სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის საჯ
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, სოფელი ჭობისხევი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის საჯარო სკოლის მისიაა -- მივცეთ ჩვენს აღსაზრდელებს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი აკადემიური განათლება; ხელი შევუწყოთ მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას, ჩამოვუყალიბოთ და განვუვითაროთ მათ დამოუკიდებელი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება და მოვამზადოთ ისინი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. უზრუნველყოს უსაფრთხო და პოზიტიური გარემო; მისიის განსახორციელებლად სკოლა ისახავს შემდეგ მიზნებს: • საგანმანათლებლო კურიკულუმების დახვეწა, სწავლების მეთოდებისა, მოდელების და ფორმატების პერმანენტული გადახედვის გზით. • სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მუდმივი სრულყოფა; • სასწავლო–საინფორმაციო ბაზის განვითარება. • სასწავლებლის ცხოვრებაში მოსწავლეების უშუალო ჩართვასა და მათ აქტიურ მონაწილეობაში ხელშეწყობა. • მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწ ყობა; • სწავლების ინოვაციური მეთოდების აპრობირებასა და სასწავლო პროცესში მათ დანერგვაში ხელშწყობა. • ახალი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და სასწავლო პროცესში დანერგვა. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდულური გზა. ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. სკოლის ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • სკოლისთვის მნიშვნელოვანია: საქართველოს წარმატება; პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; მიუკერძოებლობა; • სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას; არის შედეგზე ორიენტირებული და ითვალისწინებს გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს; აკეთებს საერთო საქმეს და არის ჩვენი სკოლის ერთგული; • სკოლა ნერგავს ინოვაციური მიდგომებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას; ზრუნავს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; აფასებს ინიციატივას და ზრუნავს მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; მუშაობს გუნდურად და იცავს კოლეგიალობას;