documents

შინაგანაწესი, axali (AutoRecovered).pdf06/11/2023 21:02:43 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Finances1 additional item

Documents

სკოლის ფოტოები.pdf12/12/2023 20:12:10 · 1.07 MB
Download documents on EMIS