Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ბორჯომის №3 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, რუსთაველის ქ. №97

Register ID#1942
Students782
Teachers62
Buildings1
School profile

General information

Principal
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
12/09/2023
Authorization end
12/09/2032
First grade admission

Current capacity information

ბორჯომი, რუსთაველის ქ. №97

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
86
Available places
19
SEN capacity
9
Available SEN places
8
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია აღზარდოს წიგნიერი, კრიტიკულად მოაზროვნე, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალი პიროვნება, რომელიც იზიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების, ტრადიციების მიმართ, პასუხობს სწრაფად ცვალებად გლობალურ მოთხოვნებს და რომელიც შეძლებს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, დაწესებულება ორიენტირებულია შრომის ბაზრის შესაბამისი კადრების მომზადებაზე და უზრუნველყოფს ინკლუზიური, პროფესიული და თანასწორი განათლების გარემოს შექმნას, უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პროფესიული სტუდენტებისთვის. ხედვა 2030 წლისათვის სკოლა იქნება რეგიონის კონკურენტუნარიანი, წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეთა და პროფესიულ სტუდენტთა შედეგებისა და სოციალური განვითარების თვალსაზრისით; სკოლას ეყოლება პროფესიული განათლების სტუდენტთა კურსდამთავრებულების ხუთი ნაკადი. ღირებულებები • თანამშრომლობა • ინოვაციურობა • განვითარებაზე ორიენტირება • პროფესიული განათლების სტუდენტთა ხელშეწყობა

Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურა

Documents

სკოლის სტრუქტურა.docx21/10/2025 14:33:31 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა.docx24/04/2024 13:44:54 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

2023-2024 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf09/10/2023 15:16:27 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanismsText information

სსიპ ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლის მიმართ წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვის პროცედურა აღნიშნული სახელმძღვანელო ინსტრუქცია განსაზღვრავს სკოლაში წარდგენილი განცხადების/ საჩივრის დარეგისტრირების,განხილვისა და შედეგის დადგენის პროცედურებს 2024 წელი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო სკოლამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლება, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ უნდა შეიმუშაოს საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება. საჩივრების ეფექტური სისტემა შემდეგ ძირითად პრინციპებს უნდა ემყარებოდეს: • • წამოჭრილი პრობლემის არაფორმალური მოგვარების მხარდაჭერა; • • საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობა; • • საჩივრების პროცედურების სიმარტივე; • • გონივრული და მკაფიოდ განსაზღვრული დროის ფარგლები საჩივრის განხილვის/გამოძიებისა და გადაწყვეტისათვის; • • საჩივრით წამოჭრილი საკითხების სამართლიანი, სრული და მიუკერძოებელი განხილვა/გამოძიება და გადაწყვეტა. ხელმისაწვდომობა და საჯაროობა. სსიპ ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში მოქმედი საჩივრების პროცედურები საჯარო და ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თითოეულ დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს თავისი უფლებების, სკოლაში არსებული საჩივრების სისტემისა და პროცედურების შესახებ. ინფორმაცია საჩივრების პროცედურების შესახებ უნდა გავრცელდეს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს შორის სკოლაში სწავლის ან მუშაობის დაწყებისას, ასევე გამოქვეყნდეს: • სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ დროული რჩევის მიღების შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარების საშუალებების შესახებ. ამისათვის საჯარო სკოლამ უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის შესაძლებლობა, გაიაროს კონსულტაცია სკოლის მიერ სპეციალურად უფლებამოსილ პირებთან. ასეთი კონსულტაცია კონფიდენციალურ ხასიათს უნდა ატარებდეს და არ უნდა ჩაითვალოს ფორმალური საქმისწარმოების დაწყებად. პრობლემის არაფორმალური მოგვარება. საჯარო სკოლა საგამოძიებო დაწესებულება არ არის. საჩივრების სისტემის არსებობა და მის საფუძველზე გარკვეული გამოძიების განხორციელება სკოლის მიერ მისი საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულებას ემსახურება. გარდა ამისა, სკოლების ეფექტური ფუნქციონირების ძირითადი პირობა სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობისა და ნდობის მაღალი ხარისხია. შესაბამისად, ფორმალური საჩივრის წარდგენამდე ყველა დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრას არაფორმალურად, სადავო საკითხზე პასუხისმგებელი პირისადმი მიმართვის გზით შეეცადოს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევასთან, რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დევნასთან ან როდესაც ნებისმიერმა დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს პიროვნების კანონიერ ინტერესებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ წარადგინოს ფორმალური საჩივარი. საჩივრების განმხილველი ორგანო. სკოლის წესდების მიხედვით, საჩივრებს განიხილავს დირექტორი, სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი, რომელიც იქმნება სამეურვეო საბჭოს მიერ. დაუშვებელია, საქმის განხილვა/გამოძიებასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს საქმის შედეგისადმი, საჩივრით ინიცირებული საქმის წარმოების მხარეა, საქმისწაროების ერთ-ერთ მხარესთან, თანამდებობრივი ურთიერთობის გარდა, აქვს ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა. ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში დირექტორი, სამეურვეო საბჭოს ან დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. თუ ის არ განაცხადებს თვითაცილებას, მას აცილება შეიძლება მისცენ საქმისწარმოების მხარეებმა. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება. სააპელაციო კომიტეტის აცილებული წევრის ჩანაცვლება უნდა მოხდეს სამეურვეო საბჭოს მიერ შერჩეული პირით, ხოლო დირექტორის ნაცვლად საჩივარს განიხილავს სამეურვეო საბჭო ან დისციპლინარული კომიტეტი. საჩივრის სუბიექტი. ფორმალური საჩივრის წარდგენის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე გავლენას ახდენს სკოლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სხვა ქმედება, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ან მასწავლებლის ქმედება. საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს სადავო ქმედების განხორციელებიდან ან ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან 30 დღის ვადაში. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ 30-დღიანი ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, სკოლის ან სხვა საპატიო მიზეზით. სკოლის ადმინისტრაციის წევრს უფლება არ აქვს, წარადგინოს საჩივარი მის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით. წარმომადგენლობის უფლება. საჩივრის საფუძველზე ინიცირებული საქმისწარმოების მხარეს უფლება აქვს, საჩივართან დაკავშირებულ ნებისმიერ განხილვაზე თუ შეხვედრაზე კანონიერი წარმომადგენლის ან დამცველის თანხლებით გამოცხადდეს. მტკიცების ტვირთი და სტანდარტი. მოსწავლისა და მასწავლებლის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება ივა

Infrastructure