Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ბორჯომი · ბორჯომი, რუსთაველის ქ. №25

Register ID#1937
Students181
Teachers24
Buildings1
School profile

General information

Principal
ეკა გოგალაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
11/12/2023
Authorization end
11/12/2032
First grade admission

Current capacity information

ბორჯომი, რუსთაველის ქ. №25

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
16
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია - ახალდაბის საჯარო სკოლა ზრუნავს მისცეს მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის; გამოუმუშაოს მას საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები. იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი და აქტიური მოქალაქე, რათა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრისა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების უნარი. ხედვა - სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის ხედვაა, რომ როგორც სკოლა, ასევე თითოეული სკოლის თანამშრომელი ინდივიდუალური მიდგომით, სწავლა-სწავლების პრინციპის გამოყენებით ზრუნავს აღზარდოს გონებრივად, ფსიქოლოგიურად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოსწავლეები და ამით უზრუნველყონ მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება,რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ღირებულებები - განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლაში ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისთვის;

Structure1 additional item

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის სტრუქტურა დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობისა და პატივისცემის პრინციპზე.

Documents

სტრუქტურა.docx17/01/2024 12:38:11 · 0.39 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის 2023-2030 წლების სტრატეგიული გეგმა ასახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სკოლის გრძელვადიან ხედვას, ამ პროცესში მის დანიშნულებასა და ადგილს, განმარტავს სკოლის მიზნებსა და ძირითად ამოცანებს.

Documents

სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 წლები.docx18/01/2024 13:52:26 · 0.04 MB
Download documents on EMIS

Performance report

იპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავდა მიზნად. სკოლამ სასწავლო წლის დასაწყისში დაისახა ამოცანები, გამოკვეთა პრიორიტეტები და რეგულარულად აწარმოებდა მისი შესრულებას და მონიტორინგს. სამოქმედო გეგმის მიერ დასახული ამოცანა, რომელიც გულისხმობს სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება/წარმოება/განახლებას შესრულდა სწორად. სკოლამ შეიმუშავა, შეათანხმა, განიხილა და დაამტკიცა შესაბამისი დუკუმენტაცია. გააფორმა ხელშეკრულებები მშობლებთან და სკოლის თანამშრომლებთან. შეიმუშავა და დაამტკიცა სკოლის ბიუჯეტი. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებების კუთხით შემუშავდა სასწავლო კურიკულუმები. მოწესრიგდა სასკოლო დოკუმენტაცია. საჭიროებისამებრ, მოხდა ცვლილებების შეტანა და ახლის დამტკიცება. სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდის მიზნით, ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, შეიქმნა და დაინერგა ვალიდური, გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანი შეფასება; აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია; მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით; სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება; სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება; სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი; საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. მოსწავლეთათვის მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემოს შექმნა; ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და პროექტებში მოსწავლეთა ჩართვა და წარმატებული მოსწავლეების წახალისება. სემესტრის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა მონიტორინგი სასწავლო-სადამრიგებლო დარგებში. რისი მიზანიც იყო ერთის მხრივ პრობლემების აღმოჩენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა და მეორეს მხრივ გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის გაზიარება. სკოლა ცდილობს მოსწავლეს შეუქმნას ჯანსაღი გარემო და სასწავლო მიდგომები მორგებული იყოს თანამედროვე სწავლების მიდგომებზე და მეთოდებზე. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. სასწავლო-სადამრიგებლო მიდგომები და მეთოდები მორგებულია კლასკონტიგენტის ინტერესების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. თუმცა, სკოლა ასევე ხელმძღვანელობს დამატებითი მასალით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა უნარებისა და ზოგადი ცოდნის გაუმჯობესებას თითოეულ საგანში. სადამრიგებლო საქმიანობა სკოლის წარმატებულად მუშაობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. დამრიგებელი რეგულარულად ატარებს სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების განვითარება, მოსწავლეთა პიროვნული ზრდა, ღირებულებათა სისტემის, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირება. ჩატარდა შემდეგი აქტივობები: მოსწავლის ინიციატივების მხარდაჭერის დამკვიდრება; სწავლა-სწავლების პროცესში მხარდამჭერი გარემოს შექმნა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების შეთავაზება; სკოლამ დანერგა მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმები, რომელიც წარმოადგენს სხვადასასხვა ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობას, რომლის მიზანია რაც შეიძლება სრულფასოვნად და ეფექტიანად მოხდეს ახალი მოსწავლის ინტეგრაცია სკოლის სოციალურ გარემოსთან, კულტურასა და ღირებულებებთან. ადაპტაციის მიზნებია: ა) ახალი მოსწავლის სკოლაში/კლასში სწრაფი ინტეგრაცია, სოციალიზაცია და ორიენტაცია; ბ) ორგანიზაციაში არსებული ღირებულებების, კულტურისა და წესების შესახებ ინფორმირება; გ) საჭირო უნარების გამომუშავებაში დახმარება და მისთვის დაკისრებული მოვალეობებისა შესახებ ინფორმირება; დ) ახალი მოსწავლისთვის სკოლის მისიის, ხედვის, შინაგანაწესისა და სხვა ღირებულებების გაცნობა. დასახული მიზნის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება 1. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; სკოლის ინფრასტრუქტურის მხრივ სკოლამ ვერ შეძლო არსებული მონაცემების გაუმჯობესება , მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და ლაბორატორიის მოწყობა, რადგან აღნიშნული დაკავშირებულია ფინანსურ საკითხთან. სკოლისთვის პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის საკითხის მოგვარება. რაც შეეხება ინვენტარის შეცვლას, რამდენიმე კლასში სკოლამ განათავსა ახალი მერხები, სკამები, დაფა. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფად დასახული ამოცანებიდან: სასკოლო მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება დასახული ამოცანებიდან სკოლის დირექციის მხარდაჭერით ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, მხარს უჭერდა სკოლის თვითმმართველობის ინიციატივებს და მისი დახმარებით ახორციელებდა მათ. ხელი შეეწყო მშობელთა და თემის აქტიურ ჩართულობას შესაბამისი საკითხების განხილვის პროცესში. სისტემატიური ხასიათი ჰქონდა მშობლებთან შეხვედრას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მშობლებთან კომუნიკაცია გვეხმარება პრობლემების გამოკვეთასა და მათ დროულად მოგვარებაში. მშობლები არ განიცდიან ინფორმაციულ ვაკუუმს და აქვთ სისტემატიური წვდომა სკოლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციას მშობელი იღებს განმავითარებელი შეფასების სქემის საშუალებით.

