ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 150
- Available places
- 40
- SEN capacity
- 15
- Available SEN places
- 15
სამცხე-ჯავახეთი · ახალციხე · ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. №6
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მისიაა უსაფრთხო, ინკლუზიურ გარემოში თანამედროვე აკადემიური განათლების მქონე, ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, პროგრესულად მოაზროვნე, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდა, რაც ხელს შეუწყობს მათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებაში და საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტად განვითარებასა და რეალიზებაში. სკოლის ხედვა 2030 წელს სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა იქნება ლიდერი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, სადაც საგანმანათლებლო პროცესი ეფუძნება თანამედროვე, ინოვაციურ, ხარისხიან განათლებას და მოამზადებს მომავალ თაობას არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის. სკოლის ღირებულებები სკოლა ხელმძღვანელობს სასკოლო საზოგადოების საერთო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • პროფესიონალიზმი; • გამჭვირვალობა; • მიუკერძოებლობა; • თანამშრომლობა/გუნდურობა; • ობიექტურობა ; • განვითარება და ინოვაციურობა ; • ტოლერანტობა; • მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა.
მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესების ეფექტური მართვისთვის, სკოლაში ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულების სტრუქტურა
სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრატეგიული განვითარების გეგმა (2023-2030წწ.) წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაფუძნებულ შვიდწლიან სტრატეგიულ განაცხადს, რომელიც მოიცავს სკოლის მოკლე მიმოხილვას, ხედვას, მისიას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი სკოლის პრიორიტეტები, ჩამოყალიბებული განვითარების ხედვა, ღირებულებები, ეყრდნობა სკოლის მისიას და ორგანიზაციაში ჩატარებულ SWOT ანალიზის შედეგად გამოვლენილ არსებით საკითხებს დაწესებულების ძლიერი და სუსტი მხარების განსაზღვრისა, ასევე, გარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. სკოლის მიზანია, საკუთარი მისიისა და ხედვის საპასუხოდ, დაწესებულებამ დანერგოს და შეიმუშავოს ხარისხის მექანიზმები, ხელი შეუწყოს სკოლის წარმატებულ ფუნქციონირების პროცესს, მოახდინოს ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა, ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება და ყოველივე ამის ფონზე დაიკავოს ლიდერი პოზიცია კონკურენტულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. სტრატეგიული განვითარების გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოების მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა. სკოლის მართვის სტილი ეყრდნობა თანამშრომლობით დემოკრატიის პრინციპებს, ფუნქციათა დელეგირებას, ურთიერთნდობასა და გამჭვირვალეობას, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებაში მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სტრატეგიული განვითრების მიზნების შესრულებისთვის საჭირო აქტივობები გაწერილი არის სამოქმედო გეგმებში, რომლიც უშუალოდ სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და კონკრეტული ამოცანების ეფექტურად განხორციელებას მოიაზრებს, სადაც ჩამოყალიბებულია მიზნები და ამოცანები, ასევე ინდიკატორები და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები. მისი გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა მოხდება საჭიროებისამებრ.
მოკლე ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2024– 2025 წლების სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის ერთწლიან განვითარების სამოქმედო გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და ეყრდნობა სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითად ამოცანებს.
სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი; ტრანზიციის გეგმა; სსსმ მოსწავლესთან მუშაობის მექანიზმები; სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი; მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა; ციფრული განვითარების გეგმა; რემედიაციის პროგრამის დებულება; 2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა; ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების წესი.
სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი; მოსწავლის, მათი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვისა და გასაჩივრების მარეგულირებელი დოკუმენტი; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.
სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი შეგიძლიათ იხილოთ მიბმული ფაილის სახით.