გორი, სოფ. ფლავი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 32
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ფლავი
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სკოლის მისია წარმოადგენს სტრატეგიული განვითარების პროცესში გამოყენებულ ერთ -ერთ აუცილებელ კომპონენტს. მისიის ჩამოყალიბების პროცესში განისაზღვრება, თუ რა მიზანს ემსახურება სკოლა და გამსაზღვრავს მის მთავარ მიმართულებებს. საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად სკოლა მოზარდს უვითარებს გონებრივ და ფიზიკურ უნარ–ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას, ეხმარება ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობის გაცნობიერებაში. საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს: 1. ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. 2. ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა. 3. ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. 4. დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება 5. იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე. 6. კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან 7. იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე. 8. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას. 9. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს თანამშრომლობითი გარემოს შექმნას. 10. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს სპორტულ პროექტებს, რომლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მშობლებიც იქნებიან ჩართულნი. 11. მასწავლებლებზე ზრუნვა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ხედვა არის სკოლის წარმოდგენა სასურველი, იდეალური მომავლის განვითარების შესახებ. სკოლამ იცის მიზანმიმართულად, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა განაგრძოს განვითარება. გათვალისწინებულია სკოლის ზოგადი პრიორიტეტები და საჭიროებები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლის ღირებულება განსაზღვრავს სასკოლო კულტურას და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ - ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სკოლაში ფუნქციონირებს დისციპლინური კომიტეტი
სკოლის შენობა არის ნაწილობრივ რეაბილიტირებული.
სკოლის დირექტორი ყოველი წლის 10 დეკემბრამდე კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს ფინანსური ანგარიშის წარდგენას სამეურვეო საბჭოსთან.