Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ახალციხე · ახალციხე, სოფელი სხვილისი

Register ID#1924
Students64
Teachers23
Buildings1
School profile

General information

Principal
ანაიდა ნახაპეტიან
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული, სომხური
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ახალციხე, სოფელი სხვილისი

Sector
სომხური
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
3
Available SEN places
2

ახალციხე, სოფელი სხვილისი

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
20
Available places
20
SEN capacity
2
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლის მისიაა ხარისხიანი განათლების მეშვეობით, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღზარდოს პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, კანონმორჩილი და ტოლერანტი, სახელმწიფო ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე , კომუნიკაბელური, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, მაღალი ზნეობის, გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მომავალი თაობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სწავლა -სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–¬ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით., აგრეთვე შეძლოს მათში თავისუფალი, შემოქმედებითი, ინტერკულტურული, სამოქალაქო ცნობიერებისა და ტოლერანტობის ჩამოყალიბება. დემოკრატიული, ჰუმანური, ცოდნაზე ორირნტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე აქტიური, კონკურენტუნარიანი თაობების აღზრდა. თაობებისა, რომლებიც შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისაკენ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყველა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებითა და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • მიუკერძოებლობა; • საქმისადმი ერთგულება; • შესაძლებლობების თვითრიალიზება; • ინოვაციურ მიდგომებში წინარე გამოცდილების გათვალისწინება; • ინოვაციური მიდგომების სწორი შეფასება და განხორციელების ხელშეწყობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • სკოლაში არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება; • გუნდური მუშაობა

Structure1 additional item

Documents

Doc2 (2).pdf02/04/2024 13:24:03 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

მოკლე ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის ნიმუში საჯარო.pdf03/04/2024 11:39:28 · 0.19 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

მოკლე ინფორმაცია ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 ნიმუში.pdf03/04/2024 11:31:28 · 0.32 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს. ჩვენ ვზრუნავთ ყველა მოსწავლეში განვავითაროთ მათში არსებული ნიჭი,ჩვენი საქმიანობა აგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. გვყავს ოქროს და ვერცხლის მედალოსნები და ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ - პროექტის ფარგლებში ჩართული მოსწავლეები.

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

მოკლე ინფორმაცია შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

Documents

შინაგანაწესი.pdf05/04/2024 12:29:05 · 20.87 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სხვილისის საჯარო სკოლა მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში. სკოლაში დღეს მდგომარეობით ირიცხება 72 მოსწავლე, სკოლა ორსართულიანია და მისი განაშენიანების ფართობი არის 697 კვ.მ ეზოს ართობი 11445კვ.მ (ს/კი62.08.55.012;ს/კ 62.08.55. 306) აქვს ლამაზი და ნათელი საკლასო ოთახები. სკოლას აქვს კომპიუტერული კაბინეტი, ბიბლიოთეკა, დარბაზი, სამასწავლებლო, ფიზიკისა და ქიმიის კაბინეტი. სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Finances1 additional item

მოკლე შინაარსი წარმოდგენილია 2024 წლის ბიუჯეტი

Documents

იუჯეტის დამტკიცების.pdf05/04/2024 12:19:02 · 2.77 MB
Download documents on EMIS