Annual action planPlan and performance report

Plan

დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგენს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების საორიენტაციო ერთწლიან დოკუმენტს.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2023 -2024 წელი (1).docx18/01/2024 13:52:57 · 0.04 MB
სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში.docx17/12/2025 14:52:22 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Programs and support services11 additional items

Documents

ხარისხხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის დებულება.pdf22/01/2024 12:16:33 · 1.7 MB
ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა.docx.pdf22/01/2024 12:16:33 · 0.05 MB
სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო რესრუსების მიწოდების რეგულაცია.pdf22/01/2024 12:16:34 · 0.11 MB
პერსონალური მონაცემების დაცვა.docx.pdf22/01/2024 12:16:34 · 0.13 MB
მოსწავლის, პერსონალის, მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა.pdf22/01/2024 12:16:34 · 0.1 MB
მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის წესი..pdf22/01/2024 12:16:34 · 0.12 MB
ვერიფიკაციის მექანიზმი.docx.pdf22/01/2024 12:16:34 · 0.06 MB
ბიბლიოთეკის დებულება.pdf22/01/2024 12:16:34 · 0.13 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი..pdf22/01/2024 12:16:34 · 0.28 MB
სკოლის-სტრუქტურული ერთეულები და ფუნქციები.pdf17/12/2025 14:47:56 · 0.25 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი .pdf17/12/2025 14:47:56 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები განსაზღვრულია სკოლის შინაგანაწესით

Documents

შინაგანაწესი.pdf18/01/2024 14:47:18 · 5.99 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლის ინფრასტრუქტურა საჭიროებს რეაბილიტაციას.

FinancesText information

სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 427.602 ლარს შრომის ანაღზაურებისთვის გაიცემა - 336.416 ლარი სკოლის განვითარებისთვის განკუთვნილია - 48.445 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილია - 40.310 ლარი