Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი საღრაშენი

Register ID#2169
Students20
Teachers15
Buildings1
School profile

General information

Principal
ნუნუ გულვერდაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
18/12/2023
Authorization end
18/12/2032
First grade admission

Current capacity information

თეთრი წყარო, სოფელი საღრაშენი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
19
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია: სსიპ ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის მისიაა თავისუფალი, შემოქმედებითი, ანალიტიკურად მოაზროვნე და ემპათიური უნარ-ჩვევების მქონე პიროვნებების აღზრდა – განათლებული და სიახლის შეცნობის მსურველ მოქალაქეებად ჩამოყალიბების მიზნით. სკოლის ხედვა: მისი თითოეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure1 additional item

სსიპ ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის სტრუქტურა.

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf15/11/2023 14:33:32 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა, შემუშავებულია სპეციალურად ამ მიზნით შემქნილი ჯგუფის მიერ. შეთანხმებულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.

Documents

საღრაშენის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf14/11/2023 13:41:51 · 0.2 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

საღრაშენის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 ნ.pdf14/11/2023 13:43:12 · 0.31 MB
საღრაშენის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 ნ.pdf05/06/2025 10:48:23 · 0.35 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სსიპ ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლაში შექმნილია სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო. სკოლაში შექმნილია ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემო, საქმიანობის ცენტრში მოქცეულია მოსწავლე. სკოლა ცდილობს, შექმნას სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის განვითარებისათვის თანაბარი პირობები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური უსაფრთხოებისათვის სკოლაში მუშაობს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, დარაჯი, სკოლაში შესვლისას მოქმედებს "ვიზიტორთა აღრიცხვის ჟურნალი", შემუშავებული გვაქვს მშობლებთან შეთანხმებით გაკვეთლებიდან მოსწავლეთა გაშვების სპეციალური ფორმა. სკოლის მისიით დასახული ამოცანების შესრულებისათვის სკოლა, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე, ატარებს არაერთ ღონისძიებას. სკოლაში ხორციელდება შიდა სასკოლო პროექტები, რომელშიც ფართო სასკოლო საზოგადოება არის ჩართული. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილია ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით „ საღრაშენის საჯარო სკოლა". ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანად წახალისებულია თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რაზეც მეტყველებს პედაგოგთა როგორც სამუშაო, ასევე არაფორმალური შეხვედრები, ხდება მათი წარმატებების აღიარება - მადლობა, სიგელი, პრემია. სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პროცესში ინფორმირებული და მონაწილე იყოს სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გამოიხატება სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებში (მასწავლებლებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, მოსწავლეთა მშობლებთან), სადაც ხორციელდება სხვადასხვა მასშტაბის სასკოლო აქტივობების, ღონისძიებებისა თუ პროცესების დაგეგმვა, დანერგვა. სსიპ ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლაში ისწავლება ორი უცხო ენა : ინგლისური ენა და რუსული ენა.

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სსიპ ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. შინაგანაწესი განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ და საჯაროდ გამოკრულია საინფორმაციო დაფაზე. შინაგანაწესი იხილეთ თანდართული სახით.

Documents

უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო 2023.pdf15/11/2023 14:31:46 · 0.06 MB
საღრაშენის საჯარო სკოლის შინაგანაწესი.pdf15/11/2023 14:31:46 · 6.68 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

სსიპ ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდა 2020 წელს.

Documents

რესურსოთახი.docx08/12/2023 11:23:42 · 0.67 MB
ფოტომასალა.docx08/12/2023 11:23:42 · 3.21 MB
Download documents on EMIS