ქ. რუსთავი/მეგობრობის ქ. №47ა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 57
- SEN capacity
- 11
- Available SEN places
- 9
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, მეგობრობის ქ. №47ა
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეები აღზარდოს თანამედროვე, პატრიოტული, სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად, რომელთაც ექნებათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცნობიერება და ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა. მისცეს მათ საფუძვლიანი საბაზო ცოდნა სხვადასხვა დარგში და განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმატებული სტუდენტობისა და პროფესიული კარიერისათვის. ხედვა სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლის ხედვა დაფუძნებულია სასკოლო პროცესების სრულად მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებაზე. სკოლის გუნდს მიაჩნია, რომ თითოეული თანამშრომელი ემსახურება მოსწავლის პიროვნულ და ფსიქოემოციურ განვითარებას შემდეგი პრიორიტეტებით: 1. ბავშვი, როგორც პიროვნება - ბედნიერი და კეთილგანწყობილი; 2. ბავშვი, როგორც მოქალაქე - პატრიოტი, ღირსეული და მოაზროვნე; 3. ბავშვი, როგორც ლიდერი - მაძიებელი, 4. პასუხისმგებლიანი. ღირებულებები • სამართლიანობა: სასკოლო წესების წინაშე სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე თანასწორია. ყველას თანაბრად ეძლევა საკუთარი თავის რეალიზების საშუალება; • ტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა: სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლაში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება ან წახალისება ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, რასობრივი, გენდერული, სოციალური, განსხვავებული პირადი აზრის ან რაიმე სხვა ნიშნით; • დისციპლინირებულობა: სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლის წარმატების საფუძველი დისციპლინის სწორი აღქმა და პატივისცემაა. სასკოლო დისციპლინას ყველა მოსწავლე და თანამშრომელი პატივს სცემს და იზიარებს; • გუნდურობა: სსიპ ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა ერთიანი ოჯახია, რომელიც აფასებს გუნდურობას. აქ პატივს სცემენ ერთმანეთის პოტენციალს, ნიჭსა და ცოდნას, იაზრებენ თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სიძლიერეს.