Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · გარდაბანი · გარდაბანი, სოფელი კუმისი

Register ID#2022
Students258
Teachers25
Buildings1
School profile

General information

Principal
ლელა ქობულაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/11/2023
Authorization end
27/11/2032
First grade admission

Current capacity information

გარდაბანი, სოფელი კუმისი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
29
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისიაა: ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზება, მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად გამოყენება და საზოგადოებაში თვითდამკვიდრება. სკოლის ხედვა : თითოეული მოსწავლისათვის ხარისხიანი, თანაბარი და უწყვეტი განათლებით, ციფრული ტექნოლოგიების ინტენსიური და სიღრმისეული ათვისებით, 7 წლის პერსპექტივაში STEM მიმართულების განვითარება. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure1 additional item

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf07/11/2023 16:20:36 · 0.1 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა საჯარო.pdf07/11/2023 16:13:49 · 0.17 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf07/11/2023 16:07:17 · 0.32 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

Documents

ინკლუზიური განათლების ხედვა.pdf22/04/2024 16:54:21 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

მოსწავლის ქცევის წესები 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის გონივრულ მითითებებს. 3. მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ცილისმწამებლური, დამცინავი, მუქარის შემცველი განცხადებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 4. მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. 5. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 6. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 7. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 8. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებას სასწავლო პროცესის დროს , არასასწავლო დანიშნულებით. 9. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 10. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრს და აკადემიურ ნაშრომს, სხვის ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 11 მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 12. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 13. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 14. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. 15. მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში მოსწავლეთა ქცევის კოდექსის თავი II მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთებით. (თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; აზარტული თამაშების საშუალებები; დიდი ოდენობის ფული; ასაფეთქებელი ნივთიერებები; ფსიქოტროპული საშუალებები; ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე).

Documents

მოსწავლის ქცევის წესები.pdf19/04/2024 16:25:10 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სსიპ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განახორციელა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში. სკოლა გათვლილია 500 მოსწავლეზე. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, დაემატა ახალი, სპორტული დარბაზი. შენობა აღჭურვილია გათბობის, ხანძარქრობის და სხვა აუცილებელი საინჟინრო სისტემებით. მოწყობილია ლაბორატორიის სივრცე, კომპიუტერების ოთახი, გარე სტადიონი და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია მოსწავლეთათვის შესაბამისი განათლების მისაღებად.

Finances2 additional items

Documents

ბიუჯეტი.pdf08/04/2024 16:56:34 · 0.28 MB
Download documents on EMIS