ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ.№2
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 150
- Available places
- 47
- SEN capacity
- 15
- Available SEN places
- 15
სამცხე-ჯავახეთი · ახალციხე · ახალციხე, მიქუტიშვილის №2
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა ქალაქი ახალციხე 2024 წელი სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს მისია და ხედვა, რომელიც შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა არის მესხეთში 1831 წელს დაარსებული საერო სკოლის ისტორიული სამართალ მემკვიდრე. უკვე 190 წელზე მეტია, რაც სკოლა ქმნის ისტორიას, ვითარდება და პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. სკოლის მისიაა ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება, ერთიანი პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფერხურიანობისა და მრავალფეროვნების გათავლისწინება, რათა აღზარდოს მოაზროვნე, მაძიებელი და აქტიური მოქალაქე. ხედვა: 2023-2030 წწ სკოლა გახდება წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და მოსწავლეებს შესთავზებს: • სტიმის საგნების გაძლიერებულ სწავლებას; • შრომის ბაზარზე ორიენტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს; • იზრუნებს, უზრუნველყოს სკოლის ციფრული ტრანსფორმაცია და კიბერ ეკოსისტემის ჩამოყალიბება; • სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა და გუნდურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრატეგიული განვითარების გეგმა (2023-2030წწ.) წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაფუძნებულ შვიდწლიან სტრატეგიულ განაცხადს, რომელიც მოიცავს სკოლის მოკლე მიმოხილვას, ხედვას, მისიას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი სკოლის პრიორიტეტები, ჩამოყალიბებული განვითარების ხედვა, ღირებულებები, ეყრდნობა სკოლის მისიას და ორგანიზაციაში ჩატარებულ SWOT ანალიზის შედეგად გამოვლენილ არსებით საკითხებს დაწესებულების ძლიერი და სუსტი მხარების განსაზღვრისა, ასევე, გარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. სკოლის მიზანია, საკუთარი მისიისა და ხედვის საპასუხოდ, დაწესებულებამ დანერგოს და შეიმუშავოს ხარისხის მექანიზმები, ხელი შეუწყოს სკოლის წარმატებულ ფუნქციონირების პროცესს, მოახდინოს ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა, ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება და ყოველივე ამის ფონზე დაიკავოს ლიდერი პოზიცია კონკურენტულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. სტრატეგიული განვითარების გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოების მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა. სკოლის მართვის სტილი ეყრდნობა თანამშრომლობით დემოკრატიის პრინციპებს, ფუნქციათა დელეგირებას, ურთიერთნდობასა და გამჭვირვალეობას, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებაში მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სტრატეგიული განვითრების მიზნების შესრულებისთვის საჭირო აქტივობები გაწერილი არის სამოქმედო გეგმებში, რომლიც უშუალოდ სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და კონკრეტული ამოცანების ეფექტურად განხორციელებას მოიაზრებს, სადაც ჩამოყალიბებულია მიზნები და ამოცანები, ასევე ინდიკატორები და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები. მისი გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა მოხდება საჭიროებისამებრ. ფაილები
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწავლო წელი
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობდა 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის ფილოსოფიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახული იყო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. სასწავლო წლის ბოლოს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგინეს ანგარიშები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ანგარიშის სახით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეივსო ქვემოთ მოცემული ცხრილი თითოეული სტრატეგიული მიმართულების/ამოცანის/აქტივობის შესრულებასთან დაკავშირებით. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შესაბამისი პირების ჩართულობით თითოეულ აქტივობას მიენიჭა სტატუსი: „შესრულდა“, „ნაწილობრივ შესრულდა“, „არ შესრულდა“ და საბოლოოდ, გაკეთდა განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი.
