თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, თემქის მე-4 მ/რ
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 32
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, თემქის მე-4 მ/რ
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისიაა: უზრუნველყოს მოსწავლეები ახალი გამოწვევების შესაბამისი განათლებით და გაუკვალოს თითოეულ მათგანს გზა წარმატებისკენ, შექმნას ღია, კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს პიროვნული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილების მიღების, ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარ-ჩვევები; ხედვაა: მისი თითოეული მოსწავლე აღჭურვოს ისეთი უნარ–¬ჩვე¬ვებით, რომლებსაც გააზრებული ექნებათ ადამიანის ძირითადი უფლება-მოვალეობები, ქვეყნის ინტერესების დაცვა, საზოგადოებასა და ბუნებაში ადამიანის როლი, აღზარდოს მოზარდები, რომლებიც სწორი პროფესიული ორიენტაციით შეძლებენ ცხოვრებისეული გზის გაკვლევასა და დამკვიდრებას, ღირებულებები: აღზარდოს მიზანდასახული, თავისუფალი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევების მქონე, კანონმორჩილი, ტოლერანტი, სხვათა აზრისა და შრომის დამფასებელი მოქალაქე.
სსიპ ქალაქ თბილისის N154 საჯარო სკოლის სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სსიპ ქალაქ თბილისის N154 საჯარო სკოლაში ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს. ჩვენ ვზრუნავთ ყველა მოსწავლეში განვავითაროთ მათში არსებული ნიჭი, მივცეთ ,,გზა ფართო“. ჩვენი საქმიანობა აგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ყოველწლიურად გვყავს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები და ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ - პროექტის ფარგლებში ჩართული მოსწავლეები. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა თავისუფალი დრო მიზანმიმართულად გამოიყენონ. მუშაობს შემდეგი კლუბები: •ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი - „XXI საუკუნე“ ; •მათემატიკის კლუბი - “მებიუსი“; •ქიმიის კლუბი - “ChemClub 154” ; •სამოქალაქო განათლების კლუბი - „მოქალაქეები“; • ლიტერატურის კლუბი - "ასტრიდ ლინდგრენი“. სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, როგორიცაა: • გახანგრძლივებული; • ქართული და ევროპული ცეკვები; • ხელოვნების სტუდია; • მუსიკის სტუდია; • კალათბურთისა და ფრენბურთის წრე; • ჭადრაკის უფასო წრე.
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
სსიპ ქალა თბილისის N154 საჯარო სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი