გარდაბანი, მარტყოფი, ქუჩა N24, შენობა N12
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 24
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
ქვემო ქართლი · გარდაბანი · გარდაბანი, სოფელი მარტყოფი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურა განსაზღვრულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით, რომლის შესაბამისად, სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს, ასევე, სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი. სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურა და სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული სკოლის დირექტორის მ/შ-ის 2025 წლის 25 თებერვლის N1-37 ბრძანებით დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებით (იხ. დანართი 1 - სკოლის სტრუქტურული ერთეულების დებულება). სკოლის სტრუქტურული განაწილება დეტალურადაა წარმოდგენილი ელექტრონული სქემისა და ასევე, სკოლის ხელოვნების მასწავლებლის მიერ დამზადებული პლაკატის საშუალებით, რომელიც საჯაროდაა განთავსებულია სკოლის ფოიეში თვალსაჩინო ადგილას (იხ. დანართი 2 - სკოლის სტრუქტურის სქემა/ფოტო). სკოლის სტრუქტურული ერთეულების დეტალური ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებებით და ამავე სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებული და დამტკიცებული დებულებებით, კერძოდ, სკოლაში, დირექტორის მ/შ-ის 2024 წლის 26 დეკემბრის N1-308 ბრძანებით დამტკიცებულია შემდეგი ზოგიერთი დებულება და შეფასების/თვითშეფასების ფორმა: • დამრიგებლის დებულება. • კათედრის დებულება. • ბიბლიოთეკის დებულება. • ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების სამუშაო დებულება. აგრეთვე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2021 წლის 7 სექტემბრის N9 სხდომაზე დამტკიცებულია სკოლის პედაგოგიური საბჭოს დებულება, 2021 წლის 7 სექტემბრის N9 სხდომაზე დამტკიცებულია სკოლის სამეურვეო საბჭოს დებულება, ასევე, სკოლის დირექტორის მ/შ-ის 2024 წლის 15 ოქტომბრის N1-195 ბრძანებით დამტკიცებულია - მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება, ხოლო 2025 წლის 25 თებერვლის N1-37 ბრძანებით - დირექციის დებულება, რომლებშიც უფრო კონკრეტულადაა განსაზღვრულია სკოლის აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები.
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფის მიერ, სკოლის დირექციასა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, 2023 წელს, შემუშავებული იქნა შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა (იხ. დანართი 1 - შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა) სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით შემუშავდა 2023-2024 წლების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (იხ. დანართი 2 - სამოქმედო გეგმა 2023-2024), რომლის შესრულების ანგარიშიც (იხ. დანართი 3 - სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2023-2024) სკოლის დირექტორის მ/შ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა გასული სასწავლო წლის ბოლოს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე და გადაეგზავნა კლასის დამრიგებლებს მოსწავლეებისა და მათი მშობლების/ კანონიერი წარმომადგენლებისთვის გასაცნობად. შვიდწლიანი გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება ყოველწლიურად, სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგების ანალიზის საფუძველზე, ხოლო შვიდწლიანი გეგმის გადახედვა და რევიზია ხორცილდება შვიდწლიანი პერიოდის ნახევარ დროში, კერძოდ სამ წელში ერთხელ.
