ბოლნისი, სოფელი ხიდისყური
- Sector
- აზერბაიჯანული
- Shift
- 1
- Total capacity
- 20
- Available places
- 17
- SEN capacity
- 2
- Available SEN places
- 2
ქვემო ქართლი · ბოლნისი · ბოლნისი, სოფელი ხიდისყური
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღად,კრეატიულად და გლობალურად მოაზროვნე ,დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი , ქვეყნის მოყვარული,აქტიური მოქალაქის აღზრტისა და სწავლებისთვის შესაბამის გარემოს და მარალ ხარისხს. ხედვა: სსიპ-ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლის ხედვაა: 2030 წლისთვის მოხდება მოსწავლეთა უმრავლესობის (80%) ჩართვა სასკოლო, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და პროქტებში; მდგრადი განვითარების მიზნების პროექტების სახით პრაქტიკულად განხორციელებით ხელს შევუწყობთ თითოეული მოსწავლის პიროვნების ,მისი ნიჭის, კრეატიულობის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას , მათ ზნეობრივად აღზრდას და სულიერად დახვეწას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსწავლეების აქტიურ, დემოკრატიულ, ქვეყნის მოყვარული და გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ღირებულებები: ჩვენ გვჯერა , რომ ჩვენი სკოლა საზოგადოებისათვის სასარგებლო სკოლაა, სადაც ყველას სურს და შეუძლია სწავლა, ყველას აქვს შესაბამისი პოტენციალი. ჩვენს სკოლაში ყველას შეუძლია საკუთარი და სხვათა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.
სკოლის სტრუქტურა: სკოლაში არის შვიდი საგნობრივი კათედრა: ქართული,როგორც მეორე ენის კათედრა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა; საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა; ესთეტიკური აღზრდის ჯათედრა; მშობლიური ენის კათედრა; მათემატიკის კათედრა; უცხო ენის კათედრა; მრჩეველთა საბჭო; სამეურვეო საჭო; დისციპლინარული კომიტეტი; მოსწავლეთა თვითმართველობა; დირექცია: დირექტორი, ბუღალტერი, საქმის მწარმოებელი; ადმინისტრაცია: ბიბლიოთეკარი. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; ტექ.პერსონალი: დარაჯი,დამლაგრბელი,ექთანი.
ქცევის წესები მოიცავს მოსწავლეთა,მასწავლებელთა და პერსონალის ძირითად მოსავეობებს და პასუხისმგებლობებს. პატივისცემა-ყველა მოსწავლის,მასწავლებლისა და პერსონალის მიმართ. პასუხისმგებლობა- საკუთარი ქმედებებისა დასწავლის მიმართ. უსაფრთხოება-ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დაცვა. თანასწორობა- დისკრიმინაციისა და ბულინგის დაუშვებლობა. დაუვებელი ქცევები: სკოლაში ფიზიკური ან სიტყვიერი ძალადობა. ბულინგი სკოლის ქონების საზიანება; აკრძალული ნივთების ტარება. გაკვეთილის შეგნებულად ხელის შეშლა. აპელაციის მექანიზმები: საუბარი დამრიგებელთან ან მასწავლებელთან. დირექტორის ჩართვა.