Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი შავსაყდარი

Register ID#2170
Students21
Teachers12
Buildings1
School profile

General information

Principal
მანანა ხუციშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

თეთრი წყარო, სოფელი შავსაყდარი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
23
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სკოლის მისიაა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი. თავისუფალი პიროვნებების სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრის აღზრდა, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს, სკოლის წინაშე საკუთარი მოვალეობებისა და როლის გაცნობიერების ხელშეწყობა. მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება. მისი აუცილებელი ცოდნით აღჭურვა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლა იქნება სწავლების მაღალი დონით გამორჩეული კონკურენტუნარიანი, ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოამზადებს ყველა სფეროში, შრომის ბაზრის გამოწვევების შესაბამის მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსს და რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure1 additional item

Documents

სკოლის სტრუქტურა - შავსაყდარის საჯარო სკოლა.pdf04/04/2024 12:24:50 · 0.27 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა, შემუშავებულია სპეციალურად ამ მიზნით შემქნილი ჯგუფის მიერ. შეთანხმებულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წწ.docx03/04/2024 11:35:56 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

2023-2024 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შავსაყდარის საჯარო სკოლა.docx03/04/2024 11:37:57 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Programs and support services3 additional items

სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლაში შექმნილია სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემო. სკოლაში შექმნილია ინკლუზიური გარემო, საქმიანობის ცენტრში მოქცეულია მოსწავლე. სკოლა ცდილობს, შექმნას სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის განვითარებისათვის თანაბარი პირობები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური უსაფრთხოებისათვის სკოლაში მუშაობს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, დარაჯი, სკოლაში შესვლისას მოქმედებს "ვიზიტორთა აღრიცხვის ჟურნალი", შემუშავებული გვაქვს მშობლებთან შეთანხმებით გაკვეთლებიდან მოსწავლეთა გაშვების სპეციალური ფორმა. სკოლის მისიით დასახული ამოცანების შესრულებისათვის სკოლა, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე, ატარებს არაერთ ღონისძიებას. სკოლაში ხორციელდება შიდა სასკოლო პროექტები, რომელშიც ფართო სასკოლო საზოგადოება არის ჩართული. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილია ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით „ შავსაყდარის საჯარო სკოლა". ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანად წახალისებულია თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რაზეც მეტყველებს პედაგოგთა როგორც სამუშაო, ასევე არაფორმალური შეხვედრები, ხდება მათი წარმატებების აღიარება - მადლობა, სიგელი, პრემია. სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პროცესში ინფორმირებული და მონაწილე იყოს სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გამოიხატება სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებში (მასწავლებლებთან, მოსწავლეთა მშობლებთან), სადაც ხორციელდება სხვადასხვა მასშტაბის სასკოლო აქტივობების, ღონისძიებებისა თუ პროცესების დაგეგმვა, დანერგვა. სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლაში ისწავლება ორი უცხო ენა : ინგლისური ენა და რუსული ენა.

Documents

დანართი N1 მოსწავლეთა ადაპტაციის წესი შავსაყდარის საჯარო სკოლა.doc03/04/2024 13:15:12 · 0.1 MB
მშობელთან ურთიერთობის დებულება, კომუნიკაციის სტრატეგია.pdf04/04/2024 13:12:34 · 0.11 MB
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი.pdf04/04/2024 13:18:17 · 0.18 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms5 additional items

სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლის ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. შინაგანაწესი განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ და საჯაროდ გამოკრულია სკოლის ფოიეში. შინაგანაწესი იხილეთ თანდართული სახით.

Documents

ადამიანური რესურსი მართვის პოლიტიკა შავსაყდარის საჯარო სკოლა 2023 წელი.docx03/04/2024 13:19:38 · 0.05 MB
უსაფრთხოების პოლიტიკა შავსაყდარის საჯარო სკოლა 2023 წელი.doc03/04/2024 13:19:38 · 0.09 MB
შინაგანაწესი 2023 წ შავსაყდარის საჯარო სკოლა.pdf04/04/2024 12:13:40 · 0.25 MB
მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმები.pdf04/04/2024 13:06:49 · 0.06 MB
რეფერირების შიდა წესები - შავსაყდარის საჯარო სკოლა.pdf04/04/2024 13:06:49 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

Documents

შავსაყდარის საჯარო სკოლა - ინფრასტრუქტურა.docx04/04/2024 12:41:37 · 4.26 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.

Documents

ბიუჯეტის გეგმა - 2024 წელი.xls04/04/2024 22:04:31 · 0.08 MB
ბიუჯეტის გეგმა - 2023 წელი.xls04/04/2024 22:04:31 · 0.08 MB
Download documents on EMIS