ბორჯომი, სოფელი ტაძრისი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 29
- Available places
- 14
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, სოფელი ტაძრისი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მომავლის ხედვა სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის ხედვაა, რომ როგორც სკოლა, ასევე თითოეული სკოლის თანამშრომელი ინდივიდუალური მიდგომით, სწავლა-სწავლების პრინციპის გამოყენებით ზრუნავს აღზარდოს გონებრივად, ფსიქოლოგიურად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოსწავლეები და ამით უზრუნველყონ მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება. პედაგოგები ზრუნავენ, რომ თანადგომით, ერთგულებით, ზრუნვით, თანამშრომლობითა და სიყვარულით შეუწყონ ხელი მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას. სკოლა ზრუნავს თითოეული მოსწავლის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, რადგან უფრო მოტივირებულები და წარმატებულები გახდნენ და მშობლებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ხელს უწყობს მათი ნიჭის გამოვლინებას და შესაძლებლობების აღმოჩენას. სკოლის მისია სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლა ცდილობს მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სულიერი ფასეულობები, აღზარდოს განათლებული, თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე, იქნება ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი. სკოლის ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სკოლა თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ მომსახურების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს; • ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლაში ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისთვის; • ჩვენ ორიენტირებულები ვართ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, წამახალისებელი, თანამშრომლობითი და გენდერულად დაბალანსებული გარემოს შექმნას, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, ადეკვატურად მაღალი მოლოდინების დასახვას და სწავლის შედეგების ეფექტურობის და ეფექტიანობის მონიტორინგსა და შეფასებას.
სსიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის სტრუქტურა დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის 2023-2030 წლების სტრატეგიული გეგმა ასახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სკოლის გრძელვადიან ხედვას, ამ პროცესში მის დანიშნულებასა და ადგილს, განმარტავს სკოლის მიზნებსა და ძირითად ამოცანებს. სტრატეგიული გეგმა, ერთი მხრივ, წარმოადგენს სკოლის დოკუმენტს, რომელიც დეკლარირებული მიზნების მისაღწევად ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტურ მუშაობას, მეორე მხრივ, სკოლის თანამშრომლები განიხილავენ მას, როგორც შესაძლებლობას, ყველა დაინტერესებულ მხარეს გაუზიარონ თავიანთი ხედვა და ამით ხელი შეუწყონ სკოლის საქმიანობის შეფასებასა და შემდგომ სრულყოფას.
სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგენს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების საორიენტაციო ერთწლიან დოკუმენტს.
სკოლას შემუშავებული აქვს: 1. ციფრული განვითარების გეგმა; 2.ადამიანისა და პროცესების უსაფრთხოების წესი; 3.ადამიანური რესურსების მართვის დოკუმენტი; 4. კანონიერი უფლებების დაცვის დოკუმენტი 5.მოსწავლეთა გარემოსთან ადაპტაციის წესი; 6.მოსწავლეთა წახალისების მექანიზმები; 7.მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის დოკუმენტი; 8.საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესი; 9. სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაციები და მექანიზმები; 10. ვერიფიკაციის მექანიზმი; 11. მატერიალური და არამატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.
მუხლი 35. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ი.ზ) ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.თ) სანთებელა ან ასანთი; ი.ი) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.კ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.მ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) კონფიდენციალურობის დარღვევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა, გარდა აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის დარღვევისა; ს) ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 715768 ლარს შრომის ანაღზაურებისთვის გაიცემა - 425575 ლარი სკოლის განვითარებისთვის განკუთვნილია - 262063 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილია - 28130 ლარი