თეთრი წყარო, სოფელი სამღერეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 22
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი სამღერეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მისიას წარმოადგენს საზოგადოებაში ინტეგრირებული, განათლებული, სამართლისა და ადამიანის უფლებების დამცველი ახალგაზრდების ჩამოყალიბება. ისეთი ძირითადი პრინციპების სწავლებას, როგორიცაა: თანასწორობა, ტოლერანტობა, სხვისი პატივისა და ღირსების დაცვა, სკოლა უზრუნველყოფს როგორც მოსწავლეთა მორალურ ასევე ფიზიკურ განვითარებას, მათ ინტელექტუალურ ზრდას, რათა საბოლოოდ სახელმწიფოს სრულფასოვანი მოქალაქეები გადასცეს. მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის უზრუნველყოფით უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს, ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ ადამიანად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლა დაკომპლექტებულია ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეებით, შესაბასად სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებაზე, რასაც ხელს შეუწყობს კლასებში მცირერიცხოვანი კონტიგენტი და მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; ტოლერანტობა, მიუკერძოებლობა; ინოვაციური მიდგომების გამოყენება და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; ინიციატივების სწორი შეფასება, პრიორიტეტების სწორად შერჩევა-განსაზღვრა და განხორციელებაში ხელშეწყობა; პროფესიული ზრდა და განვითარება; გუნდური მუშაობის კულტურის ჩამოყალიბება.