Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ბორჯომის №4 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, გრიგოლ ხანძთელის ქ. №35

Register ID#1943
Students177
Teachers21
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინო გელდიაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
29/08/2024
Authorization end
29/08/2033
First grade admission

Current capacity information

ბორჯომი, გრიგოლ ხანძთელის ქ. №35

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
10
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ ქალაქ ბორჯომის N4 საჯარო სკოლა ჩვენი მისიაა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღვზარდოთ ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი კრიტიკულად მოაზროვნე შემოქმედი ახალგაზრდები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კულტურულ ფასეულობათა მიმართ პატივისცემით. დაწყებითი საფეხურის მისია: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია: საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისია: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. სკოლის ხედვა: მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება მაღალაკადემიურ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურად უსაფრთხო გარემოში, განუვითაროს მას კრიტიკული აზროვნება, დაეხმაროს მოსწავლეს თანდაყოლილი და შეძენილი უნარების, ცოდნის განვითარებასა და გაცნობიერებულად გამოყენებაში, ასევე ადამიანის უფლებების შესახებ მიღებული ზოგადი თეორიული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგებაში, მხარი დაუჭიროს მას ჩამოყალიბდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ღირებულებები: გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში იხელმძღვანელოს შემდეგი ღირებულებებით: ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პოზიტიური, უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, ტოლერანტული, ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო; სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის მაღალი ხარისხი, სამუშაო და სასწავლო პირობების თანამედროვე სტანდარტების დონეზე უზრუნველყოფა; მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივების წახალისება; სკოლის განვითარების საერთო გაზიარებული ხედვა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა; პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; მიუკერძოებლობა;

Documents

მეოთხე სკოლის მისია- ხედვა 2024.pdf15/04/2024 16:29:28 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

სკოლის სტრუქტურა

Documents

ბორჯომის N4 საჯარო სკოლია სტრუქტურა.pdf16/04/2024 12:52:18 · 0.19 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა

Documents

სტრატეგიული განვითარების გეგმა (შვიდწლიანი).docx23/12/2025 14:17:07 · 0.18 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

2025-2026 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სამოქმედო გეგმა სსიპ ქალაქ ბორჯომის N 4 საჯარო სკოლა

Documents

სკოლის განვითარების სამოქმედო გეგმა.docx23/12/2025 16:08:41 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Programs and support services8 additional items

სსსმ მოსწავლისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაცია სკოლას აქვს შემუშავებული ინკლუზიური განთლების განხორციელების სამოქმედო გეგმა. კანონმდებლობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საგნის მასწავლებელი, ან დამრიგებელი მიიჩნევს, რომ მოსწავლეს თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და ამისთვის საჭიროა ესგ-ს მოდიფიცირება, ან სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია, ვალდებულია აცნობოს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს, ასევე დირექციასა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს. დამრიგებელი სპეციალურ მასწავლებელთან ერთად შეიმუშავებს პირველადი მართვის დოკუმენტს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსწავლეს გამოხატული აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულე, ვერ ძლევს ესგ-ით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი სკოლას მიმართავს წერილობითი ფორმით და გამოხატავს თანხმობას მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებასთან დაკავშირებით. სკოლის დირექცია მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს შეფასების მოთხოვნით, რომელიც მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში აფასებს მოსწავლის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მოსწავლეს ენიჭება სსსმ-ს სტატუსი. სკოლაში მოწყობილია სსსმ მოსწავლეებისათვის რესურს ოთახი, რომელიც გამოიყენება მათი ინტერესებისათვის. რესურს ოთახი აღჭურვილია საჭირო რესურსებით. სპეციალურ მასწავლებელს აქვთ შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეფასების ფორმა, რომლის შევსება მიზნად ისახავს მოსწავლეთა აკადემიური, კოგნიტური, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული უნარების განვითარებისთვის საჭიროებების დადგენას მოსწავლეთა პროგრესის უზრუნველყოფისთვის. ასევე შემუშავებული აქვთ ინტერვენციის გეგმა. არსებობს მოსწავლეთა მუშაობის განრიგი, რომლის მიხედვითაც სსსმ მოსწავლეები სარგებლობენ რესურს ოთახით. ისინი მუშაობენ ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად. სკოლას ჰყავს კანონით დადგენილი რაოდენობის სპეციალური მასწავლებელი, ასისტენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთანავე, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში (2 კვირის ვადაში უკვე იდენტიფიცირებულ მოსწავლისთვის, 1 თვის ვადაში ახალ შეფასებულ მოსწავლისთვის) სსსმ მოსწავლეებისათვის იქმნება ესგ-ის მიხედვით მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სხვადასხვა საგანში. შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმები წარმოადგენს უნიკალურ, მოსწავლეზე ორიენტირებულ პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის გზას. პერიოდულად ხდება აღნიშნული ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგი. წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ იკრიბება ისგ ჯგუფი, რომელსაც ესწრებიან დამრიგებელი(კოორდინატორი), საგნის მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებელი და სსსმ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი, სადაც განიხილავენ სსსმ მოსწავლის ძლიერსა და სუსტ მხარეებს, რომლის შედეგადაც ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ხორციელდება ცვლილებები, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეების წინსვლაზე. ისგ ჯგუფის შეხვედრის შემდეგ იქმნება ისგ ჯგუფის ოქმი. სპეციალური მასწავლებელი პერიოდულად ესწრება საგაკვეთილო პროცესს, მონიტორინგს უწევენ სსსმ მოსწავლეების ჩართულობას და რეკომენდაციებს აძლევენ საგნის მასწავლებლებს. საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებელი შეიმუშავებს რთული ქცევის მართვის გეგმას. სკოლაში დირექტორის ბრძანებით შექმნილია შიდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ახორციელებს ინკლუზიური განათლების მონიტორინგს და წერს დასკვნას.

Documents

დანართი N146; საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან ერთად ჩატარებული ღონისძიება მემორანდუმის ფარგლებში.pdf09/07/2024 15:26:42 · 0.17 MB
დანართი N64; N63 ბიბლიოთეკის მუშაობის დებულების დამტკიცების შესახებ.pdf09/07/2024 15:26:42 · 0.34 MB
დანართი N33; N43მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ.pdf09/07/2024 15:26:42 · 0.25 MB
დანართი N32; N40; მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების.pdf09/07/2024 15:26:43 · 0.31 MB
დანართი N52; ბრძანება N29,ტექნოლოგიების ინტეგრირების მიზნით სკოლაში სივრცეების მოწყობის შესახებ.pdf09/07/2024 15:26:43 · 0.6 MB
დანართი N51; ბრძანება N62, ციფრული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ.pdf09/07/2024 15:26:44 · 0.52 MB
დანართი N60; ბრძანება N61, სსსმ მოსწავლისათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაციის წესის დამტკიცების შესახებ.pdf09/07/2024 15:26:44 · 0.29 MB
დაწყებითი საფეხურის საგნობრივი კურიკულუმები.pdf06/08/2024 15:34:15 · 4.67 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms7 additional items

შინაგანაწესი სკოლის მიმართ წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვის პროცედურა მშობელთან კომუნიკაცია

Documents

შინაგანაწესი 2024.pdf15/04/2024 16:11:37 · 0.57 MB
დანართი N64; N63 ბიბლიოთეკის მუშაობის დებულების დამტკიცების შესახებ.pdf09/07/2024 15:21:31 · 0.34 MB
დანართი N29; N37 სკოლის მოსწავლის პერსონალის მშობლის კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ.pdf09/07/2024 15:21:32 · 0.36 MB
დანართი N27; N26ბრძანება- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ.pdf09/07/2024 15:21:32 · 0.34 MB
დანართი N28; N32; მშობლებთან ურთიერთობისდებულების(კომუნიკაციის სტრატეგიის) დამტკიცების შესახებ.pdf09/07/2024 15:21:33 · 0.2 MB
დანართი N38; N55 მიმართ წარდგენილი განცხადებისსაჩივრის განხილვის პროცედურის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.pdf09/07/2024 15:21:33 · 0.42 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორი (2).pdf14/04/2025 13:59:06 · 0.38 MB
Download documents on EMIS
Infrastructure4 additional items

ინფრასტრუქტურა, სკოლის სურათები

Documents

დანართი N93; შენობა- ნაგებობის სქემა.pdf09/07/2024 15:28:44 · 0.19 MB
დანართი N5; (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).pdf09/07/2024 15:28:49 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Finances8 additional items

ფინანსები

Documents

დანართი N116; წიგნების და რვეულების მიღება-ჩაბარების აქტები.pdf09/07/2024 15:25:48 · 1.73 MB
დანართი N115; პროექტორების მიღება-ჩაბარების აქტი.pdf09/07/2024 15:25:49 · 0.27 MB
დანართი N114; ოქროს მედლის მიღება-ჩაბარების აქტი.pdf09/07/2024 15:25:49 · 0.18 MB
დანართი N113; მერხებისა და სკამების მიღება-ჩაბარების აქტები.pdf09/07/2024 15:25:50 · 0.65 MB
დანართი N112; კომპიუტერების და პრინტერების მიღება-ჩაბარების აქტები.pdf09/07/2024 15:25:50 · 0.85 MB
დანართი N99; ინვენტარიზაცია.xlsx09/07/2024 15:25:50 · 0.02 MB
დანართი N97; ინვენტარის ნაშთი 01.01.2024წლისთვის.xlsx09/07/2024 15:25:50 · 0.03 MB
დანართი N77; სკოლის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების შესახებ დაფინანსების თაობაზე.pdf09/07/2024 15:25:50 · 0.18 MB
Download documents on EMIS