წლიური სამოქმედო გეგმა მოკლე ინფორმაცია სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფის მიერ, სკოლის დირექციასა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, 2023 წელს, შემუშავებული იქნა შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა (იხ. დანართი 1 - შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა) სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით შემუშავდა 2023-2024 წლების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (იხ. დანართი 2 - სამოქმედო გეგმა 2023-2024), რომლის შესრულების ანგარიშიც (იხ. დანართი 3 - სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2023-2024) სკოლის დირექტორის მ/შ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა გასული სასწავლო წლის ბოლოს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე და გადაეგზავნა კლასის დამრიგებლებს მოსწავლეებისა და მათი მშობლების/ კანონიერი წარმომადგენლებისთვის გასაცნობად. მიმდინარე სასწავლო წლის 24 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა 2024-2025 წლების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (იხ. დანართი 4 - ერთწლიანი სამოქმედო გეგმა), რომელიც გამომდინარეობს სტრატეგიული გეგმიდან. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც მიღწევადია. ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისი ინდიკატორები გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ რამდენად სრულყოფილად განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული აქტივობები. სკოლაში, ყოველის სასწავლო წლის ბოლოს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ხდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შეჯამება. სამუშაო ჯგუფის ანგარიშების საფუძველზე სკოლის დირექტორი წარმოადგენს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს და ხორციელდება სამოქმედო გეგმის თითოეული ნაწილის განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, რომლის შესრულებაც ვერ მოხერხდა, რათა მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში იქნას გათვალისწინებული.
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფის მიერ, სკოლის დირექციასა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, 2023 წელს, შემუშავებული იქნა შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა (იხ. დანართი 1 - შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა) სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით შემუშავდა 2023-2024 წლების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (იხ. დანართი 2 - სამოქმედო გეგმა 2023-2024), რომლის შესრულების ანგარიშიც (იხ. დანართი 3 - სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2023-2024) სკოლის დირექტორის მ/შ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა გასული სასწავლო წლის ბოლოს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე და გადაეგზავნა კლასის დამრიგებლებს მოსწავლეებისა და მათი მშობლების/ კანონიერი წარმომადგენლებისთვის გასაცნობად.
პროგრამები, მხარდაჭერის სერვისები მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემები სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა, ღირებულებები) და სტრატეგია ორიენტირებულია მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემების დახვეწასა და განვითარებაზე. მოსწავლეთა კანონიერი უფლებების დაცვა ხორციელდება სკოლის შინაგანაწესით და სკოლის მიერ შემუშავებული შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით. კერძოდ, სკოლის დირექტორის მ/შ-ს 2025 წლის 25 თებერვლის N1-37 ბრძანებით დამტკიცებულია სკოლის ჩარჩო რეგულაციის დოკუმენტი მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმების მიმართულებით, კანონიერი უფლებების დაცვის დოკუმენტი და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა. ასევე სკოლაში შემუშავებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის მიზნით, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სკოლის ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი. სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობას ყველა მოსწავლისათვის. დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეებს და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს აცნობს სკოლის შინაგანაწესს, დამრიგებლის მუშაობის პრინციპებს, ქცევის კოდექსს, უსაფრთხოების წესებს და აფორმებს სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას. სკოლის დირექტორის მ/შ-ს 2025 წლის 25 თებერვლის N1-38 ბრძანებით სკოლაში დაცულია მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მექანიზმები, სკოლაში საჩივრისა და განცხადების წარდგენის წესი. კლასის დამრიგებლების მიერ მშობლებსა და მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია წლის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსების, ოლიმპიადების, ღონისძიებებისა და სასკოლო ექსკურსიების შესახებ. მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს დამრიგებლები აცნობენ სკოლის მიერ მიღებულ ყოველ ახალ გადაწყვეტილებას და სკოლის მიერ შეთავაზებული პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ ინფორმაციას. სკოლა უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის, მათ შორის სსსმ მოსწავლეებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებას. სკოლას, დირექტორის მ/ს-ს 2023 წლის 7 სექტემბრის N1-110 ბრძანებით შემუშავებული აქვს სასკოლო გარემოსთან მოსწავლეთა ადაპტაციის მექანიზმი. ასევე სკოლის პრიორიტეტია მოსწავლეთა მხარდაჭერა, მომავალი პროფესიისა და კარიერული დაგეგმვის ხელშეწყობის მიმართულებით, შესაბამისად 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლაში ხორციელდება მოკლევადიანი პროფესიული პროგრამები: IT სპეციალობის, კერვის, მინანქრის, კერვის და ელექტროობის მხრივ. