Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ნინოწმინდა · ნინოწმინდა, ვ. ჰოვსეფიანის ქ. №16

Register ID#1983
Students28
Teachers24
Buildings1
School profile

General information

Principal
ლელა ხითარიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
12/09/2024
Authorization end
12/09/2033
First grade admission

Current capacity information

ნინოწმინდა, ვ. ჰოვსეფიანის ქ. №16

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
25
Available places
21
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ - ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მისიაა შექმნას პირობები, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად წარმოჩენა; იზრუნოს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი, ტოლერანტი, ჯანსაღი თაობის აღზრდაზე, რითაც მომავალი თაობა შეძლებს თვითრეალიზებას სამშობლოსა და მსოფლიოში. სკოლის მისია და მიზანი ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს სსიპ - ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მიზანია სკოლაში შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. სკოლას მიზნად დასახული აქვს მოზარდმა შეძლოს: ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება: განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა; ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა: მოზარდმა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო; გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი: მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმჯობესებლად; დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება: სკოლამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები; ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე: სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად; ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც; სკოლამ ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის; ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან: სკოლამ უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის; თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე: დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

Documents

დანართი N2 მისია ხედვა ღირებულებები.pdf03/06/2024 23:32:49 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სსიპ - ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება: სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის, პედაგოგიური საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის, საგნობრივი კათედრების, მოსწავლეთა თვითმმართველობის, მრჩეველთა საბჭოს და მასწავლებლებისგან.

Documents

ნინოწმინდა N4 სკოლის სტრუქტურული სქემა.pdf03/06/2024 23:32:53 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

7 წლიანი სტრატეგიული გეგმა ნინოწმინდა N4 2024.pdf03/06/2024 23:32:59 · 1.36 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ნინოწმინდა N4 2023-2024.pdf03/06/2024 23:33:04 · 0.75 MB
Download documents on EMIS

Documents

დანართი N3 სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ანგარიში.pdf10/07/2024 16:34:27 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Programs and support services14 additional items

სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა სასკოლო გარემოში ადაპტაციის მექანიზმი, ადამიანური რესურსის მართვის პოლიტიკის დოკუმენტი. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლა შესაძლებლობის ფარგლებში, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სასკოლო საზოგადოებას შესთავაზებს სხვადასხვა სასწავლო პროექტს. პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" მონაწილე მასწავლებლები მოსწავლეებს ამეცადინებენ დამატებით.

Documents

დანართი N11 მეწარმეობის კლუბის წესდება.docx03/06/2024 23:33:09 · 0.02 MB
დანართი N10 პროექტი გარემოს დაცვა.docx03/06/2024 23:33:13 · 0.05 MB
დანართი N9 საგნობრივი კურიკულუმები.docx03/06/2024 23:33:14 · 0.01 MB
დანართი N8 ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმა 2023-2024 წ.doc03/06/2024 23:33:14 · 0.07 MB
დანართი N7.1 ინდ გეგმის ნიმუში 1-11 კლასები.pdf03/06/2024 23:33:14 · 0.22 MB
დანართი N6 სახელმძღვანელოები.xlsx03/06/2024 23:33:15 · 0.02 MB
დანართი N5 შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა 2023-2024.docx03/06/2024 23:33:15 · 0.04 MB
დანართი N4 საათობრივი ბადე ქართულენოვანი სექტორი 2023-2024.doc03/06/2024 23:33:15 · 0.14 MB
დანართი N3 შეფასების რუბრიკები.docx03/06/2024 23:33:15 · 0.04 MB
დანართი N2 დღის განრიგი.docx03/06/2024 23:33:15 · 0.01 MB
დანართი N1 კალენდარი 2023-2024 საჯარო.xlsx03/06/2024 23:33:15 · 0.02 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2023 - 2024.docx03/06/2024 23:33:16 · 0.09 MB
პერსონალური მონაცემების დაცვა ნინოწმინდა N4.pdf03/06/2024 23:52:25 · 0.19 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი ნინოწმინდა N4.pdf03/06/2024 23:52:25 · 0.33 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

