რუსთავი, მე-20 მ/რ
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 22
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 7
ქვემო ქართლი · რუსთავი · რუსთავი, მე-20 მ/რ
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით, პოზიტიური, უსაფრთხო და მამოტივირებელი სასკოლო გარემოს შექმნით ემსახურება გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და ესთეტიკურად განვითარებული, ეროვნული ტრადიციების მატარებელი, გლობალურად მოაზროვნე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოქალაქის აღზრდას. სკოლის ხედვა: სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა 2031 წელს იქნება რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი და მზარდი სკოლა, რომელშიც ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროცესი წარიმართება მოსწავლეთა პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენისა და განვითარებისათვის. სკოლა მუდმივად იზრუნებს ჩამოაყალიბოს ცოდნის მაძიებელი მოქალაქე, რომელიც გლობალური აზროვნებისა და ღირებულებების საფუძველზე შეძლებს უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ღირებულებები: • პატრიოტიზმი; • ტოლერანტობა; • პასუხისმგებლობა; • თანამშრომლობა; • ურთიერთპატივისცემა; • დემოკრატიულობა.
სსიპ ქალაქ რუსთავის N25 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2024-2031 წლები შეთანხმებულია პედაგოგიური საბჭოს 25.12.2023 წლის ოქმი N9 დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომა 26.12.2023 წლის ოქმი N14
სკოლის 2024 წლის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა შეთანხმებულია პედაგოგიური საბჭოს 25.12.2023 წლის ოქმი N9 დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომა 26.12.2023 წლის ოქმი N14
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამატებითი, არასავალდებულო ხასიათის მომსახურებას (გახანგრძლივებული სწავლება, კვების სერვისი). სკოლის მიერ შეთავაზებული დამატებითი, არასავალდებულო ხასიათის მომსახურების გაწევა ხორციელდება ნებაყოფლობითობის პრინციპით, კანონმდებლობის შესაბამისად და ემსახურება მოსწავლის განვითარების ხელშეწყობას. სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლისგან იღებენ სათანადო კონსულტაციასა და მხარდაჭერას აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად (საშემოდგომი, ნიშნის ასამაღლებელი, ექსტერნის გამოცდების წინ კონსულტაციის მიზნით ინიშნება კონსულტაციები); სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა სწავლის დაწყების მომენტიდან ხელს უწყობს მოსწავლეთა ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან (დაწყებითი კლასების კათედრა სხვა კათედრებთან თანამშრომლობით ატარებს მომავალი პირველკლასელებისთვის სახალისო გაკვეთილებს; ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს) სკოლის დირექცია/პედაგოგები უზრუნველყოფენ დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას (მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში: მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან; მოსწავლეთა თვითმმართველობა იცავს მოსწავლეთა ინტერესებს და მათ უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან შუამდგომლობს; მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას;სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ე) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ვ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწოლეობს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში; ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხებს; თ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხებს; ი) მოსწავლეთა თვითმმართველობა გეგმავს პროექტებს, ინიციატორია სხვადასხვა აქტივობების სკოლაში უზრუნველყოფილია კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის მომსახურება (ხორციელდება პროფორენტაციასთან დაკავშირებული პროექტები, იგეგმება ვიზიტები პროფესიულ კოლეჯებში, ხორციელდება შეხვედრები კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და სხვ)
1.მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა, პასუხისმგებლობის სახეები,მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების წესი, სკოლის მანდატურის მიერ შედგენილ დარღვევის აღრიცხვის ფურცელზე რეაგირების ვადები და პირობები, განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი მოცემულია სკოლის შინაგანაწესში. 2.შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის / განთვსებულია ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას 3. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
სსიპ - ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
10 დეკემბრის ანგარიში