დმანისი, სოფ. ბოსლები
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 9
- Available places
- 4
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
ქვემო ქართლი · დმანისი · დმანისი, სოფელი ბოსლები
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში, ფორმალური და არაფორმალური განათლების ორგანული შერწყმით, ქართული ენისა და ლიტერატურის გაძლიერებული სწავლებით, აღვზარდოთ ტოლერანტი, კონკურენტიანი, გლობალური, სათემო და სახელმწიფოებრივი ღირებულებების დამცველი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები. ხედვა სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების სკოლა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომების ერთობლიობით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ კავკასიის რეგიონსა და მსოფლიო შრომით ბაზარზე. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება 7. ინოვაციურობა.
სტრატეგია I: სკოლის მართვის დემოკრატიული სისტემის განვითარება, მიზნები და ამოცანები: 1. გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულებების პრინციპებზე დაფუძნებული სკოლის მართვის ეფექტური სისტემის შექმნა; 2. ნორმატიული სამართებლივი მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; 3. რესურსების მართვის ხარისხების გაუმჯობესება; 4. საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემის შექმნა. სტრატეგია II. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება, მიზნები და ამოცანები 1. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა; 2. მოსწავლეთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; 3. ბიბლიოთეკის პროგრამა. სტრატეგია III უსაფრთხოება და ჯანმრთელი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა მიზნები და ამოცანები. 1. მატერიალურ ტექნიკური ბაზის სრულყოფა; 2. მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვა და უსაფრთხოება.
2024-2025 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა 1. სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება 2. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია 3. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება 4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება 5. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით. 6. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა 7. უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა 8. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში 9. სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება
სკოლაში ფუნქციონირებს ორი უფასო წრე ესენია: ჭადრაკის წრე და ქართული ენის დამატებითი სწავლების წრე, რომელიც ხელს შეუწყობს აზერბაიჯანელ მოსწავლეებს რომ უკეთ შეისწავლონ ქარეთული ენა 1. სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში, საბაზი საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. 2. სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში, საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა, სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
სკოლას აქვს საჩივრისა და განცხადების წარდგენის წესი
სკოლის შენობა არის სრულად რეაბილიტირებული ახალი სტანდარტებით.
გიზიარებთ სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების 2025 წლის 9 დეკემბრის სამეურვე საბჭოს ანგარიშს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით