Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა - მათემატიკის ქალაქ რუსთავის №26 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, კახაბერ თავგორაშვილის ქ.N14

Register ID#1854
Students518
Teachers36
Buildings2
School profile

General information

Principal
ბესიკი მოსულიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
20/11/2024
Authorization end
20/11/2033
First grade admission

Current capacity information

რუსთავი, კახაბერ თავგორაშვილის ქ.N14

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
8
SEN capacity
8
Available SEN places
7
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია: სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა- მათემატიკის ქალაქ რუსთავის N 26 საჯარო სკოლის მისიაა, შექმნას ნაყოფიერი გარემო ქალაქ რუსთავში ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებული შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის; აღზარდოს ლიდერის თვისებებით აღჭურვილი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე წარმატებული მოქალაქეები. სკოლის ხედვა: • მოსწავლეს განუვითაროს კრიტიკული აზროვნების უნარი; • უზრუნველყოს მოსწავლეებისათვის ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებულად სწავლების შესაძლებლობა შესაბამისი პროგრამების დანერგვით; • შეიმუშავოს შესაბამისი აქტივობები მოსწავლეებში სირთულეების დაძლევის, მიზანდასახულობის, თვითრეალიზაციის გაღრმავებისა და მოტივაციის ასამაღლებლად; • უზრუნველყოს ესგ-ით გათვალისწინებული სხვა სასწავლო დისციპლინების სასკოლო სწავლების მეთოდებისა და მიდგომების განვითარება სკოლის ღირებულებები: მისიითა და ხედვით დასახული მიზნების წარმატებით შესასრულებლად საჭიროდ მიგვაჩნია, სასკოლო საზოგადოებამ ( დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები ) იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებით: • გუნდურობა და ურთიერთპატივისცემა; • გამჭვირვალობა; • პროფესიონალიზმი-პროფესიული სრულყოფისაკენ სწრაფვა, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ინოვაციური მიდგომების წახალისება და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • სამართლიანობის დაცვა-მიუკერძოებლობა; • სასკოლო საზოგადოების უფლებების დაცვა; • თანასწორობა.

Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამურვეო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციას, ადმინისტრაციას, დისციპლინურ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, ტექნიკურ პერსონალს (იხ. მიბმული ფაილი)

Documents

N26-სტრუქტურა.docx01/03/2024 10:28:17 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

N26 - შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.docx05/03/2024 14:06:24 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

N26 - 2023-2024 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx21/03/2024 14:04:15 · 0.04 MB
N26 - 2024-2025 სასწავლო წელი- ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx06/11/2024 14:51:41 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 საჯარო.docx27/11/2025 14:16:19 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი (1).docx27/11/2025 14:16:19 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

2020 წლის სექტემბრიდან სკოლა ჩართულია USAID საბაზისო განათლების პროგრამაში, რომლის მიზანია განათლების რეფორმის მხარდაჭერა სწავლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის განვითარების მიმართულებით. განმახორციელებელი სკოლებში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სკოლა ასევე ჩართულია „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამაში.

Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

სკოლაში სასკოლო თემის მუშაობის, ქცევის წესებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს არეგულირებს შინაგანაწესი. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

Documents

2023-2024 შინაგანაწესი.doc03/04/2024 14:18:32 · 0.26 MB
გასაჩივრების-დეტალური-პროცედურები (1).docx02/09/2024 10:30:34 · 0.03 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf28/11/2025 14:00:54 · 3.24 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
FinancesText information

სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ რუსთავის N26 საჯარო სკოლა ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით და ამასთანავე, გააჩნია ეკონომიკური შემოსავალი, რომლებიც გამოიყენება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მიემართება სკოლის განვითარებისკენ. სკოლის ძირითადი ფინანსური რესურსი იხარჯება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, მატერიალური რესურსების შესყიდვაზე, კომუნალურ გადასახადებზე, საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს ბიუჯეტს., რომელიც იგეგმება რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. დეტალურად გაწერილი ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება ხდება არაუგვიანეს 31 დეკემბრისა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ. ბიუჯეტის შესაბამისად, სკოლას შემუშავებული აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების გეგმა, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი ყოველი წლის 20 ნოემბრამდე, ასევე, შემუშავებული აქვს შესყიდვის განხორციელების წესი, განსაზღვრული ყავს შესყიდვების კორდინატორი, რომელსაც ევალება შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული მოთხოვნების სწორედ განხორციელება. ასევე განსაზღვრულია გეგმის კორექტირებაზე პასუხისმგებელი პირიც, ვინც ახორციელებს საჭიროების შემთხვევაში ცვლილებასა და გეგმის კორექტირებას. ფინანსური რესურსი ქმნის შესაძლებლობას ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, უსაფრთხო, მოწესრიგებული, ხოლო სასწავლო პროცესი შეუფერხებელი. სკოლას არ არ გააჩნია ფინანსური დავალიანება. სკოლა, თავის შემოსავლის ფარგლებში, სწორი ბიუუჯეტირებით, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. ფინანსების დაზოგვის მიზნით ხდება ხარჯების ოპტიმიზაცია.