გარდაბანი, სოფელი მუხროვანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
ქვემო ქართლი · გარდაბანი · გარდაბანი, სოფელი მუხროვანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის მისია: აღზარდოს წიგნიერი, შემოქმედებითად და კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, ეროვნული ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელიც წარმატებით ინტეგრირდება მუდმივად ცვალებად გარემოში და ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. სკოლის ხედვა ჩამოყალიბდეს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და გარემოში მრავალმხრივი უნარებისა და ეროვნული ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდას.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
სსიპ- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლა 30 წელია არსებობს. სკოლა განთავსებულია ახალაშენებულ შენობაში, რომელიც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2020 წელს აშენდა. მშენებლობა განხორციელდა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით. შენობაში მოეწყო სველი წერტილები, ადაპტირებული საპირფარეშო, ექიმის ოთახი, საბუნებისმეტყველო მეცნიერების და კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, კერძოდ, მოწყობილია სკოლის შემოსასვლელთან პანდუსი. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდის მიერ სკოლა აღიჭურვა მატერიალური რესურსებით: ახალი საოფისე ავეჯით, სასკოლო ინვენტარით, რომელიც განთავსებულია ყველა საკლასო ოთახში, დირექცია-ადმინისტრაციის ოთახებში, სამასწავლებლოში, ექიმის ოთახში, ბიბლიოთეკაში და ლაბორატორიებში.2023-2024 სასწავლო წელს სკოლას გადაეცა 8 პორტაბელური კომპიუტერი(ლეპტოპი). ასევე სკოლა აღჭურვილია 7 პროექტორით და 3 პრინტერით, რომლებიც ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის. სკოლას ყველა ოთახს მიეწოდება საკაბელო ინტერნეტი, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ ტექნიკასთან. სკოლა აღჭურვილია სპორტული ინვენტარით: ბურთებით, ჩოგბურთის მაგიდა და შესაბამისი ინვენტარი, სახტუნაო, ფრენბურთის და კალათბურთის ბადეები და სხვა შესაბამისი ინვენტარი. ასევე ფუნქციონირებს სკოლის ბიბლიოთეკა, რომელიც დაცულია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი მხატვრული ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და პერიოდული გამოცემები, მეთოდური სახელმძღვანელოები და ციფრული რესურსებით. სკოლში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, მოწყობილია სამედიცინო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სამედიცინო დახმარების კაბინეტის მოწყობისას გათვალისწინებულია ყველა არსებული ნორმატიული აქტით და შესაბამისი რეკომენდაციებით. სკოლის მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ეფექტიანი საგანმანათლებლო პროცესების უსაფრთხოდ წარმართვას და სრულად პასუხობს თანამედროვე განათლების მოთხოვნებს და საჭიროებებს.