Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ თბილისის №213 საჯარო სკოლა

თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, სოფელი ტაბახმელა, გუმბათების წყაროს I შესახვევი №5

Register ID#2045
Students259
Teachers24
Buildings1
School profile

General information

Principal
ანა ობოლაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
15/12/2023
Authorization end
15/12/2032
First grade admission

Current capacity information

თბილისი, ძველი თბილისი, სოფ. ტაბახმელა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
35
SEN capacity
6
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია - ზსდ სსიპ ქ.თბილისის N213 საჯარო სკოლის მისიაა: სახელმწიფოს სტრატეგიისა და საერთაშორისო თანამეგობრობაში გაერთიანების მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება. სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობით მოსწავლეთა/ პროფესიული სტუდენტის პოტენციალის გამოვლენა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დამოუკიდებელი, კრიტიკული, ლოგიკური აზროვნების განვითარება. თითოეული მოსწავლისათვის/პროფესიული სტუდენტისათვის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი უწყვეტი განათლების მიცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, რათა ხელი შეუწყოს მთელი ცხოვრების მანძილზე, მომავალი საგანმანათლებლო და შრომითი საქმიანობის არჩევანის გაკეთებაში. შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა. ამასთანავე, ჩამოუყალიბოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება ასევე, ხელი შეუწყოს პროფესიულ განვითარებაში. ხედვა - ზსდ სსიპ ქ.თბილისის N213 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, ზრუნავდეს ყოველმხრივ განვითარებული, თავისუფალი, კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. მოსწავლეების/ პროფესიული სტუდენტების აქტივობებისა და ინიციატივების მაქსიმალური ხელშეწყობით, შესაძლებლობების თვითრეალიზაციით, სპორტული აქტივობების ხელშეწყობით, პროფესუილი საგანმანათლებლო მიმართულებით, მათთვის სტიმულის მიცემით, სკოლამ შექმნას სათანადო პირობები, რათა მოსწავლეებმა/ პროფესუილის სტუდენტებმა არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა და შემეცნება. ასევე, მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და მათ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება. აღნიშნულის მიღწევის შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და უნარების დახმარებით, დემოკრატიული ღირებულებებზე დაყრდნობით, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, რათა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ როგორც პროფესიონალებმა საზოგადოებაში. ღირებულებები - განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება შემდეგ პრიორიტეტულ ღირებულებებზე: • პროფესიონალიზმი • ურთიერთანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა • უწყვეტი განვითარება • ემპათიის უნარი • ტოლერანტობა • შემოქმედებითობა • პატრიოტიზმი • ნებელობა • ჯანსაღი ცხოვრების წესი • მოქალაქეობა • ღიაობა გლობალურ პროცესებში ინტეგრაცია განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება შემდეგ პრიორიტეტულ ღირებულებებზე. • პროფესიონალიზმი • ურთიერთანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა • ემპათიის უნარი • ტოლერანტობა • შემოქმედებითობა • პატრიოტიზმი • ნებელობა • ჯანსაღი ცხოვრების წესი • გენდერული თანასწორობა და არადისკრიმინაციულობა;

Structure4 additional items

დამტკიცებულია სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის დირექტორის 2023 წლის 9 ივნისის N 2-69 ბრძანებით სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის თანამდებობრივი ინსტრუქციები თბილისი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. სსიპ ქალაქ თბილსის N213 საჯარო სკოლის თანამდებობრივი ინსტრუქციები შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის, სკოლის შინაგანაწესისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 2. თანამდებობრივი ინსტრუქციები განსაზღვრავს სკოლაში დასაქმებული პირების უფლება–მოვალეობებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; 3. თანამდებობრივი ინსტრუქციები ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე და სავალდებულოა შესასრულებლად; 4. თანამდებობრივი ინსტრუქციები წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს. მუხლი 2. სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა შედგება სკოლის სტრუქტურული ერთეულებისაგან, კოლეგიური სამუშაო ჯგუფებისაგან (კომისიები/საბჭოები) და თანამდებობრივი პოზიციებისაგან. მუხლი 3. სტრუქტურული ერთეულები 1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: 1.1. დირექცია; 1.2. პედაგოგიური საბჭო; 1.3. სამეურვეო საბჭო; 1.4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 1.5. დისციპლინური კომიტეტი. 2. სკოლის კოლეგიური სამუშაო ჯგუფების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 4. კოლეგიური სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის რეგულირება 1. . სკოლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანების, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების’’ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3. მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლებამოსილება განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების’’, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული დებულების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად; 4. დისციპლინური კომიტეტის უფლებამოსილება განისაზღვრება და საქმიანობა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების’’, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად; 5. სკოლის დირექციის წევრების და პედაგოგიურ საბჭოში შემავალი მასწავლებლების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება მათთან შრომითი ხელშეკრულებებითა და წინამდებარე ინსტრუქციებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5. სკოლაში არსებული თანამდებობრივი პოზიციები 1. სკოლაში არსებული თანამდებობრივი პოზიციები განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული და დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად. 2. სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ნებისმიერი პირი ვალდებულია: 2.1. თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს იხელმძღვანელოს შრომითი ხელშეკრულებით, სკოლის შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით, შეასრულოს წინამდებარე დოკუმენტაციით მასზე დაკისრებული ფუნქციები და იყოს პასუხისმგებელი განსაზღვრული ფუნქციების დადგენილი წესით შესრულებაზე; 2.2. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე; 2.3. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და დაიცვას უსაფრთხოების წესები; 2.4. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი; 2.5. თავის საქმიანობა წარმართოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად; 2.6. დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას; 2.7. დაესწროს სკოლის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს, გარდა საპატიო შემთხვევის არსებობისა; 3. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამშრომლების გარდა, სკოლის ეკონომიკური საქმიანობით მირებული შემოსავლებით სკოლაში შესაძლებელია შტატგარეშე თანამშრომლად დასაქმდეს პირი დირექტორის გადაწყვეტილებით, რომლის პოზიცია, შესასრულებელი სამუშაო, შრომის ანაზღაურება და სხვა პირობები განისაზღვრება მასთან გაფორმებული შორმითი ხელშეკრულებით. თავი II. სკოლის დირექცია მუხლი 6. დირექცია სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისა და ბუღალტრისაგან. მუხლი 7 . სკოლის დირექტორი 1. სკოლის დირექტორი: 1.1. არის სკოლის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს ს

