Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · მარნეული · მარნეული, რუსთაველის 52

Register ID#2220
Students1,016
Teachers62
Buildings1
School profile

General information

Principal
ლელა ხარშილაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
07/12/2023
Authorization end
07/12/2032
First grade admission

Current capacity information

მარნეული, რუსთაველის ქ. N52

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
0
SEN capacity
8
Available SEN places
7
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

ჩვენი სკოლის მისიაა - შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს საშუალება ექნება ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, განათლებულ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გლობალურად მოაზროვნე მოქალაქედ. ჩვენი პრიორიტეტია ხელი შევუწყოთ არაქართველი მოსწავლეების ინტეგრაციას ქართულ გარემოში. სკოლის თითოეულ მოსწავლეს ჩამოვუყალიბოთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება. სკოლის ხედვაა: იყოს მაღალ ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული, კულტურულად გაძლიერებული, ინოვაციებზე ორიენტირებული, მდგრადი წარმატების მქონე, პრესტიჟული და აღიარებული, საზოგადოებისათვის სასარგებლო, ბავშვებისათვის და მშობლებისათვის საყვარელი ადგილი. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure1 additional item
Strategic planPlan and performance report

Documents

2023 წლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf04/09/2023 19:17:16 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

2023-2024 ერთლიანი სამოქმედო გეგმა.pdf04/09/2023 19:22:07 · 0.2 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს. 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში. მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა. 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში. 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას. 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი. 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი. 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება. 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას. 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას. 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს. 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას. 1.3.სკოლის დირექციას. 1.4. კლასის დამრიგებელს. 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებიმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე.

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item
InfrastructureText information

სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის შენობა შედგება ორსართულიანი და სამ სართულიანი ფლიგელისგან. 2017-2018 სასწავლო წლის 5 სექტემბერს დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით. 2018 წლის სექტემბრიდან, უკვე მეექვსე წელია, ვართ სრულად რეაბილიტირებულ, უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში. სკოლაში არის კომპიუტრული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, შენობა არის ადაპტირებული, გვაქვს ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი, სააქტო და სპორტული დარბაზი. გვაქვს უნიკალური წიგნებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა.

FinancesText information

დამტკიცებულია სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის 5 სექტემბრის N 4 სხდომაზე ამოცანა - არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; აქტივობა - სკოლის კეთილმოწყობა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და განვითარება 1000ლ ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - ოფისისათვის საჭირო საგნებისა და მასალების შეძენის ხარჯი აქტივობა - ინვენტარის და სხვა მასალების შეძენა (საჭიროებისამებრ, მათ შორის მერხები, სკამები, დაფები) 1000ლ ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების/დემონტაჟის ხარჯი აქტივობა - სკოლის უკანა ეზოს კეთილმოწყობა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით რეკრეაციული ზონის მოწყობა არსებულ სივრცეში. 3000ლ ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯი აქტივობა - საჭიროების შემთხვევაში კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარება 1580 ლ ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯი ამოცანა - საგანმანათლებლო/ სასწავლო რესურსების განახლება/შევსება აქტივობა - წიგნადი ფონდის შევსება, საგანმანათლებლო რესურსების მოძიება შევსება 400 ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ - გაზეთების შეძენა და ყველა სახის საგამომცემლო - სასტამბო (არაძირითადი საქმიანობის ) ხარჯი აქტივობა - სსსმ მოსწავლისათვის საჭირო რესურსების, თვალსაჩინოებების შეძენა და მათი პერიოდული განახლება 4800 ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - საკანცელარიო, საწერ-სახაზავი ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, ბიულეტენების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენაა ამოცანა - საინფორმაციო რესურსების გაუმჯობესება აქტივობა - სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 1000ლ ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების/დემონტაჟის ხარჯი აქტივობა -ოფიციალური ვებ-გვერდისა და საკომუნიკაციო არხების განვითარება და მუდმივი განახლება 500 ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - კომპიუტერული პროგრამების შეძენის და განახლების ხარჯი ამოცანა - ფინანსური მდგრადობა აქტივობა -დამატებითი ეკონომიკური შემოსავლების მოძიება 1200 ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია (წრეები, გახანგრძლივებული ჯგუფები და სხვა) ამოცანა - უსაფრთხოების ნორმების დაცვა აქტივობა - ცეცხლმაქრების გადატუმბვა 800 ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი ამოცანა - სანიტარულ-ჰიგიენური პირობების ნორმების დაცვა აქტივობა - სანირატულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა 8600 ბიუჯეტის შესაბამისი მუხლი - რეცხვის, ქიმწმენდის, სანიტარიული საგნების შეძენის ხარჯი