Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი ხაიში

Register ID#2174
Students61
Teachers21
Buildings1
School profile

General information

Principal
მანანა კვიციანი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
08/12/2023
Authorization end
08/12/2032
First grade admission

Current capacity information

თეთრი წყარო, სოფ. ხაიში

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
20
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა ცდილობს დანერგოს ხარისხიანი განათლება, ქმნის ხელსაყრელ პირობებს, რათა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალი, თანასწორუფლებიანი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, აქტიური მოქალაქეები. სკოლის ხედვა სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის ინტეგრაციას მსოფლიო ბაზარზე, რასაც ისინი მოახერხებენ ევროპული ენების ფორმალური და არაფორმალური განათლების ბულად ინტეგრაციის ხარჯზე. სკოლის ღირებულებები: სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლის ღირებულებებია: თანასწორობა სამართლიანობა ზრუნვა გამჭვირვალობა გუნდურობა თანასწორუფლებიანობა: გულისხმობს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის შესაძლებლობის თანაბრად ხელმისაწვდომობას. სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით. სამართლიანობა: გულისხმობს შედეგების, შეფასების შესაბამისობას სწავლასთან და შრომასთან. ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. ზრუნვა: ჩვენთვის მთავარია ადამიანი. ვქმნით მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან. გამჭვირვალობა: ჩვენს საქმიანობში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. გუნდურობა: ჩვენს სკოლაში აღიარებული და გაზიარებული ფენომენია გუნდურობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ჩვენი სკოლის სასწავლო გარემო ხელს უწყობს განათლების გუნდური მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევებისჩამოყალიბებას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულება საბოლოო ჯამში აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეს, პასუხისმგებლიანობა კი არის ადამიანის ფსიქოლოგიურ-ნებლობითი პიროვნული თვისება. იგი არის უნარი და გააზრება იმისა, რომ ადამიანმა აგოს პასუხი საკუთარ მოქმედებაზე და ამ მოქმედების შედეგად დამდგარ შედეგზე. სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს რომ ამ ღირებულებების გარეშე წარმოუდგენელია წარმატება. იგი საფუძველია ზოგადად კეთილგანწყობისა, რაც ასე მნიშვნელოვანია სოციუმში ინტეგრაციისათვის. პირადი, გუნდური, სოციალური, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულება, სწორედ სკოლის კედლებში იწყებს ჩამოყალიბებას. ყველა ზემოთ დასახელებული ღირებულება საბოლოო ჯამში აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეს, პასუხისმგებლიან მოქალაქეს, პასუხისმგებლიანობა კი არის ადამიანის ფსიქოლოგიურ-ნებლობითი პიროვნული თვისება. იგი არის უნარი და გააზრება იმისა, რომ ადამიანმა აგოს პასუხი საკუთარ მოქმედებაზე და ამ მოქმედების შედეგად დამდგარ შედეგზე. სასკოლო საზოგადოება აცნობიერებას, რომ ამ ღირებულების გარეშე წარმოუდგენელია წარმატება. იგი საფუძველია ზოგადად კეთილგანწყობისა, რაც ასე მნიშვნელოვანია სოციუმში ინტეგრაციისათვის. პირადი, გუნდური, სოციალური, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილიღირებულება

Structure1 additional item

ხაიშის სკოლის სტრუქტურა (იხ.მიბმული ფაილი

Documents

ხაიშის - სკოლის-სტრუქტურა-სქემა-პდფ.pdf10/06/2025 11:44:14 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლის განვითარებისთვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მისია და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და გათვლილია შვიდწლიან პერიოდზე. სტრატეგიული განვითარების გეგმა სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანის გადაჭრას ისახავს მიზნად. სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით და ობიექტური ანალიზით. მისიის მისაღწევად სკოლა ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო გარემოს; ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პრფესიულ განვითარებაზე; მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე.

