ბორჯომი, სოფელი დვირი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 14
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, სოფელი დვირი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღვზარდოთ ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი ახალგაზრდები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კულტურულ ფასეულობათა მიმართ პატივისცემით. ხედვა: მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება მაღალაკადემიურ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურად უსაფრთხო გარემოში, განუვითაროს მას კრიტიკული აზროვნება, დაეხმაროს მოსწავლეს თანდაყოლილი და შეძენილი უნარების, ცოდნის განვითარებასა და გაცნობიერებულად გამოყენებაში, ასევე ადამიანის უფლებების შესახებ მიღებული ზოგადი თეორიული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგებაში, მხარი დაუჭიროს მას ჩამოყალიბდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად. ღირებულებები: ადამიანის უფლებების დაცვა; პატრიოტიზმი; პასუხისმგებლობა; თანადგომა.
სკოლას შემუშავებული აქვს: 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი; 2. სსსმ მოსწავლითვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაცია; 3. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; 4. მოსწავლეთა ადაპტაცია; 5. მოსწავლის ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერება- აღდგენის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესი; 6. მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი; 7. ტექნოლოგიების ინტეგრირება; 8. ბიბლიოთეკის დებულება; 9. ტრანზიციის გეგმა.
მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება: ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა: გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება: დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა: ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა: ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა: ზ) მოსწავლის/სკოლაში, დასაქამებულის/მოსწავლის, მშობლის/კანონიერი, წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაწყოფა: თ) მოსწავლის/სკოლაში, დასაქამებულის/მოსწავლის, მშობლის/კანონიერი, წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაწყოფა: ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი ი.ბ) ალკოჰოლური სასმელები ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები: ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე: ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები: ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად: ი.ზ) სანთებელა ან ასანთი: ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები: ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები: ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა: ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას: კ) მოსწავლის დისკრიმინაცია: ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა: მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა: ნ) მოსწავლის მიერ წინმდებარე პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება: ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა: პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება: ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია: რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა: ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დსაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა: ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა: უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემების მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება: ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება: ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა: 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა: ბ) გაფრთხილება: გ) მკაცრი გაფრთხილება: დ) საყვედური: ე) სასტიკი საყვედური: ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა: ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება: თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა(საშუალო საფეხურზე)
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 596189 ლარს შრომის ანაზღაურებისთვის გაიცემა - 502008 კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილია - 44670