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სტუმრობენ სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯებს, ეცნობიან პროფესიულ პროგრამებს, რაც ეხმარება მათ სამომავლო პროფესიის არჩევაში. ასევე სკოლა მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდის უნივერსიტეტების ღია კარის დღეების გამართვის, საგრანტო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ, რითაც ხელს უწყობს მოსწავლეებს კარიერული მიზნების დასახვაში. სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციის მიზნით სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა ადაპტაციის წესი, რაც მიზნად ისახავს დაეხმაროს მოსწავლეს შეეგუოს სასწავლო პროცესს და სასკოლო ცხოვრებას. დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. აგრეთვე, აკადემიური სირთულეების მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად სკოლაში შემუშავებულია რემედიაციის პროგრამა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო შედეგების ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე აკადემიური მხარდაჭერის სერვისებია სასწავლო რესურსები/მასალები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებელ სწავლებასა და კვლევას. ემოციური და სოციალური მხარდაჭერის სერვისების სახით სკოლა სსსმ მოსწავლეებს სთავაზობს ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტის-ფსიქოლოგის მომსახურებას, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა ემოციური გამოწვევების გადალახვაში. სკოლა ზრუნავს სპეციალური განათლების მხარდაჭერის სერვისების განვითარებაზე. სკოლის დირექტორის მ/შ-ს 2025 წლის 25 თებერვლის N1-38 ბრძანებით დამტკიცებულია ინკლუზიურ განათლების დანერგვის წესი, რომლითაც უზრუნველყოფილია ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების და შესაძლებლობის გათვალისწინებით განათლების მიღების მხარდაჭერა. კერძოდ, გარემოს ადაპტაციას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას, ადაპტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებას, სპეციალური პედაგოგის, ფსიქოლოგისა და ასისტენტის მხარდაჭერას. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერად სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს პირველადი დახმარების და ჯანმრთელობის მონიტორინგის სამედიცინო სერვისს, ასევე ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პროგრამებს, ხოლო დისციპლინური და ქცევის მხარდაჭერის მიმართულებით მედეაციის გზით მოსწავლეებს ეხმარება კონფლიქტების მშვიდობიან გადაჭრასა და პოზიტიური ქცევების განვითარებაში. სკოლას, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, შემუშავებული აქვს კრიზისული ქცევის მართვის გეგმა, რომელიც უარყოფითი ქცევის პრევენციას და გამოვლენილი კრიზისული ქცევის პოზიტიურად მართვას ემსახურება.
მოსწავლის ქცევას სასკოლო დროს არეგულირებს სკოლის შინაგანაწესი, რომელიც შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სკოლის დირექტორის ჩართულობით და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ. სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულია მოსწავლეთა დისციპლინური გადაცდომები შესაბამისი პასუხისმგებლობის სახეები, მოსწავლის წახალისების ფორმები და გამოყენების წესი, ასევე სკოლაში ჩაცმულობისა და ტელეფონის გამოყენების წესები, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ფორმები, მოსწავლის მატერიალური პასუხისმგებლობისა და განცხადებისა და საჩივრების განხილვის წესები. თითოეული მოსწავლე და მისი მეურვე ვალდებულია იცნობდეს და იცავდეს სკოლის შინაგანაწესს. სკოლა ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს თითოეული მოსწავლის უფლებების დაცვაზე, გააცნოს მათ საკუთარი უფლებები და სკოლის მიერ დადგენილი წესები, რასაც სკოლა კლასის დამრიგებლის საშუალებებით ახორციელებს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით სხვადასხვა პოზიტიური ფორმით. სკოლის დირექტორის მ/შ-ის 2025 წლის 25 თებერვლის N1-38 ბრძანებით დამტკიცებულია სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი. სკოლის ყველა მოსწავლემ და მისმა მეურვემ რომელსაც სურს სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით უნდა დაიცვას აღნიშნული წესით გათვალისწინებული ნორმები. ამ წესით განსაზღვრული მოსწავლის უფლებები, ვალდებულებები და ქცევის წესები ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე, მათ შორის ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურეობის მიმღებ მოსწავლეებზე.
მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის ოთხსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა 2022-2023 სასწავლო წელს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ოთხსართულიანი შენობის სახურავის, ფასადისა და ინტერიერის რეაბილიტაცია, გარემონტდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე. გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. ახალი ცენტრალური სისტემები. ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, რეაბილიტირდა სკოლის ჭიშკარი და ღობე. მოეწყო მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი. სკოლა, ძირითადად, ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, კერძოდ მოწყობილია სკოლის შემოსასვლელთან პანდუსი და პირველ სართულზე ადაპტირებული საპირფარეშო. სრული რებილიტაციის შემდგომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლა აღიჭურვა მატერიალური რესურსებით: ახალი საოფისე ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკით, რომელიც განთავსებულია ყველა საკლასო ოთახში, ლაბორატორიებსა და მოსწავლეების სარგებლობის სივრცეში, კერძოდ ეკოკლუბისა კინოკლუბის ოთახებში და სასკოლო ინვენტარით, კერძოდ მოსწავლის მერხებითა და დაფებით. სკოლას აქვს 55 სამაგიდო კომპიუტერი, რომელიც განთავსებულია ყველა საკლასო ოთახში, სამასწავლებლოში, კაბინეტებში, ლაბორატორიებსა და ბიბლიოთეკაში, ასევე, საზიარო სამუშაო სივრცეებში, როგორიცაა ეკოკლუბისა და კინოკლუბის სივრცეები. 2024 წელს სკოლას დამატებით გადაეცა 50 პორტაბელური კომპიუტერი (ლეპტოპი), მასწავლებლებს პირადი მოხმარების მიზნით. ასევე სკოლა აღჭურვილია 12 პროექტორით და 14 პრინტერით, რომლებიც ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის, როგორც სასწავლო ასევე თავისუფალ საზიარო სამუშაო სივრცეებში. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემები სკოლას აწვდის Skytel-ის უფასო ინტერნეტს, რომელიც შეყვანილია ყველა საკლასო ოთახში, სამასწავლებლოში, კაბინეტებში, ლაბორატორიებში, მანდატურის ოთახში, რესურს ოთახში და ბიბლიოთეკაში. დამატებით Wi-Fi-ით უზრუნველყოფილია რამდენიმე საკლასო ოთახი და რესურს ოთახი. სკოლას აქვს გარე სპორტული მოედანი, რომელიც მოეწყო მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით. სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის უფლება აქვთ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს; სკოლა ყოველწლიურად ანახლებს სპორტულ ინვენტარს, როგორებიცაა: ბურთები, ჩოგბურთის მაგიდა და შესაბამისი ინვენტარი, სავარჯიშო რგოლები, სახტუნაო, ფრენბურთის ბადე, კალათბურთის ფარი და სხვა შესაბამისი ინვენტარი). ასევე ინფრასტრუქტურულად გამართულია სკოლის ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია 7000-მდე წიგნადი ფონდი, სადაც მოცემულია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და პერიოდული გამოცემები. ბიბლიოთეკის კომპიუტერში ჩატვირთულია საინფორმაციო რესურსები როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია მეთოდური სახელმძღვანელოები და ციფრული რესურსები. სკოლაში, სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვით ფუნქციონირებს სკოლის ბუფეტი, რომელიც აკმაყოფილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს. სკოლაში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, პირველ სართულზე მოწყობილია სამედიცინო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სამედიცინო დახმარების კაბინეტის მოწყობისას გათვალისწინებულია ყველა არსებული ნორმატიული აქტი და შესაბამისი რეკომენდაციები. სკოლის მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ეფექტიანი საგანმანათლებლო პროცესების უსაფრთხოდ წარმართვას და სრულად პასუხობს თანამედროვე განათლების მოთხოვნებს და საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ სკოლას არ აქვს შიდა სპორტული დარბაზი. სკოლის ორსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომელიც ფლიგელებით უკავშირდებოდა ოთხსართულიან შენობას და რომელშიც განთავსებული იყო შიდა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, კვების ობიექტი და სააქტო დარბაზი ავარიული მდგომარეობის გამო დემონტაჟირებული იქნა 2017 წელს. შინა სპორტული სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით სკოლამ წერილობით მიმართა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და მათი გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სკოლის დირექტორის მ/შ -ის 2025 თებერვლის N1-37 ბრძანებით დამტკიცებულია ლაბორატორიით სარგებლობის წესი, ხოლო 2024 წლის 26 დეკემბრის N1-308 ბრძანებით დამტკიცებულია მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი და ბიბლიოთეკის დებულება, რომლითაც განსაზღვრულია სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების და სხვა თანამშრომლების მიერ სკოლის მატერიალური რესურსებით სარგებლობის პირობები. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს ევალება აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული წესების დაცვა და მატერიალური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გაფრთხილება. სკოლას ასევე დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ჰყავს მატერიალურ რესურსების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირები.
