Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №16 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, მაიაკოვსკის ქ. №17

Register ID#2088
Students469
Teachers43
Buildings1
School profile

General information

Principal
ირინა მელქაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

რუსთავი, მაიაკოვსკის ქ. №17

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
75
Available places
62
SEN capacity
8
Available SEN places
6
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია: სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N16 საჯარო სკოლა შეძლებს სახელმწიფო სტრატეგიისა და მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის ამაღლებას და მუდმივ განახლებას;მოსწავლის ჩამოყალიბებას ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებულ, ინფორმირებულ, კანონმორჩილ, ტოლერანტ მოქალაქედ, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ვალდებულებებზე. სწავლების ყველა საფეხურზე მოსწავლეს შეუქმნის წინაპირობას იმისთვის, რომ მან შეძლოს სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარებს გზა. ხედვა: ხედვა: სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N16 საჯარო სკოლა აცხადებს, რომ იგი იქნება მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა; თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად იგი იზრუნებს თავისუფალი, კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე; წვლილს შეიტანს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

StructureText information

სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის #16 საჯარო სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, სამსაფეხურზე; დაწყებითი, საბაზო, საშუალო

Strategic planPlan and performance report

Plan

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

სტრატეგიული გეგმა 2023-2030.docx05/04/2024 12:39:06 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.docx05/04/2024 12:40:44 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლა მუდმივად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი

Documents

შინაგანაწესში ცვლილება 2023-2024.doc05/04/2024 12:55:05 · 0.05 MB
შინაგანაწესი 2019.doc05/04/2024 12:55:05 · 0.25 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლა აშენებულია 1956 წელს

Finances1 additional item

სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამწტკიცებული წლიური ბიუჯეტი

Documents

სკოლის ბიუჯეტი 2024 წელი.xls05/04/2024 13:21:36 · 0.08 MB
Download documents on EMIS