Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი · ახალციხე · ახალციხე, სოფელი ღრელი

Register ID#1919
Students28
Teachers15
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინო შველიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
29/08/2024
Authorization end
29/08/2033
First grade admission

Current capacity information

ახალციხე, სოფელი ღრელი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
23
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მისიაა სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით აღზარდოს განათლებული, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და აკადემიური ცოდნით აღჭურვილი, წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქე. სკოლის ხედვა 2030 წლისთვის ჩვენი სკოლა გახდება ძლიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ამისათვის კი ჩვენ ეტაპობრივად დავძლევთ ყოველგვარ სირთულეს და სწავლა-სწავლების პროცესში შევქმნით უნივერსალურ დიზაინს, რომლის მიზანი მოქნილი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაა, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის შემაფერხებელ ბარიერებს და დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure1 additional item

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის სტრუქტურა.

Documents

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის სტრუქტურა.pdf26/07/2024 12:46:57 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები

Documents

ღრელის სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf16/05/2024 14:24:11 · 0.27 MB
სოფელ ღრელის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.docx28/10/2024 14:35:15 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწავლო წელი

Documents

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 წ.წ..pdf31/07/2024 15:37:38 · 0.45 MB
Download documents on EMIS

Performance report

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის ერთწლიანი გეგმის ანალიზი

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 (ანალიზი).pdf15/08/2024 12:47:48 · 0.42 MB
Download documents on EMIS
Programs and support services3 additional items

მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემები მოსწავლეთა კანონიერი უფლებების დაცვა ხორციელდება სკოლის შინაგანაწესით და სკოლის მიერ შემუშავებული შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით. სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის გაფორმებულია საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება. სკოლაში შემუშავებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის მიზნით, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სკოლის ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი. სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობას ყველა მოსწავლისათვის. დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს აცნობს სკოლის შინაგანაწესს, დამრიგებლის მუშაობის პრინციპებს, ქცევის კოდექსს, უსაფრთხოების წესებს. სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან სახელმძღვანელოებით, უსასყიდლოდ. სკოლაში დაცულია მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მექანიზმები. დამრიგებლების მიერ მშობლებსა და მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია წლის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსების, ოლიმპიადების, ღონისძიებების და სასკოლო ექსკურსიების შესახებ. მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს დამრიგებლები აცნობენ სკოლის მიერ მიღებულ ყოველ ახალ გადაწყვეტილებას და სკოლის მიერ შეთავაზებული პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ ინფორმაციას.

Documents

ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი.pdf15/08/2024 13:32:07 · 0.06 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025 საჯარო.doc24/10/2024 13:38:31 · 40.71 MB
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის- განკარგულება.pdf14/07/2025 17:01:40 · 0.33 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები შემუშავებულია შინაგანაწესში

Documents

ღრელის საჯარო სკოლის შინაგანაწესი.doc01/08/2024 12:13:57 · 0.22 MB
გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი.docx02/08/2024 10:29:06 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარი სკოლა არის ახლად აშენებული. ექსპლუატაციაში შევიდა 2023 წლის 15 სექტემბრიდან სკოლის ინფრასტრუქტურა სრულიად შეესაბამება სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვას.

Finances3 additional items

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლას ჰყავს 8(რვა) ფინანსური კლასი, სკოლა არის საბიუჯეტო დაფინანსებაზე.

Documents

2024 წლიის ბიუჯეტი.pdf01/07/2024 15:11:14 · 0.71 MB
ბიუჯეტის ცვლილება 2024 წლის 29 ივლისი.pdf15/08/2024 12:47:42 · 0.71 MB
2024 წლის ბიუჯეტის ცვლილება 2024 წლის 29 თებერვალი.pdf15/08/2024 12:47:42 · 0.69 MB
Download documents on EMIS