ქ. რუსთავი/ვაჟა-ფშაველას ქ. №5
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 2
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, ვაჟა-ფშაველას ქ. №5
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ ქ. რუსთავის N12 სკოლის მისიაა შექმნას უსაფრთხო, პოზიტიური და სწავლაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო მოსწავლეებისათვის, სადაც ყველა თანაბარი და დაფასებულია, სადაც სწავლა მარტივი და სახალისოა. შექმნას მოსწავლეებისთვის სათანადო პირობები განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებების, შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად, ასევე დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი განვითარების გზის არჩევაში (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). რაც ხელს შეუწყობს მათ მიაღწიონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, გახდნენ დამოუკიდებელი, რეალიზებული და ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები. სკოლის ხედვა სსიპ ქ. რუსთავის N12 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე, წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლის განვითარების ძირითადი მიმართულებების სტრატეგიები: 1. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება / გაუმჯობესება, მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება. 2. პედაგოგთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა. 3. უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა. 4. მატერიალურ - ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება. 5. სასკოლო საზოგადოების გააქტიურება. სკოლის ღირებულებები: მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებით და მიდგომებით: • გამჭვირვალობა /ღიაობა • მიუკერძოებლობა • თანამშრომლობა და გუნდურობა • სამართლიანობა / ობიექტურობა • განვითარება და ინოვაციურობა • ტოლერანტობა / მიმტევებლობა
სსიპ ქალაქ რუსთავის N12 საჯარო სკოლის 2023-2030 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმა
სსიპ ქალაქ რუსთავის N12 საჯარო სკოლის 2023-2024 წლის სასკოლო სასწავლო გეგმა.