ბოლნისი, დაბა კაზრეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 70
- Available places
- 54
- SEN capacity
- 7
- Available SEN places
- 7
ქვემო ქართლი · ბოლნისი · ბოლნისი, დაბა კაზრეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია-ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა. მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა პატრიოტულ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა. ხედვა-ჩვენ ვიქნებით კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებული იქნება მუდმივ განვითარებასა და მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გამოვლინებაზე. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება ხელმძღვანელობს ღირებულებებით: • საქმიანობის განხორციელებისას სამართლიანობის პრინციპის დაცვა; • საკუთარი და სხვათა ღირსების პატივისცემა; • იდეებისა და ინოვაციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა; • თანამშრომლობა, კომუნიკაცია და გუნდურობა;
სკოლის სტრუქტურა განისაზღვრება სკოლის წესდებით რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის დირექტორად ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორი ვადით. სკოლის დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამ მონაცემებს აგზავნის სარეგისტრაციოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას დისციპლინურ და საფინანსო კომიტეტს, სააპელაციო კომიტეტს.