თეთრი წყარო, თამარ მეფის ქ. №2
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 77
- Available places
- 58
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, თამარ მეფის ქ. №2
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: აღზარდოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლე, გააძლიეროს პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, ოჯახის ფასეულობების პატივისცემის უნარი, ეროვნული იდენტობა, მისცეს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება. სკოლის ხედვაა: მაღალი ხარისხის განათლება იყოს სკოლის განმასხვავებელი ნიშანი. ყველა მასწავლებელი იყოს მოტივირებული თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებზე, სიახლეთა ძიების, მეტი წარმატებული მასწავლებლის და მოსწავლის არსებობის, მაღალი მოტივაციის ერთ- ერთ მექანიზმად მუდმივად დანერგილი იყოს წახალისების სისტემა, სასკოლო საზოგადოება და თემი ჩართული იყოს სკოლის ცხოვრებაში, გარემო იყოს მიმზიდველი, დაცული, სადაც ყველას ექნება საშუალება ფიქრის, კვლევის, შემოქმედებითი მუშაობის. სკოლის ღირებულებები: სკოლა ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების პოზიტიური ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებით: • გამჭვირვალობა: სკოლის საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: სკოლა უზრუნველყოფს, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: სკოლა ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განიხილავს სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულია გამოწვევების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: სკოლის მიერ განხორციელებული შეფასებები, ემყარება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს მაქსიმალურად გამორიცხავს დადგენილი პროცედურები • განვითარება და ინოვაციურობა: სკოლა სისტემატურად უწევს მონიტორინგს და იკვლევს მიმდინარე საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, გეგმავს განვითარების ინოვაციურ გზებს.