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი; მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი; ტრანზიციის გეგმა; სსსმ მოსწავლესთან მუშაობის მექანიზმები; სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესი; მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა; ციფრული განვითარების გეგმა; რემედიაციის პროგრამის დებულება; 2025-2025 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა;
მუხლი 1.პროფესიული სტუდენტის უფლებები 1. პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ზსდ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად; 2. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს: მიიღოს პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და გამოიმუშაოს საჭირო უნარები. თანაბარ პირობებში ისარგებლოს ზსდ-ს მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ზსდ-ს საქმიანობის შესახებ; აირჩიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები; განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სწავლა გააგრძელოს ზსდ-ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ითხოვოს გათავისუფლება ლექციებიდან, თუ ამისთვის გააჩნია დასაბუთებულლი მიზეზი (ექიმის ცნობა, განცხადება) ან არის შეუძლოდ; საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებისას მოითხოვოს შესაბამისი სპეციალობის შესაბამისი საფეხურის პროფესიული დიპლომი. მუხლი 2. პროფესიული სტუდენტის წახალისება 3. სწავლასა და ზსდ-ს ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის პროფესიული სტუდენტის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას წახალისების შემდეგი ფორმა: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) ადრე შეფარდებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა. 2. მადლობის გამოცხადების უფლება აქვს ზსდ-ს დირექტორს. 3. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების წარდგინებით ზსდ-ს დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წახალისების ზომის გამოყენების უფლება აქვს ზსდ-ს დირექტორს. მუხლი 3. პროფესიული სტუდენტის ვალდებულებები 1. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია: არ გააცდინოს მეცადინეობები უმიზეზოდ; არ დაიგვიანოს მეცადინეობაზე; აქტიურად იყოს ჩართული სწავლის პროცესში. ზედმიწევნით დაიცვან ზსდ-ს ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები ზსდ-ს პერსონალთან და სტუდენტებთან ურთიერთობისას. 2. ზსდ-ს ტერიტორიაზე პროფესიულ სტუდენტებს ეკრძალებათ: თამბაქოს მოწევა ზსდ-ს შენობაში; სასწავლო საათებში ხმაური და მეცადინეობებისათვის ხელის შეშლა; აზარტული თამაშები, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების, აგრეთვე პოლიტიკური და რელიგიური სააგიტაციო, სარეკლამო ფურცლებისა და პროკლამაციების შემოტანა და გავრცელება, მსგავსი წარწერების გაკეთება შენობაში; ზსდ-ს ტერიტორიაზე პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისა და მიტინგების მოწყობა; პროფესიული სტუდენტებისათვის ცეცხლსასროლი, გაზის ან საფანტის იარაღით შემოსვლა (თუ სტუდენტს უფლება აქვს ატაროს იარაღი, ზსდ-ს ტერიტორიაზე იგი ვალდებულია ჩააბაროს იარაღი ზსდ-ს დაცვის სამსახურს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებამდე). 3. პროფესიული სტუდენტის პირადი შეხედულებები, გამოთქმული ზსდ-ს პერსონალის თანდასწრებით, აგრეთვე პოლიტიკური, რელიგიური და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა ზსდ-ს პერსონალისთვის, სასწავლო პროცესის განხორციელებისას კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს პროფესიული სტუდენტის თანხმობა ინფორმაციის გამჟღავნებაზე ან საკითხი ეხება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კანონიერ უფლებას ადმინისტრაციის მხრიდან. პროფესიული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და გაცემის პროცედურების განხორციელებისას ზსდ-ს ადმინისტრაციამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით. 4. ზსდ-ს ტერიტორიაზე ქცევის წესებთან დაკავშირებით ზსდ-ს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ნებისმიერი კანონიერი განკარგულება სავალდებულოა შესასრულებლად. 5. ზსდ-ს ტერიტორიაზე დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში დაცვის სამსახურს უფლება აქვს მიიღოს საჭირო ზომები დამრღვევი პირის მიმართ, ხოლო თუ ქმედება შეიცავს ადმინისტრაციული გადაცდომისა და დანაშაულის ნიშნებს, გამოიძახოს საპატრულო პოლიცია შესაბამისი რეაგირებისათვის. მუხლი 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები 1. დისციპლინური პასუხისმგებლობა წარმოადგენს იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს, რომელიც გამოიყენება ზსდ-ს პროფესიული სტუდენტების მიმართ, მათ მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. 2. ზსდ-ს პროფესიული სტუდენტების მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენად ჩაითვლება ამ წესით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება, აგრეთვე ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების უხეში დარღვევა. 3. პროფესიული სტუდენტის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. 4. დისციპლინური საქმისწარმოებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმები.
სახელმწიფო შესყიდვეის 2025 წლის წლიური დამტკიცებული გეგმა-დანართი