თბილისი, ვაკე-საბურთალო, თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. №59
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 3
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 3
თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, ზ. ფალიაშვილის ქ. №59
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ფლობისა და გამოყენების უნარების ჩამოყალიბება, სამშობლოს მოყვარული, ჰუმანური, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. ოჯახთან ერთად შეუქმნათ მათ საფუძველი ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად და წარმატების მისაღწევად. შევიტანოთ წვლილი ღირსეული პიროვნების აღზრდაში. სკოლის ხედვა 2023 წლისთვის, სასწავლო პროცესი სრულად იქნება დაფუძვნებული თანამედროვე სტანდარტებზე, წარიმართება მაღალკვალიფიციური პედაგოგთა გუნდის მიერ, ციფრილი ტექნოლოგიების რაციონალურად გამოყენებით. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა აბსოლიტური უმრავლესობა - 80-90 % აღჭურვილი იქნება საჭირო ცოდნითა და უნარებით, ეროვნული და საერთაშორისო დონის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად, თავისი პიროვნული ღირსებებით, კეთილსინდისიერებითა და კომუნიკაბელურობით რეალიზებული იქნებიან და მიაღწევენ დასუხულ მიზნებს. სკოლის ღირებულებები ჩვენი სკოლა აღიარებს ღირებულებებს, რომელთა მიღება და გათავისება სასკოლო საზოგადოების მიერ ხელს შეუწყობს ისეთი პიროვნების აღზრდას/ჩამოყალიბებას, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ჩვენი სკოლის ღირებულებებია: ➢ გუნდურობა ➢ დემოკრატიულობა ➢ ინოვაციურობა ➢ ადამიანის უფლებათა და ღირსების დაცვაზე ორიენტირებულობა ➢ განვითარებაზე ორიენტირებულობა ➢ კეთილსინდისიერება ➢ გამჭვირვალობა და ღიაობა ➢ სკოლაში დასაქმებულ პირთა მუდმივი განვითარება და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ➢ შესაძლებლობების რეალიზება; ➢ სკოლაში დასაქმებულ პირთა მუდმივი განვითარება და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ➢ შესაძლებლობების რეალიზება; სკოლა , მისიის მისაღწევად : • ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; • ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, განვითარებასა და აღჭურვაზე; • ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას; • ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე; • მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; • ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე და მათ ჩართვაზე სხვადასხვა პროექტერბში, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და საერთაშორისო პროგრამებში; • ხელს უწყობს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას; • ქმნის კულტურულ,შემოქმედებით,ეთიკურ-მორალურ ორიენტირებზე დაფუძნებულ სასკოლო სივრცეს.
სსიპ - სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
1. სსიპ - სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. 2. სსიპ - სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი. 3. შინაგანაწესი.
1. სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი N 29. 2. სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N 54 საჯარო სკოლა.