Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · ბოლნისი · ბოლნისი, სულხან-საბას ქ. №138

Register ID#2127
Students846
Teachers59
Buildings1
School profile

General information

Principal
ირმა წაქაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
21/12/2023
Authorization end
21/12/2032
First grade admission

Current capacity information

ბოლნისი, ს.ს. ორბელიანის ქ. #121

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
60
Available places
0
SEN capacity
6
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

ქ. ბოლნისის N1 სკოლა დაარსდა 1942 წელს. თავიდან მას ერქვა ლუქსემბურგის საშუალო სკოლა, სადაც იყო ქართული სექტორი, 1943 წლიდან კი იწოდებოდა, როგორც ბოლნისის პირველი საშუალო სკოლა. ახლანდელ შენობაში დაბა ბოლნისის პირველი სკოლა გაიხსნა 1950 წლის პირველ სექტემბერს და მას მიენიჭა სულხან-საბა ორბელიანის სახელი. ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მისამართია: სულხან-საბა ორბელიანის ქ. 121. სკოლის სრული ფართია 8686 კვ.მ. ; განაშენიანების ფართი - 2122 კვ. მ. შენობა ორსართულიანია, აქვს შიდა და გარე ეზო, სპორტდარბაზი და ეზოში მდებარე მინი სტადიონი, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები. სკოლაში არსებობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კომპიუტერული მეცნიერების კაბინეტ-ლაბორატორიები, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, ხელოვნების კაბინეტები. სკოლას აქვს მომავლის ოთახი, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებითა და სმარტ-დაფით. ასევე, სააქტო დარბაზი კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის. სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელიც მუდმივად შევსებადია. მისია სსიპ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა პოტენციალის გამოვლენა და განვითარება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მსოფლიო მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად. არაფორმალური განათლების გაძლიერების, მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის, კლუბური მუშაობის ხელშეწყობის, სპორტის სწავლების წახალისების გზით შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად. სკოლა იზრუნებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რისთვისაც უზრუნველყოფს სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და პროფესიული განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას. ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესის პარტნიორობის განვითარებას. ეს კი მთლიანობაში განაპირობებს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების ზრდას. მომავლის ხედვა ჩვენ გავხდებით რეგიონში აღიარებული ზოგადი განათლებისა და პროფესიული სწავლების ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული მოქნილი შიდა სისტემის ჩამოყალიბებით იზრუნებს მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა საჭიროებების მუდმივ დაკმაყოფილებასა და მათი უნარ-ჩვევების გამოვლენა/განვითარებაზე. შესთავაზებს ხარისხიან განათლებას, ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას და უზრუნველყოფს შრომის ბაზარს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით. გაიზრდება მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად. ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; სამართლიანობის დაცვა; ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; პროფესიული ზრდა და განვითარება; გუნდური მუშაობა

StructureText information

სკოლის სტრუქტურა განისაზღვრება სკოლის წესდებით რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის დირექტორად ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორი ვადით. სკოლის დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამ მონაცემებს აგზავნის სარეგისტრაციოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას დისციპლინურ და საფინანსო კომიტეტს, სააპელაციო კომიტეტს.

Strategic planPlan and performance report
Annual action planPlan and performance report

Documents

პროფესიულის სამოქმედო-გეგმა-2024-2025 ბოლნისი.pdf30/01/2026 15:41:09 · 0.27 MB
2025-2026 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო.pdf04/02/2026 19:05:41 · 0.29 MB
Download documents on EMIS

Documents

2024-2025 სამოქმედო გეგმის ანგარიში.pdf04/02/2026 19:05:42 · 0.45 MB
Download documents on EMIS
Programs and support services4 additional items

არაფორმალური განათლების კუთხით სკოლაში აქტიურად მუშაობს სხვადასხვა კლუბი, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებს ემსახურება. (კლებების შესახებ ინფორმაცია იხ. ატვირთულ ფაილში - ,,კლებები'') მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები: 1. ქართული, როგორც მეორე ენა - აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის; 2. გახანგრძლივებული ჯგუფი; 3. ჭადრაკის წრე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-X კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- XI-XII კლასებს. სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლე მიიღებს საშუალო განათლების დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს - ატესტატს. სკოლაში ხორციელდება ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა - კომპიუტერული ქსელები და სისტემები. სტუდენტი პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებს საშუალო განათლების დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს - ატესტატს და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს/სერტიფიკატს.

Documents

კლუბები.docx16/02/2026 13:15:01 · 0.27 MB
ბრძანება N2-253 მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმის დამტკიცების შესახებ_compressed.pdf17/02/2026 12:29:05 · 0.42 MB
პროფესიული სტუდენტის ცარიცხვის წეი.docx19/02/2026 08:10:44 · 0.02 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წე.docx19/02/2026 08:10:44 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms4 additional items

Documents

+პროფესიული სტუდენტის ეთიკის კოდექსი ბოლნისი.pdf02/07/2024 14:37:39 · 0.1 MB
11.ზსდ-ს შინაგანაწესი2025.pdf30/01/2026 15:38:22 · 0.4 MB
განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.pdf03/02/2026 14:09:54 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances2 additional items

სკოლის ბიუჯეტი 2025

Documents

biujeti2025.pdf30/01/2026 16:14:05 · 0.6 MB
ფინანსური ანგარიში.pdf16/02/2026 12:46:12 · 0.77 MB
Download documents on EMIS