გარდაბანი, სოფელი ახალი სამგორი აკ.წერეთლის ქ.N2
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 1
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 0
ქვემო ქართლი · გარდაბანი · გარდაბანი, სოფელი ახალი სამგორი წერეთლის 2
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სკოლის მისიაა შექმნას უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელს შუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას პატრიოტული, დემოკრატიული, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. ჩაუნერგავს მოსწავლეებს ოჯახის, საზოგადოების, ტრადიციებისა და სახელმწიფოს მიმართ პატივისცემას. მისცემს თანამედროვე და მომავლის მოთხოვნების შესაბამის მოსწავლეზე ორიენტირებულ განათლებას, ეს ხელს შუწყობს იმ უნარ-ჩევების ჩამოყალიბება-განვითარებას, რომლებიც დაეხმარება ადაპტირდეს მუდმივად ცვალებად გარემოში. სკოლის ხედვა 2031 წელს ჩვენი სკოლა იქნება რეგიონში წამყვანი, რომელიც მაქსიმალურად გამოავლენს მოსწავლეთა შესაძლებლობებს. სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებით აღზრდის ამ შესაძლებლობების რეალიზაციის უნარის მქონე, შემოქმედებით, აქტიურ, კრიტიკულად მოაზროვნე თაობებს, რომლებიც განსაკუთრებულად იზრუნებენ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაზე. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: 1. გუნდურობა და თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. 2. სამართლიანობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებდეს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. 3. განვითარებაზე ზრუნვა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. 4. პატრიოტიზმი: ჩვენ აღვზრდით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტ მოქალაქეს; 5. გარემოზე ზრუნვა: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა ეკოლოგიური ცნობიერების მქონე მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება და მოქმედება ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე.
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა 2023-2024 სასწავლო წელს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამსართულიანი შენობის ფასადისა და ინტერიერის რეაბილიტაცია, გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი, გასახდელები და ფოიე. შენობაში მოეწყო სველი წერტილები, ექიმის ოთახი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიები. გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-არინების და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემები. ეზოში დაიგო ბეტონის საფარი, განახლდა სკოლის ჭიშკარი. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, კერძოდ მოწყობილია სკოლის შემოსასვლელთან პანდუსი, ლიფტები, რესურს ოთახი, სამივე სართულზე ადაპტირებული საპირფარეშოები. სრული რებილიტაციის შემდგომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლა აღიჭურვა მატერიალური რესურსებით: ახალი საოფისე ავეჯით, სასკოლო ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკით, რომელიც განთავსებულია ყველა საკლასო ოთახში, დირექცია-ადმინისტრაციის ოთახებში, სამასწავლებლოში, ექიმის ოთახში, ბიბლიოთეკაში, რესურსოთახში და ლაბორატორიებში. 2024-2025 სასწავლო წელს სკოლას გადაეცა 35 პორტაბელური კომპიუტერი (ლეპტოპი), 5 პერსონალური კომპიუტერი. ასევე სკოლა აღჭურვილია 5 პროექტორით და 6 პრინტერით, რომლებიც ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის. სკოლის ყველა ოთახს მიეწოდება საკაბელო ინტერნეტი, რომელიც დაკავშირებულია კომპიტერულ ტექნიკასთან. შენობის დერეფნებში მოწყობილია სარეკრიაციო სივრცეები. სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის უფლება აქვთ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს; სკოლა აქღჭურვილია სპორტული ინვენტარით: ბურთები, ჩოგბურთის მაგიდა და შესაბამისი ინვენტარი, სახტუნაო, ფრენბურთის ბადე, კალათბურთის ფარი და სხვა შესაბამისი ინვენტარი. ასევე ფუნქციონირებს სკოლის ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი მხატვრული ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და პერიოდული გამოცემები, მეთოდური სახელმძღვანელოები და ციფრული რესურსები. სკოლაში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, პირველ სართულზე მოწყობილია სამედიცინო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სამედიცინო დახმარების კაბინეტის მოწყობისას გათვალისწინებულია ყველა არსებული ნორმატიული აქტი და შესაბამისი რეკომენდაციები. სკოლის მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ეფექტიანი საგანმანათლებლო პროცესების უსაფრთხოდ წარმართვას და სრულად პასუხობს თანამედროვე განათლების მოთხოვნებს და საჭიროებებს. სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიით სარგებლობის წესი, მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი და ბიბლიოთეკის დებულება, რომლითაც განსაზღვრულია სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების და სხვა თანამშრომლების მიერ სკოლის მატერიალური რესურსებით სარგებლობის პირობები. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს ევალება აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული წესების დაცვა და მატერიალური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გაფრთხილება.