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის ფინანსური რესურსები სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და ეკონომიკური შემოსავალი. სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი (იხ. დანართი N1- 2025 წლის ბიუჯეტი), რომელშიც ასახულია შემოსავალი და ხარჯი. სკოლის შემოსავალი შედგება ვაუჩერული დაფინანსებისგან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დაფინანდებისა და დამატებითი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებისგან, რომელიც სკოლას ერიცხება კვების ობიექტის გაიჯარებით და ფაისიანი წრეების მომსახურეობის გაწევით. ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტი მტკიცდება კალენდარული წლის დასრულებისას და მიმდინარე წლის განმავლობაში ხორციელდება ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების დაზუსტება. სკოლის ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია სამოქმედო გეგმის განხორციელება, შესაბამისად სკოლა ფინანსურად მდგრადია. ასევე სკოლას შემუშავებული აქვს ფინანსური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის) სისტემა. სკოლის ბუღალტერი, რომელიც პასუხისმგებელია სკოლის ფინანსების მართვაზე, ყოველი წლის 10 დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს წინაშე წარადგენს წლიურ ფინანსურ ანგარიშს (იხ.დანართი 2 - 10 დეკემბრის ფინანსური ანგარიში). სკოლას არა აქვს ფინანსური დავალიანება. სკოლა, თავისი შემოსავლების ფარგლებში, სწორი ბიუჯეტირებით და ხარჯების ოპტიმიზაციით ახერხებს მასწავლებლების, ტექ.-პერსონალის, შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებისა და კომუნალური ხარჯების დაფარვას, ასევე, საკანცელარიო, სამეურნეო, სანიტარული და ჰიგიენური საშუალებების მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აუცილებელი მარაგის შეძენას. ეტაპობრივად სკოლის ფინანსები ხმარდება ზედაპირულ სარემონტო და სახელოსნო სამუშაოების ჩატარებას (მერხების, კარების, სველი წერილების, ონკანების, კედლებისა და იატაკის) დაზიანებების აღმოფხვრას. სკოლის ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია შინდა სასკოლო პროექტების და მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობების ფინანსურ მხარდაჭერაზე. კერძოდ ფინანსდება სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ტრანსპორტირების ხარჯები და შიდა სასკოლო ღონისძიებები, მოსწავლეთა წახალისებისათვის საჭირო რესურსების შეძენა. სკოლის დირექტორის მ/შ -ის 2021 წლის 13 დეკემბრის N2-118 ბრძანებით დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი, რომლის შესაბამისადაც სკოლამ, ყოველი წლის 20 ნოემბრამდე ბაზრის კვლევის საფუძველზე ამტკიცებს წლიური შესყიდვების გეგმას, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის გათვალისწინებული წესის დაცვით შედის ცვლილებები წლის განმავლობაში.