გორი, სოფ. ატენი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 17
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ატენი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისიაა - აღიაროს თითოეული მოსწავლის უნიკალურობა, აღმოაჩინოს თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული უნარები და განავითაროს, გააღვივოს მათში შემოქმედებითი აზროვნება და აღზარდოს ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ლიდერი. განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. ხედვაა - სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლა გახდეს მოთხოვნადი სკოლა, რომლის კურსდამთავრებულებიც აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს, აქვთ მომავალი განვითარების მკაფიო ხედვა, მოტივაცია და მზაობა იმისათვის, რომ იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული შრომის ბაზარზე, მაღალკონკურენტული გლობალური სივრცის განუყოფელი და აქტიური ნაწილი. მოსალოდნელი შედეგი სკოლის თითოეული მოსწავლე აღჭურვილი იქნება სათანადო ცოდნით, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით და სოციალურად სწორი ორიენტაციით. ღირებულებები - განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • თანამშრომლობა; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ღიაობა, მიუკერძოებლობა; • ბავშვთა უფლებების დაცვა; • მიმღებლობა; • ინოვაციურობა და კრიტიკული აზროვნება • უსაფრთხოება; • სამართლიანობა;