Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · წალენჯიხა · წალენჯიხა, ჯგალის თემი

Register ID#1823
Students157
Teachers32
Buildings3
School profile

General information

Principal
ჰამლეტ ხუბულია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
20/11/2023
Authorization end
20/11/2032
First grade admission

Current capacity information

წალენჯიხა, ჯგალის თემი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
55
Available places
49
SEN capacity
6
Available SEN places
5

წალენჯიხა, ჯგალის თემი, კანთის უბანი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
35
Available places
35
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია: უსაფრთხო, პოზიტიური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალის გამოვლენასა და განვითარების ხელშეწყობას. დემოკრატიული ფასეულობების, საკუთარი ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება. ხედვა: სკოლა 2030 წლისთვის გახდება კონკურენტუნარიანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს დემოკრატიული, ჰუმანური, გლობალურად მოაზროვნე, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ მისი თითოეული წევრი ყოველდღიურ საქმიანობაში იხელმძღვანელებს შემდეგი ღირებულებებით: • სამართლიანობა • პროფესიონალიზმი • უსაფრთხოება • გუნდურობა • ტოლერანტობა • თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა • თანამშრომელთა მიღწევების აღიარება და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა

Structure1 additional item

სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: სამეურვეო საბჭო ; მოსწავლეთა თვითმართველობა; დისციპლინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო: 1.სახელმწიფო ენის კათედრა; 2.უცხოური ენების კათედრა 3.მათემატიკისა და IST-ის კათედრა . 4.საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა. 5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა. 6. ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის კათედრა. დირექტორი ; დირექტორის მოადგილე ბუღალტერი ; ინფორმაციული მენეჯერი ; საქმისმწარმოებელი; სსსმ მასწავლებელი; სსსმ პირის ასისტენტი ბიბლიოთეკარი; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; სკოლის ექიმი ; ტექნიკური პერსონალი: დამლაგებელი ,დარაჯი .

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf14/09/2023 14:39:04 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული გეგმა.pdf14/09/2023 14:35:23 · 0.21 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

სამოქმედო 2023.pdf14/09/2023 14:50:01 · 0.2 MB
Download documents on EMIS

Documents

ერთწლიანი გეგმის შესრულების ანგარიში.pdf14/09/2023 14:50:01 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Programs and support services3 additional items

სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მექანიკური ერთობა", ინტელექტკლუბი ,,რა?სად? როდის?", მკითხველთა კლუბი, ქართული კალიგრაფიის წრე.

Documents

კალიგრაფიის წრე.docx17/10/2023 14:59:02 · 0.01 MB
რა სად როდის - ეს.doc17/10/2023 14:59:02 · 0.09 MB
მექანიკური ერთობა. კლუბის წესდება.doc17/10/2023 14:59:02 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. სასწავლო წლის დასაწყისში ქცევის წესებს თითოეული კლასის დამრიგებელი ადგენს მოსწავლეთა ჩართულობით ,რომელიც გამომდინარეობს სკოლის შინაგანაწესიდან და გამოკრულია საკლასო ოთახებში.

Documents

შინაგანაწესი.docx17/10/2023 15:00:49 · 0.07 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლის ძირითადი შენობა გათვლილია 300 მოსწავლეზე. შერწყმული სკოლის ახალი შენობა კანთის უბანში, რომელიც ექსპლოატაციაში შევიდა 2021 წელს, გათვლილია 60 მოსწავლეზე. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია ,რესურს ოთახი , საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის ოთახი, სააქტო დარბაზი, სამედიცინო ოთახი, კვების ბლოკი. სკოლის ეზოს საერთო ფართობი წარმოადგენს 8532 კვ.მ. ,სკოლას აქვს გარე ტიპის სპორტული მოედანი ,რეკრეაციული ზონა ,რომლესაც იყნებს სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. სკოლას აქვს ალტერნატიული სივრცე კალისტრატე სალიას სახელობის კაბინეტი, რომელიც გამოყენებულია არაფორმალური განათლებისათვის. ამ სივრცით სარგებლობა მოსწავლეებს შეუძლიათ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, აგრეთვე შაბათ-კვირას სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სველი წერტილები. სკოლაში არის სააქტო დარბაზი, სადაც ტარდება საინტერესო შეხვედრები, ღონისძიებები. სკოლას აქვს ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. ბიბლიოთეკაში არსებობს სამკითხველო სივრცე. ბიბლიოთეკა აღჭურვილია მოსწავლეთა ასაკისა და ინტერესების შესაბამისი მხატვრული ლიტერატურით, საგანმანათლებლო რესუსებით, პერიოდული გამოცემებით, მასწავლებლებისათვის საჭირო მეთოდური ლიტერატურით. სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია, რომელშიც განთავსებულია 10 ლეპტოპი. სკოლის ყველა სივრცეში ხელმისაწვდომია უსადენო ინტერნეტი (Wifi). სკოლაში ამ ეტაპისთვის არსებობს 5 პროექტორი და 6 პრინტერი სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო სისტემით

Finances1 additional item

სსიპ კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლა წარმოადგენს ფინანსურად მდგრად ორგანიზაციას. სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი. ბიუჯეტში მითითებული სკოლის ფინანსური რესურსი იძლევა სამოქმედო გეგმის განხორციელების შესაძლებლობას. აგრეთვე, სკოლას იჯარით აქვს გაცემული ფართები (სააქტო დარბაზი, ბუფეტი) საიდანაც შემოსული თანხები წარმოადგენს დამატებითი შემოსავლის წყაროს. სკოლა თანხებს განკარგავს დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად. ბიუჯეტის დამტკიცება ხდება შემოსავლებისა და სასკოლო საზოგადოების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე. სკოლას დამტკიცებული აქვს შესყიდვების გეგმა.სკოლის დირექტორი, კანონმდებლობის დაცვით, წარადგენს ფინანსურ ანგარიშს სამეურვეო საბჭოს წინაშე. შემოსავალ-გასავლის ყოველთვიური უწყისი წარმოდგენილია დანართის სახით.

Documents

შემოსავალ - გასავალი - სექტემბრის თვის.xls17/10/2023 15:19:00 · 0.06 MB
Download documents on EMIS