Documents

სტრუქტურა N213.pdf12/02/2026 17:25:28 · 0.08 MB
მისის, ხედვა , ღირებულებები.pdf24/02/2026 11:31:37 · 0.04 MB
სტრუქტურა N213 (1).pdf24/02/2026 11:31:37 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

შემუშავებულია სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის დირექტორის მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის მიერ განხილულია სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის N 10 სხდომაზე დამტკიცებულია სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის N 10 სხდომაზე სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2023-2030 N 213 საჯარო სკოლა.pdf13/11/2023 17:07:30 · 0.18 MB
Download documents on EMIS

Performance report

სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგი

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი2024-2025.pdf19/06/2025 15:11:55 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ცვლილება შემუშავებულია სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის დირექტორის მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის მიერ განხილულია სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის 2025 წლის 11 ივნისის წლის N4 პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე. შეთანხმებულია სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის 2025 წლის 11 ივნისის წლის N4 სამეურვეო საბჭოს სხდომაზე  დამტკიცებულია სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის დირექტორის 2025 წლის 12 ივნისის ბრძანებით N 2-61 სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები

Documents

სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf13/11/2023 17:07:28 · 0.32 MB
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2023-2030 N 213 საჯარო სკოლა.pdf19/06/2025 15:17:31 · 0.22 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 დამტკიცებული.pdf19/06/2025 15:17:31 · 0.4 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 დამტკიცებული.pdf19/06/2025 15:17:31 · 0.4 MB
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2023-2030 N 213 საჯარო სკოლა დამტკიცებული.docx24/02/2026 11:37:25 · 0.06 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 დამტკიცებული (1).docx24/02/2026 11:37:25 · 0.1 MB
Download documents on EMIS

Documents

ანგარიში სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 (1).pdf24/07/2024 15:11:35 · 1.45 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი2024-2025.pdf19/06/2025 15:17:31 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Programs and support services3 additional items

სკოლა ახორციელებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე სწავლებას მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024 N213 საჯარო სკოლა.pdf13/11/2023 17:07:24 · 0.54 MB
დანართი 3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დებულება.pdf10/06/2025 10:39:52 · 0.78 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა (კონცეპტუალური ნაწილი) 2024-2025.doc08/07/2025 10:51:44 · 5.41 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

დამტკიცებულია სსიპ - სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის დირექტორის 2023 წლის 9 ივნისის N2-75 ბრძანებით სსიპ - ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი თბილისი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ - ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლა (შემდგომში „სკოლა“) დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი (შემდგომში - წესი), რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს, სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში საჩივრის/განცხადების მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1 სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი 3.1 სკოლაში საჩივრის/განცხადების წარდგენა შესაძლებელია პირადად, ფოსტით ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • ორგანიზაციის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); • მოთხოვნას; • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; • გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში); • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; • განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4. განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 4.1 განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/ორგანო, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელით და ხელმოწერით. 4.3 განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სკოლამ შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5 ამ მუხლის 4.4. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 5. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 5.1 საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/ორგანო, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა. 5.2 საჩივრის განხილვის ვადაა ერთი თვე. 5.3 თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთ თვეზე მეტი ვადა, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. წინამდებარე მუხლის 5.2. პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით. 5.4 ამ წესის 5.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობოს საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში. 5.5 საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. 5.6 სკოლის მიერ მომზადებულ კორესპონდენციაში, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. თავი II. საჩივრის განხილვის წესი დისციპლინური წარმოებისას მუხლი 6. დისციპლინური საჩივრის განხილვის ზოგადი წესი 6.1 დირექტორის/დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, საჩივრდება სკოლის სამეურვეო საბჭოში. 6.2 წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრება არ იწვევს დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტის მოქმედების შეჩერებას. მუხლი 7. დისციპლინური სახდელის დ

Documents

შინაგანაწესი-2021-2022.pdf20/10/2023 18:13:08 · 0.25 MB
ზსდ-ს შინაგანაწესი2025.pdf24/02/2026 11:29:42 · 0.53 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლის შენობა აშენდა 1977 წელს. 2022 წელს ჩატარდა შენობის პირველი სართულისა და ფასადის სრული რეაბილიტაცია. სკოლის შენობის მეორე და მესამე სართული საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.

Finances1 additional item

ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანების დანართი N1-ით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორს ეკისრება ვალდებულება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს წინაშე წარსდგეს და გააცნოს ანგარიში ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

Documents

10 დეკემბრისათვის ფინანსური ანგარიში (1).pdf19/10/2023 20:37:14 · 0.06 MB
Download documents on EMIS