ნინოწმინდა, სოფ. გორელოვკა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 10
- Available places
- 7
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
სამცხე-ჯავახეთი · ნინოწმინდა · ნინოწმინდა, სოფელი გორელოვკა
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა ქმნის პირობებს, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად წარმოჩენა; ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი, ტოლერანტი, ჯანსაღი თაობის აღზრდაზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება თვითრეალიზება სამშობლოსა და მსოფლიოში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა მყარი და სასკოლო საზოგადოების მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერაა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავს თავისუფალი, ჯანსაღი, ტოლერანტი, კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი ადამიანის ჩამოყალიბებაზე. მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ღირებულებებია: თანამშრომლობა, სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა, პროფესიონალიზმი, მუდმივი ზრუნვა თვითგანვითარებაზე. სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ • გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთისშექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.
სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ორგანიზაციური სტრუქტურა სტრუქტურული ერთეულები დირექცია ადმინისტაცია სამეურვეო საბჭო პედაგოგიური საბჭო მოსწავლეთა თვითმმართველობა დისციპლინური კომიტეტი მრჩეველთა საბჭო თანამდებობების დასახელებები დირექტორი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბუღალტერი მასწავლებელი სპეციალური მასწავლებელი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი ექთანი დარაჯი დამლაგებელი
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა და სასკოლო სასწავლო გეგმა
სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა სასკოლო გარემოში ადაპტაციის მექანიზმი, ადამიანური რესურსის მართვის პოლიტიკის დოკუმენტი. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლა შესაძლებლობის ფარგლებში, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სასკოლო საზოგადოებას შესთავაზებს სხვადასხვა სასწავლო პროექტს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს უფასო მომსახურებას - ლიტერატურის კლუბი. პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" მონაწილე ისტორიის მასწავლებელი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უფასოდ ისტორიის გაძლიერებულად შესწავლას.
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი.
სკოლა მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში. სკოლის შენობა არის 2 სართულიანი. სკოლაში არის 12 საკლასო ოთახი, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, დირექციის/ადმინისტრაციის ოთახი, რესურსოთახი, კომპიუტერების ოთახი, ბიბლიოთეკა. სკოლაში არის 6 პერსონალური კომპიუტერი, 9 ლეპტოპი, 4 პრინტერი, 6 პროექტორი. სკოლის ეზოში არის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, მცირე რაოდენობით მხატვრულ ლიტერატურას და დამხმარე სახელმძღვანელოებს. ყველა საკლასო ოთახში არის მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისი მოსწავლის მერხი და სკამი, ასევე მასწავლებლის მაგიდა და სკამი, დაფა. საკლასო ოთახებში ასევე განლაგებულია წიგნების კარადა და საკიდები. სკოლაში არის 3 სველი წერტილი, გოგონების - 1, ვაჟების - 1, ადაპტირებული - 1. სკოლის ინფრასტრუქტურა , მატერიალური რესურსები ხელმისაწვდომია როგორც სკოლაში დასაქმებულ პირთათვის, ასევე მოსწავლეებისთვის.
სკოლა ფინანსურად მდგრადია. ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით. სკოლის ძირითადი ფინანსური რესურსი იხარჯება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, საჭირო მატერიალური რესურსების შესყიდვაზე. ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სკოლის ბიუჯეტით გათვალიწინებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფა. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი, გეგმა. სკოლის დირექტორი ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე. ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის საპროგნოზო ბიუჯეტი.