Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ფხვენისი

Register ID#2146
Students122
Teachers21
Buildings1
School profile

General information

Principal
თინათინ მელანაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/11/2023
Authorization end
27/11/2032
First grade admission

Current capacity information

გორი, სოფ. ფხვენისი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
17
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლის მისიაა:  თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პიროვნების აღზრდა, გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბება მოსწავლისა , რომელიც იაზრებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ღირებულებებს, იცავს და პატივს სცემს მშობლიურსა და საკაცობრიო კულტურულ მემკვიდრეობას, ეთნიკურ მრავალფეროვნებას. იღებს პასუხისმგებლობას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. ინკლუზიური გარემოს შექმნა და მოსწავლეებში ანალიტიკურ-კრიტიკული აზროვნების, ციფრული მოქალაქისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარება, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება, რათა თვითოეულმა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და თვითრეალიზება. სკოლის ხედვაა: გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება , შეძლოს საკუთარი წარმატებული პრაქტიკის დონეზე გაზიარება და სწავლების ყველა საფეხურზე განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება. ასევე თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად მოსწავლის თავისუფალ, პატრიოტ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბება. ღირებულებები: სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა, თანასწორობა, განვითარებისკენ სწრაფვა და ინოვაციურობა

Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს,სკოლის დირექციას,პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს,მოსწავლეთა თვითმმართველობას,დისციპლინურ კომიტეტს,ტექნიკურ პერსონალს.

Documents

სტრუქტურა.pdf14/12/2025 21:18:16 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

ფხვენისის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან, ხედვასა და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებულია სკოლის მიდგომასა და ხედვაში, რომელიც ავირჩიეთ დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და გავთვალეთ შვიდწლიან პერიოდზე, გეგმაში ავსახეთ სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა იგეგმება პერიოდულად. სტრატეგიული დაგეგმის პროცესში სკოლამ დაიცვა სამოქმედო პრინციპები: გუნდური მუშაობა, თანამონაწილეობა და გამჭირვალობა.

Documents

სტრატეგიული გეგმა 2023-2030წ.წ..pdf14/12/2025 21:23:40 · 0.22 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

მიმდინარე სამოქმედო გეგმა წარმოადგენს 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმას, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან.

Documents

25-2026 ერთწლიანი.pdf17/11/2025 15:23:27 · 0.21 MB
24-25-ერწლიანი-სამოქმედო-გეგმა (1) (3).pdf14/12/2025 21:35:21 · 0.2 MB
Download documents on EMIS

Documents

2024-2025 სასწ.წლის ერთწლიანი გეგმის ანგარიში.pdf14/12/2025 21:42:32 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Programs and support services10 additional items

დაწყებითი საფეხური დაწყებით საფეხური ორიენტირებულია მოსწავლის ადაპტაციაზე, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე, საბაზისო აკადემიური (წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა) და სოციალური უნარების განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობას. საბაზო საფეხური საბაზო საფეხური ორიენტირებულია საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებაზე, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და მხარდაჭერაზე, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებაზე, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობასა და საფუძვლების შექმნაზე განათლების მომდევნო საფეხურზე (აკადემიური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის; საშუალო საფეხური საშუალო საფეხურზე მხარდამჭერი სერვისები მიმართულია მოსწავლეთა კარიერული ორიენტაციის, აკადემიური წარმატებისა და მომავალი განათლებისთვის, მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური ორიენტაციის მხარდაჭერისკენ. მოიცავს ინდივიდუალურ კონსულტირებას, საგანმანათლებლო დაგეგმვასა და ცხოვრებისეულ უნარებზე მუშაობას. სკოლაში მოქმედებს სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისები- ა) ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება; ბ) დისციპლინარული კომიტეტის დებულება; გ) კურიკულუმის განვითარების მეთოდები; დ) მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება; ე) მოსწავლეთა ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევის დებულება; ვ) მრჩეველთა საბჭოს დებულება; ზ) პერსონალური მონაცემების დაცვა;

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სკოლის მიერ შემუშავებულ იქნა ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმი.

Documents

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმი.pdf13/12/2025 21:54:39 · 0.12 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
FinancesText information

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი შეადგენს - 631 000 ლარს. შრომის ანაზღაურება - 550000 ლარი; კომუნალური გადასახადები - 30500 ლარი; შენობის ინფრასტრუქტურის განვითარება - 6100ლარი; სხვა ხარჯები - 44400ლარი;