თბილისი, ვაკე-საბურთალო, თბილისი, დოლიძის ქ. №3
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 125
- Available places
- 18
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 4
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, დოლიძის ქ. №3
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების დანერგვით შექმნას 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობა, რომელიც მოამზადებს მომავალ თაობებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრებისთვის და მისცემს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასების და რეალიზების მყარ საფუძველს. ხედვა 10 წლის შემდეგ, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დანერგილი თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა ნახევარზე გაცილებით მეტს მისცემს შესაძლებლობებს იყოს ეროვნული და საერთაშორისო დონის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი. აღნიშნული მათ გზას გაუხსნის იყვნენ რეალიზებული და მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე, სადაც თავისი პიროვნული ღირსებებით, ფასეულობებით, ცოდნითა და უნარით აღჭურვილი შექმნის ინტელექტუალურ კაპიტალს თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში. ღირებულებები გლობალიზაციის პროცესისა და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენი სკოლა აღიარებს ღირებულებებს, რომელთა მიღება და გათავისება სასკოლო საზოგადოების მიერ ხელს შეუწყობს ისეთი მოაქალაქის აღზრდას/ჩამოყალიბებას, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს მსოფლიო/საერთაშორისო გამოწვევებს. ჩვენი სკოლის ღირებულებებია: გუნდურობა, დემოკრატიულობა, ინოვაციურობა, ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებულობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა, კეთილსინდისიერება , გამჭვირვალობა და ღიაობა, ტოლერანტობა