რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. №7
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 70
- SEN capacity
- 11
- Available SEN places
- 10
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. №7
Open a section to view its text, related links, and document listing.
მომავლის ხედვა სსიპ ქალაქ რუსთავის N 6 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მისია სსიპ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის მისიაა სახელმწიფოს სტრატეგიისა და საერთაშორისო თანამეგობრობაში გაერთიანების მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება; წიგნიერების დონის ამაღლება და მოქალაქეობრივი აქტივობისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება, მათი უზრუნველყოფისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა. ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ დივიდენდებს.
სკოლის სამურვეო საბჭო 13 წევრის შემადგენლობით.თავჯდომარე ელენე გიუნაშვილი სკოლის დირექტორი ინგა ქურდოვანიძე პედაგოგიური საბჭო 47 მასწავლებლის შემადგენლობით.თავჯდომარე მაია აბრამიშვილი ნადირაძე მოსწავლეთა თვითმართველობა თავჯდომარე 12 კლასის მოსწავლე გიორგი ლუტიძე დისციპლინარული კომიტეტი თავჯდომარე ეკა მჭედლიშვილი.
• აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება.
სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფის ძირითადი ფუქციები: 1.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 1.2. მოსწავლეთა განვითარებისათვის ეფექტური პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; 1.3. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 1.4. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 1.5. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 1.6. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 1.7. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 1.8. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 1.9. მოსწავლის სასკოლო ცხორვებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 1.10.მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 2. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საქმნიანობას ახორციელებს სკოლის სხვა სტუქტურულ ერთეულებბთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფის წევრები 1. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფის წევრებს კომპეტენციიდან გამომდინარე არჩევს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. 2. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ: 2.1. ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი; 2.2. ექიმი; 2.3. საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; 2.4. კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციის პირი; სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა უსაფრთხოების პოლიტიკა დამტკიცებული დოკუმენტის შესაბამისად. მოქმედებს მოსწავლეთა თვითმართველობა შემუშავებული და დამტკიცებული დებულების თანახმად. სკოლაში შექმნილია ინკლუზიური გარემო, ფუნქციონიებს რესურს ოთახი. მოსწავლეები გაერთიანებულნი არიან ,ინტერესების მიხედვით, კლუბებსა და წრეებში. მოქმედებს წიგნის კლუბი, კინოკლუბი, ეკოკლუბი, დებატკლუბი.
მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე). მუხლი 17. მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) გაკვეთილზე ზედიზედ არაერთგზის დაგვიანება; ბ) საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; გ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება. გამონაკლისი დაიშვება სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობისას. დ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება; ე) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ე.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ე.ბ) სანთებელა ან ასანთი; ე.გ) აზარტული თამაშის საშუალებები; 2. დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ე) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; ვ) მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა; ზ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ზ.ა) ალკოჰოლური საშუალებები; ზ.ბ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები. თ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება.
სკოლაში მიმდინარეობს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები,რომელიც დასრულდება 2025 წელს.
სკოლა ფინანსდება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად. ამეტაპზე ,სარემონტო სამუშაოების გამო, ეკონომიური საქმიანობიდან შემოსავლები სკოლას არ აქვს.