Documents

შვიდწლიანი სამოქმედო გეგმა.docx01/11/2023 14:19:40 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

სკოლის სამოქმედო გეგმა.docx27/01/2026 11:44:36 · 0.04 MB
Download documents on EMIS

Documents

10 დეკემბრის ანგარიში სასწავლო პროცესი 2025.doc28/01/2026 10:25:23 · 0.13 MB
სამეურვეო საბჭოს ოქმი ანგარიშებზე 2025 (1).doc28/01/2026 10:25:24 · 0.1 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა - პერსონალის მართვა სკოლის ლიდერი უზრუნველყოფს ადამიანური რესურსის მობილიზებას და მართვას დასახული საგანმანათლებლო მიზნების შესასრულებლად. აცხადებს კონკურსს და არჩევს კვალიფიციურ კადრს. სკოლაში სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული. - პერსონალის განვითარება სკოლის დირექტორს შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის მართვის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია პერსონალის განვითარებაზე. უზრუნველყოფს პერსონალის საჭიროებების გამოკვეთას და ხელს უწყობს მათ გადამზადებას როგორც ფასიანი, ასევე უფასო ტრენინგებისა და ვებინარების მეშვეობით. ხელს უწყობს მათ კარიერულ ზრდას. - პროცესების მართვა პროცესების მართვა ხორციელდება სკოლის მისიისა და მიზნების შესაბამისად. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვაში ჩართულია სასკოლო საზოგადოება, სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს და, გამოკვეთილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შეიმუშავებენ გადაჭრის გზების მექანიზმს. - ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, მათ შორის, საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას; უზრუნველყოფს სასკოლო წესრიგს, სანიტარიულ-ჰიგიენურ დაცვასა და პერსონალური მონაცემების დაცვას. - მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა სკოლა უზრუნველყოფილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მათ შორის, ბიბლიოთეკით და, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს მათ განახლებას/ჩანაცვლებას. სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის ინკლუზიურ გარემოს.

Documents

მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმები.docx27/01/2026 09:50:53 · 0.02 MB
გასაჩივრების მექანიზმები.docx28/01/2026 10:32:53 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სკოლას შემუშავებული აქვს ქცევის წესები

Documents

შინაგანაწესი 2024-2025.doc27/01/2026 13:05:42 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Infrastructure3 additional items

სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომრაოება შეესაბმება , ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ დადგენილ სტანტარტს. სკოლის ორივე სართული გარემონტებულია, საკლასო ოთახები აღჭურვლია ახალი ინვენტარით, სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით , ასევე მუსიკის კბინეტი აღჭურვილია აჭირო მუსიკალური ინსტრუმენტებით, სკოლას აქვს შიდა, აგრეთვე გარე სტადიონი, გარე სტადიონი ახალი გარემონტებულია, დაგებულია მწვანე საფარი და შემოღობილია ლითონის ღობით. სკოლის პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების ინკლუზიური გარემოს შექმნა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს რესურს ოთახი.

Documents

საკადასტრო აზომვითი ნახაზი.pdf10/06/2025 12:13:54 · 0.41 MB
ინფრასრუქტურა (ხაიში).docx10/06/2025 12:40:38 · 9.2 MB
მდგრადობის დასკვნა.pdf25/02/2026 08:29:03 · 2.2 MB
Download documents on EMIS
Finances5 additional items

სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი და ვართ ვაუჩერულ დაფინანსებაზე. ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება შეადგენს - 338150 ლარს ვაუჩერული დაფინანსება - 179031 ლარს სერთიფიცირებულ მასწავლებელთა დანამატი შეადგენს - 143000 ლარს სხვ შემოსავლები შეადგენს - 15755 ლარს სამინისტრის მხრიდან განხორციელებულ პროგრამული დაფინანსება შეადგენს - 14255 ლარს სხვა საბიუჯეტო შემოსავალი შეადგენს - 1500 ლარს

Documents

ბიუჯეტი ცხრილი ხაიში.xls10/06/2025 12:46:20 · 0.11 MB
10 დეკემბრის ანგარიში ფინანსური 2025.doc28/01/2026 10:35:27 · 0.07 MB
10 დეკემბრის ანგარიში სასწავლო პროცესი 2025 (1).doc28/01/2026 10:35:27 · 0.13 MB
ანგარიშის ჯამური ბრუნვა.pdf28/01/2026 10:48:14 · 0.14 MB
ანგარიშის ბრუნვა.pdf28/01/2026 10:48:14 · 0.39 MB
Download documents on EMIS