Documents

შინაგანაწესი ნინოწმინდა N4 2024.pdf03/06/2024 23:33:20 · 1.25 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სკოლისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულ შენობაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ნინოწმინდაში, ჰოვსეფიანის N 16. სკოლის შენობა ორსართულიანია და ჯამური ფართი შეადგენს 667.91კვ.მ. სკოლაში ფუნქციონირებს 8 საკლასო ოთახი, ერთი სამედიცინო კაბინეტი, სპორტის ოთახი და რესურს ოთახი. საკლასო ოთახები, სამედიცინო კაბინეტი, სპორტის ოთახი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით (სასკოლო მაგიდები, მერხები, დაფები, რუკები, საინფორმაციო პლაკატები, მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი, სამედიცინო ინვენტარი). სკოლაში მოწყობილია შიდა სველი წერტილები. სწავლა მიმდინარეობს ორ ცვლაში. სკოლის შენობის მეორე სართულის ½ ნაწილი (100 კვ.მ) დაკავებული აქვს ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რის გამოც სკოლას აქვს ფართის პრობლემა. სწორედ ამის გამო ორ საკლასო ოთახში, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ფუნქციონირებს კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. სსიპ - ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისთვის. სკოლას დამტკიცებული აქვს მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი. სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. სკოლის ბიბლიოთეკას აქვს მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი. კომპიუტერულ ლაბორატორიაში განთავსებული ტექნიკა სრულად აკმაყოფილებს სასკოლო საზოგადოების საჭიროებებს. ჩვენი სკოლა ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო სერვისების მიწოდებას დადგენილი წესის მიხედვით. სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით სარგებლობა შეუძლია სკოლის მოსწავლეებს და სკოლაში დასაქმებული პირებს სასწავლო დღეებში 10 საათიდან 16 საათამდე. სკოლის ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ ქმნის ინკლუზიურ გარემოს. პირველ სართულზე განთავსებულია ახლადრეაბილიტირებული საპირფარეშო. ამავე სართულზე ფუნქციონირებს რესურს ოთახი. არაა პანდუსი და ლიფტი, თუმცა ამ ეტაპზე სკოლას არ ჰყავს შშმ მოსწავლე. ჩვენი სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. სკოლის ინფრასტრუქტურა შესაძლებლობის ფარგლებში (ე.წ. სპორტის ოთახი) იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს სასკოლო ღონისძიებები, სხვადასხვა სკოლასთან (ორგანიზაციასთან) მოეწყოს სასწავლო-შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებები, განხორციელდეს სასკოლო პროექტები, ხელი შეეწყოს თანამშრომლობას, სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას.

Finances6 additional items

სკოლა ფინანსურად მდგრადია. ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით. სკოლის ძირითადი ფინანსური რესურსი იხარჯება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, საჭირო მატერიალური რესურსების შესყიდვაზე. ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სკოლის ბიუჯეტით გათვალიწინებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფა. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი, გეგმა. სკოლის დირექტორი ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე. ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის საპროგნოზო ბიუჯეტი.

Documents

ბიუჯეტი ნინოწმინდა N4 2024.01.01.pdf03/06/2024 23:33:31 · 0.35 MB
დანართი N1 2024 წლის შესყიდვების გეგმა -- ქ. ნინოწმინდია N4 საჯარო სკოლა_ (1).xls03/06/2024 23:33:31 · 0.01 MB
დანართი N3 სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ანგარიში.pdf10/07/2024 16:29:37 · 0.09 MB
დანართი N1 გასაჩივრების მექანიზმები ნინოწმინდა N4.pdf10/07/2024 16:29:38 · 0.25 MB
დანართი N1 ანგარიში ფინანსურ საქმიანობაზე.pdf10/07/2024 16:29:38 · 0.03 MB
დანართი N2 2023წ ბიუჯეტის ხარჯვა.pdf10/07/2024 16:29:38 · 0.29 MB
Download documents on EMIS