Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ თბილისის №35 საჯარო სკოლა

თბილისი · ვაკე-საბურთალო · თბილისი, ვაკე-საბურთალო, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №39

Register ID#183
Students470
Teachers55
Buildings1
School profile

General information

Principal
მიხეილ ჩიკვილაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

თბილისი, ვაკე-საბურთალო, ქავთარაძის N16ა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
66
SEN capacity
8
Available SEN places
7
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის ხედვა სწავლა სწავლების მაღალი დონის მეშვეობით აღზარდოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, თანამედროვე აზროვნებით, ცხოვრებისადმი მაღალზნეობრივი მიდგომით აღჭურვილი თაობები. ჩამოაყალიბოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების მქონე, ჯანსაღი ახალგაზრდები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. შექმნას ისეთი სასწავლო გარემო,სადაც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება, სკოლის მისია თანამედროვე ცოდნით აღჭურვა, მოსწავლეებში პრაქტიკული მოღვაწეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და მსოფლიოში აღიარებული დემოკრატიული ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების სიღრმისეული გაცნობიერების ხელშეწყობა. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის მიღწევა და ისეთი წინაპირობების შექმნა, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს დაიმკვიდროს ადგილი ცივილიზებული მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში სკოლის ღირებულებები სამართლიანობა - ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღმა არსებობს სამართლიანი არგუმენტი და გადაწყვეტილების მიღების ობიექტური კრიტერიუმი; თანასწორობა - ყველა თანამშრომლის მიმართ ვლინდება ერთგვაროვანი მიდგომა. დაუშვებელია გენდერული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით თანამშრომლების განსხვავება; . მიზანშეწონილობა - გადაწყვეტილებები მიიღება გააზრებულად და ანალიზის საფუძველზე; პროფესიული განვითარება - სკოლის თანამშრომელთა საჭიროებების და სურვილის გათვალისწინებით. სკოლა მუდმივად ზრუნავს პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე; მონაწილეობის პრინციპი - სკოლა უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესში პერსონალის სრულ ჩართულობას; ორიენტაცია ხარისხზე - სკოლა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საქმიანობის სტანდარტების დახვეწის ხელშეწყობას. გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.

Documents

მისია, ხედვა, ღირებულებები.docx24/06/2025 12:54:03 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

7-წლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf24/06/2025 14:32:49 · 3.27 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 ნიმუში საჯარო.docx24/06/2025 12:59:15 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება. ასეთი სახის მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს, როგორც უფასო, ისე ფასიანი მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით. სკოლის პოლიტიკიდან გამომდინარე, ძირითადი საგნების შესწავლასთან ერთად, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება, მოსწავლეების განვითარება კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებებით. სკოლის სურვილია მოსწავლეებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო მომსახურება მიიღონ ადგილზე. ზემოთ აღნიშნული დამატებითი მომსახურების შეთავაზება მოხდა სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით. აგრეთვე გათვალისწინებულია მშობელთა ინტერესებიც. სკოლის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგ კლუბებს:  კლუბი „ესგიბიტორი“;  კლუბი „მხარეთმცოდნეობა“;  კლუბი „ვსწავლობთ ვეფხისტყაოსანს“;  სპორტული კლუბი „სკოლა 35“. არაფორმალური განათლება: არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ან/და„პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას განაპირობებს. მოსწავლისთვის, ფორმალურ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რომელიც ხელს უწყობს მას წინსვლასა და ინტერესების უკეთ წარმოჩენაში. სკოლას მიაჩნია, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეში ხელს უწყობს ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ასევე ხელს უწყობს ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სოციალური და თანამშრომლობითი, სისტემური აზროვნების განვითარებას. 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგი სახის სასკოლო-საგანმანათლებლო აქტივობებს: # ორგანიზება აქტივობის სახეობა დრო 1 სკოლის ადმინისტრაცია და კათედრები სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება სასწავლო წლის განმავლობაში 2 სკოლის ადმინისტრაცია სხვადასხვა შემეცნებით გასართობი ღონისძიებების ორგანიზება სასწავლო წლის განმავლობაში 3 სკოლის ადმინისტრაცია თეატრებში სხვადასხვა სპექტაკლებზე დასწრება კულტურული ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში 4 სკოლის ადმინისტრაცია, დამრიგებელი ექსკურსიები კულტურული ღონისძიებები წელიწადში ორჯერ შემოდგომა, გაზაფხული 5 სკოლის ადმინისტრაცია ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? სასწავლო წლის განმავლობაში 6 სკოლის ადმინისტრაცია IX კლასების დამრიგებლები გასვლითი ექსკურსიები სხვადასხვა საწარმოებში, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით სასწავლო წლის განმავლობაში 7 სკოლის ადმინისტრაცია IX კლასების დამრიგებლები პროფესიაში წარმატებული ადამიანების მოწვევა და კონკრეტული პროფესიების გაცნობა სასწავლო წლის განმავლობაში 8 კათედრები გასვლითი გაკვეთილიები წელიწადში ერთხელ 9 ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა ამხანაგური თამაში კალათბურთში და ფეხბურთში სხვა სკოლებთან სასწავლო წლის განმავლობაში 10 ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა მხიარულ სტარტები სასწავლო წლის განმავლობაში 11 ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სასწავლო წლის განმავლობაში

Documents

კლუბები და დამატებითი რეს.docx24/06/2025 14:59:16 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

1. წინამდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N35 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია.

Documents

შინაგანაწესი კომენტარების გარეშე.doc24/06/2025 14:48:46 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ ქალაქ თბილისის N35 საჯარო სკოლის 2024 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2024 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 36 812 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 1 030 172 ლარით. დაზუსტების მიზნით, სკოლის ბიუჯეტში წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განხორციელდა ცვლილება. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. 2023 წელთან შედარებით, 2024 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში გაიზარდა, შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლებიც გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით სკოლამ ბიუჯეტიდან მიიღო დაფინანსება 853 045 ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ 2023 წლის 9 დეკემბრიდან 2024 წლის 10 დეკემბრამდე შეადგინა 16 800 ლარი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანებით 2024 წლის 01 ივლისიდან შეიცვალა მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დაანგარიშების წესი, ასევე, შეიცვალა მასწავლებელთა ხელფასები. გარდა ამისა, 2024 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. კერძოდ, შეიცვალა ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებები აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 11 დეკემბრიდან 2024 წლის 09 დეკემბრამდე პერიოდში, სახელფასო ხარჯი ჯამში შეადგენს 1 015 379 ლარს. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, 2024 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით შემოსულმა თანხამ საანგარიშო პერიოდში ჯამურად შეადგინა 66 667 ლარი. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, რაც ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. ამჟამად იჯარით არის გაცემული შემდეგი ფართები: 1. 678 კვ.მ. ფართის მოედნები და 585,61 კვ.მ. ფართი სპორტული მოედნებით სარგებლობის უფლება საფეხბურთო სპორტის განვითარების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლ (წლიური შემოსავალი 26 400 ლარი); 2. 8270 კვ.მ. ფართი სპორტული მოედნის და მასთან დაკავშირებული შენობა ნაგებობის გასაშენებლად (წლიური შემოსავალი 31 425,96 ლარი); 3. 294 კვ.მ. ფართი სწრაფი კვების ობიექტის მოსაწყობად მსუბუქი კონსტრუქციის დადგმის უფლებით (წლიური შემოსავალი 4080 ლარი); 4. 1025,14 კვ.მ. ფართი საცურაო აუზის მოწყობის უფლებით (წლიური შემოსავალი 24 060 ლარი); 5. 16,40 კვ.მ. ფართი სასწავლო ცენტრის ფუნქციონირების მიზნით (წლიური შემოსავალი 2412 ლარი); 6. 56,72 კვ.მ. ფართი სასადილოს ფუნქციონირების მიზნით (წლიური შემოსავალი 2612 ლარი); სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 1 116 041 ლარი, ხოლო ხარჯმა 1 109 582 ლარი. მათ შორის, სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 66 667 ლარი, საიდანაც იჯარიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 62 767 ლარი, სხვა შემოსავალმა კი 3 900 ლარი. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). მიუხედავად წლის განმავლობაში არსებული გამოწვევებისა და სიძნელეებისა, სკოლის ბიუჯეტი იხარჯებოდა რაციონალურად და შეძლებისდაგვარად პასუხობდა სკოლის მოთხოვნებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ, საანგარიშო პერიოდში სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Documents

2024.doc24/06/2025 14:48:51 · 0.07 MB
3. ბიუჯეტი დაფინანსების ცვლილება 25 იანვრის ბავშების რაოდენობის მიხედვით 25.02.2025.xlsx24/06/2025 14:48:51 · 0.03 MB
Download documents on EMIS