Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, დავით გურამიშვილის ქ. №6

Register ID#2089
Students489
Teachers39
Buildings1
School profile

General information

Principal
ნელი ლიქოკელი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
05/08/2025
Authorization end
05/08/2034
First grade admission

Current capacity information

ქ. რუსთავი/გურამიშვილის ქ. №6

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
32
SEN capacity
8
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია სკოლის მისიაა, გავხდეთ ლიდერი სკოლა რეგიონის მასშტაბით გერმანული ენის გაძლიერებული სწავლებით, ვიმუშაოთ მსოფლიო დონის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მოვამზადოთ მოსწავლეები წარმატებული პროფესიული კარიერისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნულის რეალიზება ურუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, პოზიტიურ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოში. ხედვა: სკოლა 2030 წლამდე გახდება სივრცე, რომელიც ინტენსიური გერმანულენოვანი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებით, კულტურული გაცვლებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით, უზრუნველყოფს ევროპულ და გლობალურ სივრცეში კონკურენტუნარიანი, ლიდერი მოქალაქეების აღზრდას. ღირებულებები 1. ინკლუზიურობა და თანასწორობა - მრავალფეროვანი კულტურული გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლე იღებს თანაბარ შესაძლებლობებს. 2. ინოვაცია და კრიტიკული აზროვნება - თანამედროვე სასწავლო მეთოდების გამოყენება და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება. 3. პასუხისმგებლობა და სამართლიანობა - ეთიკის რთიერთპატივისცემის და კულტურათაშორისი გაგების ხელშეწყობა. 4. თანამშრომლობა და საზოგადოებაზე ორიენტირება - მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი. 5. პატრიოტიზმი და გლობალური მოქალაქეობა - საკუთარი კულტურის დაფასება და გერმანულენოვანი სამყაროს ღირებულებების გაგება, ევროპულ სივრცეში აქტიური ჩართვის ხელშეწყობა. 2020 წლიდან სკოლა ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან გოთუას სახელობისაა და სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც გაცხადებულია მწერლის შემოქმედებაში და მკაფიოდ იკითხება, ლევან გოთუას, როგორც უსაზღვროდ პატრიოტი, ახალგაზრდებისათვის სამაგალითო პიროვნების ბიოგრაფიაში.

Documents

სკოლის ფილოსოფიის შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია .pdf23/04/2025 12:15:55 · 0.13 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

Documents

თანამდებობრივი ინსტრუქციები.pdf23/04/2025 12:16:07 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლას აქვს 2023-2030 წლის 7 წლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც გამომდინარეობს ორგანიზაციის მისია, ხედვა, ღირებულებებიდან და აზუსტებს მას კონკრეტული სტრატეგული მიზნებით, ამოცანებითა და განხორციელების პერიოდით. ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი მომავალი პრიორიტეტები. მათ შორის, სკოლის შენობის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, პედაგოგიური პერსონალის განვითარება, გერმანული ენის გაძლიერებული სწავლება და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა განხორციელდეს სტრატეგიული მიზნების, ამოცანების, პრიორიტეტებისა და აქტივობების გადახედვა და აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება სტრატეგიული გეგმის ცვლილება.

Documents

N17 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030.pdf23/04/2025 12:16:16 · 0.1 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

N17 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf23/04/2025 11:38:12 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სკოლის საქმიანობა აგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სკოლას ჰყავს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები და წარმატებული კურსდამთავრებულები. დიდი ყურადღება ეთმობა სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროექტებში, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნილია შემდეგი კლუბები: ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი - ,,რიბირაბო" ისტორიის კლუბი: ,,მოგზაური გოთუელები" ,,გერმანული ენის კლუბი"

Documents

ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.pdf23/04/2025 13:51:04 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms8 additional items

სკოლას შემუშავებული აქვს ქცევის წესი და აპელაციის მექანიზმები, რომელიც არეგულირებს სკოლაში მიმდინარე პროცესებს, უზრუნველყოფს სკოლაში ახალი პედაგოგებისა და მოსწავლეების ადაპტაციას; შემუშავებული აქვს მოსწავლეთა უფლებების დაცვისა და გასაჩივრების მექანიზმები, რომელიც მიმართულია მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დაცვისაკენ; სკოლა საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის წესის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს, როგორც შიდა სასკოლო საზოგადოებასთან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციის გაზიარების მექანიზმებს; სკოლის მიერ შემუშავებული შინაგანაწესი უზრუნველყოფს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზებას, განსაზღვრავს ამ პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს.

Documents

ახალი თანამშრომლის ადაპტაციის წესი.pdf22/04/2025 16:43:44 · 0.03 MB
საჩივრისა და განცხადების წარდგენის წესი.pdf22/04/2025 16:43:44 · 0.08 MB
საზოგადოებსთან ურთიერთობის წესი.pdf22/04/2025 16:43:44 · 0.07 MB
მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.pdf22/04/2025 16:43:45 · 0.07 MB
მოსწავლის ადაპტაციის წესი.pdf22/04/2025 16:43:45 · 0.06 MB
ბიბლიოთეკის დებულება.pdf23/04/2025 12:47:22 · 0.04 MB
მოსწავლის ჩარიცხვა -ამორიცხვის, სტატუსის შეჩერება-აღდგენის წესი.pdf23/04/2025 12:47:22 · 0.07 MB
მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი.pdf23/04/2025 12:47:22 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

Documents

cropped-image.pdf22/04/2025 17:35:41 · 1.51 MB
Download documents on EMIS
Finances1 additional item

Documents

#17 - 2025წლის ბიუჯეტი.xlsx27/04/2025 11:17:03 · 0.03 MB
Download documents on EMIS