Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №11 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, ბარათაშვილის ქ.№7

Register ID#1856
Students865
Teachers60
Buildings1
School profile

General information

Principal
ნაირა ქარუხნიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ქ. რუსთავი/ბარათაშვილის ქ. № 7

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
100
Available places
53
SEN capacity
11
Available SEN places
9
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ჩვენი მისიაა სკოლის სამი მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში. თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხიანი განათლების მიცემით, დამოუკიდებელი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებით მოვამზადოთ მოსწავლეები მომავალი გამოწვევებისათვის. ჩვენი მიზანია:  შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება;  მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის მოტივაციის გაზრდა;  თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა სასწავლო და საგაკვეთილო პროცესში;  მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა;  საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია;  უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა;  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა;  მოზარდის კულტურული, სოციალური და პიროვნული ზრდისათვის ჰარმონიული და ეფექტური გარემოს შექმნა;  მოზარდის ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და განვითარება;  მოზარდთა სულიერი განვითარება, სამოქალაქო და სამართლებლივი აღზრდა, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება;  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;  სკოლის საქმიანობის აგება დემოკრატიისა და ჰუმანიზმის, ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებით;  ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირება და მუდმივი სრულყოფა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი, თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა, საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით, ხელს უწყობს: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას; ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას.

Structure1 additional item

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N11 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) ფილოსოფიის (მისიის, ხედვის, ღირებულებების) შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს მმართველობითი პროცესის - სკოლის მისიის, ხედვის და ღირებულებების შემუშავების, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითად ეტაპებსა და პროცესში ჩართულ მხარეებს. წესი, ასევე, განსაზღვრავს სკოლის ფილოსიფიის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხილვის, დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანის და გაზიარების მექანიზმებს, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ამ წესში აღწერილია პრინციპები, მეთოდები და პროცედურები, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება სკოლის ფილოსოფიის, გრძელვადიანი - სტრატეგიული განვითარების და მოკლევადიანი - ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგის მექანიზმები.

Documents

სკოლის სტრუქტურა.xlsx15/12/2023 12:17:55 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N11 საჯარო სკოლის ფილოსოფიის (მისიის, ხედვის, ღირებულებების) შემუშავების და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია იხ. დანართი

Documents

ფილოსოფიის და სტრატეგიული დაგეგმვის კითხვარი.docx10/04/2024 15:31:56 · 0.02 MB
1.1 სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია საჯარო draft.docx10/04/2024 15:31:56 · 0.78 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. იხ. დანართი N1

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 ნიმუში.docx03/04/2024 12:10:39 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი2025წ.docx02/09/2025 10:45:59 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გვანცა შიშინაშვილის ინიციატივით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ჩაერთო ჩვენს პროექტში"შემოსწირე წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას" და უსასყიდლოდ გადმოგვცა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. მადლობა მათ მხარდაჭერისათვის! თქვენ კი ძვირფასო პედაგოგებო ,თქვენს მოსწავლეებთან ერთად ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ წიგნის სამყაროში!

Documents

ქალაქ რუსთავის N11საჯარო სკოლის ერთწლიანი სამუშაო გეგმის ანგარიში.pdf01/08/2024 12:25:30 · 4.24 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N11 საჯარო სკოლის შინაგანაწესი იხ. დანართი

Documents

შინაგანაწესი კომენტარების გარეშე.doc10/04/2024 15:42:45 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სკოლის ფოტოები ატვირთულია ბმულის სახით

FinancesText information

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასების მატების სტატისტიკა სახელფასო ფონდი მატებამდე: 75 653 ლარი; სახელფასო ფონდი მატების შემდეგ: 100 877 ლარი; ნამატი: 25 224 ლარი; პედაგოგთა რაოდენობა: 59 მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდა: 428 ლარით.